ოფიციალური ანგარიშის მიხედვით, მაისის ბოლოს პაკისტანში მომხდარი ავიაკატასტროფის მიზეზი პილოტების და დისპეტჩერის ადამიანური შეცდომა გახდა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ პილოტები და დისპეტჩერი პროტოკოლს არ მიჰყვნენ, ამასთან, მფრინავებს პანდემიის გამო ყურადღება ჰქონდათ გაფანტული. სპეციალისტების განცხადებით, მფრინავი საჰაერო მოძრაობის კონტროლის თანამშრომლის ინსტრუქციებს არ მიჰყვა, მან კი თავის მხრივ, მფრინავს საკმარისი ინფორმაცია არ მიაწოდა.
ავიაკატასტროფა პაკისტანში 22 მაისს მოხდა. ბორტზე მყოფი 99 ადამიანიდან 97 დაიღუპა.