მოსკოვში აღლუმზე ჩასულ ყირგიზეთის პრეზიდენტის დელეგაციის წევრებს კორონავირუსი დაუდგინდათ

მოსკოვში აღლუმზე ჩასულ ყირგიზეთის პრეზიდენტის დელეგაციის წევრებს კორონავირუსი დაუდგინდათ

რუსეთის დედაქალაქში ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმში დასასწრებად ჩასულ ყირგიზეთის პრეზიდენტის დელეგაციის 2 წარმომადგენელს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება.

არსებული ინფორმაციით, სოორონბაი ჟეენბეკოვმა და მისი დელეგაციის წევრებმა, როგორც მოსკოვში ჩასულმა ყველა სტუმარმა, აეროპორტში COVID-19-ზე ტესტი გაიარეს. ორ შემთხვევაში დადებითი პასუხის მიღების გამო, პრეზიდენტმა გადაწყვიტა აღლუმს არ დაესწროს, რათა ღონისძიებაში მონაწილე სხვა ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.

ბიშკეკში დაბრუნების შემდეგ კი ჯეენბეკოვი თვითიზოლაციაში გადავა.