უამინდობის შედეგად უკრაინაში მსხვერპლის რაოდენობა სამამდე გაიზარდა. მაშველებმა სამ ოლქში 389 მცხოვრების ევაკუაცია განახორციელეს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
ივანო-ფრანკოვის ოლქის გუბერნატორმა, ვიტალი ფედოროვმა განაცხადა, რომ ივანო-ფრანკოვის ვერხოვინის რაიონში გარესამყაროს მოწყვეტილია 19 სოფელი.
რამდენიმე რაიონში ჩამოწვა მეწყერი, დაზიანებულია გზები და დამბები. შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილეობდა 1412 ადამიანი 333 ერთეული ტექნიკა.