ლე­ვან კა­ლა­ძის გა­ტა­ცე­ბი­სა და მკვლე­ლო­ბის სკან­და­ლუ­რი დე­ტა­ლე­ბი

ლე­ვან კა­ლა­ძის გა­ტა­ცე­ბი­სა და მკვლე­ლო­ბის სკან­და­ლუ­რი დე­ტა­ლე­ბი

სა­ხელ­გან­თქმუ­ლი ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის, ამ­ჟა­მად ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრ კა­ხა კა­ლა­ძის ძმის - ლე­ვან კა­ლა­ძის გა­ტა­ცე­ბა-­მკვლე­ლო­ბის საქ­მე კვლავ ბუ­რუ­სი­თაა მო­ცუ­ლი. ამ საქ­მის გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი ბა­თალ­ბი სა­ღი­ნა­ძე, რო­მე­ლიც, რო­გორც ამ­ბო­ბენ, დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის კვალ­ზე გა­ვი­და, მე­ექ­ვსე წე­ლია პა­ტი­მა­რი­ა, ხო­ლო კა­ლა­ძე­ე­ბის ყო­ფი­ლი ად­ვო­კა­ტი ზუ­რაბ დგე­ბუ­ა­ძე დღეს გერ­მა­ნი­ა­ში პო­ლიტ­დევ­ნი­ლის სტა­ტუ­სით ცხოვ­რობს. გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უს ზუ­რაბ დგე­ბუ­ა­ძეს­თან, რო­მე­ლიც ამ გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მის სკან­და­ლურ დე­ტა­ლებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა:

- ლე­ვან კა­ლა­ძის საქ­მე­ში ნათ­ლად იკითხ­ე­ბო­და ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­რე­მო­ე­ბე­ბი: ფაქ­ტობ­რი­ვად, ცნო­ბი­ლი იყვნენ ის პი­რე­ბი, რო­მელ­თა მეშ­ვე­ო­ბი­თაც გა­მო­ძი­ე­ბას შე­ეძ­ლო და­ედ­გი­ნა პი­როვ­ნე­ბა, ვინც შე­ი­ძი­ნა სიმ­ბა­რა­თი. ამ სიმ­ბა­რა­თის მეშ­ვე­ო­ბით დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნით უკავ­შირ­დე­ბოდ­ნენ კარ­ლო კა­ლა­ძეს... 2003 წელს, შსს-ს მი­ერ კა­ნო­ნი­ე­რად წარ­მო­ე­ბუ­ლი მოს­მე­ნე­ბის შე­დე­გად, მო­პო­ვე­ბული იქ­ნა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ოპერ­ატი­ულ­-სა­გა­მო­ძი­ე­ბო მა­სა­ლა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ინ­ფორ­მა­ცი­ის წყა­რო (ეს პი­როვ­ნე­ბა ქა­ლა­ქის ერ­თ-ერ­თი პრო­კუ­რო­რის შვი­ლი­ა) კონ­ფი­დენტს (ა­და­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც აწარ­მო­ებს სა­ი­დუმ­ლო მო­ლა­პა­რა­კე­ბებს) ამ­ცნობ­და: "ლე­ვან კა­ლა­ძე მოკ­ლუ­ლი­ა, გამ­ტა­ცებ­ლე­ბი იმ­ყო­ფე­ბი­ან საზღ­ვარ­გა­რეთ". ინ­ფორ­მა­ცი­ის წყა­რო კონ­ფი­დენტს ასე­ვე ეუბ­ნე­ბო­და: "შე­მიძ­ლია გაჩ­ვე­ნოთ ლე­ვან კა­ლა­ძის საფ­ლა­ვი, მაგ­რამ შემ­დეგ საქ­მის გახ­სნა­საც მომ­თხო­ვენ, რაც ძალ­ზე სა­რის­კო­ა, ვი­ნა­ი­დან გამ­ტა­ცებ­ლებს გა­მო­ძი­ე­ბა­შიც ჰყავთ ბო­ბო­ლე­ბი"­. ასეთ პი­რო­ბებ­ში ის სა­უ­კე­თე­სო გა­მო­სავ­ლად თაღ­ლი­თო­ბის სცე­ნის გა­თა­მა­შე­ბას მი­იჩ­ნევ­და, ყვე­ლა­ზე რთულ საქ­მედ კი - ფუ­ლის აღე­ბის პრო­ცესს. მი­სი აზ­რით, მთა­ვა­რი იყო, მო­ძებ­ნი­ლი­ყო პი­როვ­ნე­ბა, რო­მე­ლიც შეძ­ლებ­და კა­ლა­ძე­ე­ბი­სგან თან­ხის უსაფ­რთხოდ აღე­ბას, რად­გა­ნაც მის­თვის კარ­გად იყო ცნო­ბი­ლი კა­ლა­ძე­ე­ბის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­სა­ხებ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­თან - გა­მო­სას­ყიდ თან­ხას კა­ლა­ძე­ე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად მო­ა­ყო­ლე­ბენ კუდ­სო. ამ სა­გა­მო­ძი­ე­ბო­-ო­პე­რა­ტი­უ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის მო­პო­ვე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე თვე­ში ყვე­ლა­ფე­რი ზე­მოთ აღ­წე­რი­ლი სცე­ნა­რის მი­ხედ­ვით გან­ვი­თარ­და. 2003 წლის ივ­ნის­ში, იტა­ლი­ი­დან ჩა­მოფ­რე­ნილ კა­ხა კა­ლა­ძეს მე­გო­ბარ­მა კვი­ჟი­ნა­ძემ ამ­ცნო, ლე­ვა­ნი ცოცხ­ა­ლია და მას ომეხ აფ­რა­სი­ძე და­აბ­რუ­ნებს, თუ ოჯა­ხი 200 ათას დო­ლარს გა­და­იხ­დი­სო. და­ვით კვი­ჟი­ნა­ძემ კა­ხას იმა­ვე დღეს შე­ახ­ვედ­რა კრი­მი­ნა­ლი ნო­დარ გვი­ჩი­ა­ნი, ვის­გა­ნაც გახ­მა­ურ­და ეს ინ­ფორ­მა­ცი­ა. ორ­წლი­ა­ნი უშე­დე­გო გა­მო­ძი­ე­ბით გაწ­ბი­ლე­ბულ­მა კა­ლა­ძე­ებ­მა პირ­ვე­ლად მი­ი­ღეს მო­უ­ლოდ­ნე­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, ისე გა­დაე­ხა­დათ გა­მო­სას­ყი­დი თან­ხა, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი საქ­მის კურ­სში არ ჩა­ე­ყე­ნებინათ. კა­ლა­ძე­ებ­მა თან­ხა გა­და­ი­ხა­დეს, მაგ­რამ უა­რე­სი შე­დე­გი მი­ი­ღეს - ფუ­ლიც და­ი­კარ­გა და ლე­ვა­ნიც არა­ვის და­უბ­რუ­ნე­ბი­ა. ბო­როტ­მოქ­მედ­თა ჯგუფ­მა კი მი­ზანს მი­აღ­წია - ორ­წლი­ა­ნი მცდე­ლო­ბის შემ­დეგ კა­ლა­ძე­ებს სო­ლი­დუ­რი თან­ხა გა­მოს­ძა­ლეს.


- გა­ტა­ცე­ბუ­ლი ლე­ვან კა­ლა­ძის მა­მი­დამ "ყვე­ლა სი­ახ­ლეს­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნაცხ­ა­და, საქ­მე­ში სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი რომ არ ჩაგ­ვე­რი­ა, იქ­ნებ ლე­ვა­ნი დღეს ცოცხ­ა­ლი ყო­ფი­ლი­ყო­ო. ით­ქვა ისიც, რომ ფულს გამ­ტა­ცებ­ლე­ბამ­დე დრო­უ­ლად რომ მი­ეღ­წი­ა, ლე­ვანს არ მოკ­ლავ­დნენ. იყო კი მი­სი გა­დარ­ჩე­ნის შან­სი?

- ძნე­ლი სათ­ქმე­ლი­ა... მა­გა­ლი­თად, 2002 წელს გა­ტა­ცე­ბუ­ლი მა­რი­ამ გო­გი­ნაშ­ვი­ლის მა­მამ დამ­ნა­შა­ვე­ებს ერთ კვი­რა­ში გა­დას­ცა ფუ­ლი, თა­ნაც პო­ლი­ცია საქ­მის კურ­სში არ ჩა­ა­ყე­ნა, მაგ­რამ 14 წლის მა­რი­ა­მი არ და­უბ­რუ­ნე­ბი­ათ. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში მრა­ვა­ლი ფაქ­ტო­რი მოქ­მე­დებს, ერ­თ-ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­რე­მო­ე­ბა არის ის, რომ დაბ­რუ­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, გა­ტა­ცე­ბულ­მა შე­იძ­ლე­ბა გამ­ტა­ცე­ბე­ლი ამო­იც­ნოს. ამის ში­ში კი გამ­ტა­ცებ­ლებს უნ­და ჰქო­ნო­დათ: ლე­ვა­ნი რკი­ნიგ­ზის სა­ა­ვად­მყო­ფოს ტე­რი­ტო­რი­ი­დან უნიღ­ბო პი­რებ­მა გა­ი­ტა­ცეს, მა­რი­ამ გო­გი­ნაშ­ვი­ლი კი და­უდ­გე­ნელ­მა პირ­მა ყო­ველ­გვა­რი ძალ­და­ტა­ნე­ბის გა­რე­შე ჩას­ვა ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში.

- თქვენ რო­დის ჩა­ერ­თეთ ამ საქ­მე­ში?

- ამ საქ­მე­ში და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტის სტა­ტუ­სით გა­მომ­ძი­ე­ბელ ბა­თუ სა­ღი­ნა­ძის მეშ­ვე­ო­ბით ჩა­ვერ­თე, რო­ცა დამ­ნა­შა­ვე­ებ­მა ოჯახს 200 ათა­სი დო­ლა­რი გა­მოს­ტყუ­ეს და კა­ლა­ძე­ე­ბი დარ­წმუნ­დნენ, რომ საშ­ვე­ლი არ ჩან­და. მა­ლე "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ა" მოხ­და, ბა­თუ სა­ღი­ნა­ძე შსს-ში და­აბ­რუ­ნეს და ამ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა და­ა­ვა­ლეს. ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლი იყვნენ პი­როვ­ნე­ბე­ბი, ვინც კა­ლა­ძე­ე­ბისგან თან­ხა წა­ი­ღეს და ისიც, ვის­თა­ნაც ეს თან­ხა უნ­და მი­სუ­ლი­ყო. ბუ­ნებ­რი­ვი­ა, პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი ამ პი­როვ­ნე­ბებ­თან კონ­ტაქ­ტით და­ვიწყ­ეთ. ამ სვლას მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბის რე­აქ­ცია მოჰ­ყვა. თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე და­თან­ხმე­ბუ­ლი ნო­დარ გვი­ჩი­ა­ნი და­ა­კა­ვეს პო­ლი­ცი­ი­სა და უშიშ­რო­ე­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­მა - ერეკ­ლე კო­დუ­ამ, და­ვით კე­კუ­ამ და ლე­ვან გვა­ზა­ვამ. ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბის­თვის იგი ჯერ ტყე­ში აიყ­ვა­ნეს, შემ­დეგ და­ა­პა­ტიმ­რეს და ჩვენ­გან მისი იზო­ლა­ცია მო­ახ­დი­ნეს. მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­თა მე­ო­რე ნა­ბი­ჯი გა­ცი­ლე­ბით მზაკ­ვრუ­ლი და მას­შტა­ბუ­რი იყო - მო­უ­ლოდ­ნე­ლად სვა­ნეთ­ში ჩა­ა­ტა­რეს სპე­ცო­პე­რა­ცია და მოკ­ლეს უკ­ვე თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე და­თან­ხმე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოწ­მე ომეხ აფ­რა­სი­ძე, აგ­რეთ­ვე, ოჯა­ხის უფ­რო­სი ევ­გე­ნი აფ­რა­სი­ძე, მა­თი საცხ­ოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი კი დაწ­ვეს. 

- გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი ბა­თუ სა­ღი­ნა­ძე თავის იზო­ლი­რე­ბას იმით ხსნი­და, რომ და­ნა­შა­უ­ლის კვა­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბამ­დე მი­ვი­და და სი­მარ­თლე რომ არ გამ­ჟღავ­ნე­ბუ­ლი­ყო, და­ა­პა­ტიმ­რეს.

- სვა­ნეთ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სპე­ცოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ, მო­წი­ნა­აღ­მდე­გე და­უ­ფა­რა­ვად გად­მო­ვი­და შე­ტე­ვა­ზე და მა­თი სა­მიზ­ნე ბა­თუ სა­ღი­ნა­ძე გახ­და. ბა­თუ სა­ღი­ნა­ძე მა­ლე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან და მე მომ­მარ­თა, რო­გორც ად­ვო­კატს. ბა­თუ სა­ღი­ნა­ძემ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს გა­უგ­ზავ­ნა სა­ი­დუმ­ლო წე­რი­ლი, რო­მელ­შიც იგი წერ­და ლე­ვან კა­ლა­ძის საქ­მე­ში შექ­მნილ პრობ­ლე­მებ­ზე, ასა­ხე­ლებ­და იმ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს, ვინც ხე­ლი შე­უ­შა­ლა, ამ­ხელ­და მათ დამ­ნა­შა­ვე­ებ­თან კავ­შირ­ში. ამ სა­იდუმ­ლო წე­რი­ლის გაგ­ზავ­ნი­დან ერთ კვი­რა­ში სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მმა ბა­თალ­ბი სა­ღი­ნა­ძე სრუ­ლი­ად უკა­ნო­ნოდ გა­ა­ძე­ვა ბი­ნი­დან, სა­დაც აფ­ხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლი პოლ­კოვ­ნი­კი ოჯახ­თან ერ­თად 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ცხოვ­რობ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით პოლ­კოვ­ნი­კი ბა­თუ სა­ღი­ნა­ძე და­ა­პა­ტიმ­რეს და ეს უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რო­ბა დღემ­დე გრძელ­დე­ბა...
სა­გა­მო­ძი­ე­ბო საქ­მე­ში თა­ვი­დან­ვე არ­სე­ბობ­და ვერ­სი­ა, რომ ლე­ვან კა­ლა­ძე სვან კრი­მი­ნა­ლებს ჰყა­ვდათ გა­ტა­ცე­ბუ­ლი. ამ ვერ­სი­ის სა­ფუძ­ვე­ლი სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რე­ბი გახ­და, რომ­ლის მიხ­დვი­თაც, კარ­ლო კა­ლა­ძეს ერ­თ-ერ­თი დამ­ნა­შა­ვე სვა­ნურ დი­ა­ლექ­ტზე ესა­უბ­რე­ბა. უც­ნო­ბი კარ­ლო კა­ლა­ძეს სთა­ვა­ზობ­და, ვა­ჟა-­ფშა­ვე­ლას ძეგ­ლთან მი­სუ­ლი­ყო და რაც დახ­ვდე­ბო­და, აე­ღო. კარ­ლო მი­ვი­და მი­თი­თე­ბულ ად­გი­ლას, სა­დაც იპო­ვა ლე­ვა­ნის ხე­ლით და­წე­რი­ლი წე­რი­ლი, რო­მელ­შიც მი­თი­თე­ბუ­ლი იყო, რო­გორ უნ­და ემოქ­მე­და. კარ­ლოს აფ­რთხი­ლებ­დნენ, მათ­თვის და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ფუ­ლი არ შე­ე­ჩე­ჩე­ბი­ნა, რა­მე შეც­დო­მა არ და­ეშ­ვა, თო­რემ კონ­ტაქტს შეწყ­ვეტ­დნენ და ამით შვი­ლის სი­ცოცხ­ლეს საფ­რთხე­ში ჩა­აგ­დებ­და. ეს ყვე­ლა­ფე­რი ხო­ბის ცნო­ბილ ოპე­რა­ცი­ამ­დე მოხ­და, რო­მე­ლიც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ჩა­შა­ლეს.

- ვი­სი ბრძა­ნე­ბით მოხ­და ეს?
- რო­გორც კარ­ლო კა­ლა­ძემ მითხ­რა, ამ სპე­ცო­პე­რა­ცი­ას პოლ­კოვ­ნი­კე­ბი კე­კუა და ბა­კუ­რა­ძე ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ, მა­თი ბრძა­ნე­ბით არ მოხ­და ფუ­ლის გა­და­ცე­მა. ჩე­მი ღრმა რწმე­ნით, ფუ­ლის გა­და­ცე­მას მა­ვა­ნი­სათ­ვის აზ­რი არ ჰქონ­და, რად­გან ფუ­ლი და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი იყო და ამას და­ნა­შა­უ­ლის გახ­სნა მოყ­ვე­ბო­და, რაც ხელს არ აძ­ლევ­დათ.


- ლე­ვან კა­ლა­ძის მკვლე­ლო­ბის­თვის ერ­თ-ერ­თმა მსჯავ­რდა­დე­ბულ­მა - ლე­ვან ცინ­ცა­ძემ "ყვე­ლა სი­ახ­ლის­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნაცხ­ა­და, რომ საქ­მე­ში ფი­გუ­რი­რებს ვი­ღაც "მეგ­რე­ლი", რო­მე­ლიც კარ­ლო კა­ლა­ძეს ურე­კავ­და და ფულს სძა­ლავ­და. რა­ტომ არ და­ინ­ტე­რეს­და ამით სა­სა­მარ­თლო?

- მსჯავ­რდადე­ბუ­ლი ლე­ვან ცინ­ცა­ძე ამ შემ­თხვე­ვა­ში მარ­თა­ლი­ა, ხო­ბის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას კარ­ლო კა­ლა­ძეს უც­ნო­ბი პი­როვ­ნე­ბა და­უ­კავ­შირ­და და მეგ­რუ­ლი აქ­ცენ­ტით ჰკითხ­ა, რა­ტომ არ მი­ვი­და დათ­ქმულ ად­გი­ლას. კარ­ლომ უპა­სუ­ხა, რომ ეს მი­სი მხრი­დან იქ­ნე­ბო­და გა­უ­მარ­თლე­ბე­ლი რის­კი. უც­ნობ­მა შეს­თა­ვა­ზა, რომ მი­სუ­ლი­ყო პირ­ვე­ლი მა­ი­სის რკი­ნიგ­ზის ბა­ქან­ზე. კარ­ლო ცნო­ბი­ლი მი­ზე­ზე­ბის გა­მო, არც ამ ად­გილ­ზე მი­ვი­და, რის შემ­დეგ კონ­ტაქ­ტი გაწყ­და... მო­დი, ისევ "სვა­ნურ ვერ­სი­ას" და­ვუბ­რუნ­დეთ. კა­ხა კა­ლა­ძი­სა­გან ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლი შე­იქ­ნა, რომ ლე­ვა­ნის გა­ტა­ცე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე თვით ად­რე, თბი­ლის­ში საქ­ართვე­ლო-­რუ­მი­ნე­თის თა­მა­შის შემ­დეგ, მას და­უ­რე­კა ფეხ­ბურ­თელ­მა და­თო ნე­ფა­რი­ძემ და 12 ა­თა­სი დო­ლა­რი სთხო­ვა, კა­ხამ­ უ­ა­რი უთხ­რა, რის გა­მოც გა­ნაწყ­ე­ნე­ბულ ნე­ფა­რი­ძე­სა და კა­ხას შო­რის შე­ლა­პა­რა­კე­ბა მოხ­და - ნე­ფა­რი­ძე კა­ხას და­ე­მუქ­რა, თუ ჭკუ­ით არ იქ­ნე­ბი, ფე­ხებს და­გიხ­ვრე­ტო. ამ ამ­ბი­დან დაახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში კა­ხამ სას­ტუმ­როს­თან და­ი­ნა­ხა ნე­ფა­რი­ძე, ხო­ლო მო­შო­რე­ბით - მა­მა, კარ­ლო კა­ლა­ძე, რო­მე­ლიც ესა­უბ­რე­ბო­და ვი­ღაც უც­ნობს. ახ­ლოს მი­სულ კა­ხას კარ­ლო კა­ლა­ძემ გა­აც­ნო თენ­გიზ გურ­ჩი­ა­ნი. კა­ხამ შე­იტყ­ო, რომ თენ­გიზ გურ­ჩი­ა­ნი თა­ვის დრო­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი ჰყავ­დათ კი­ევ­ში ადა­მი­ა­ნის გა­ტა­ცე­ბის გა­მო. სხვა­თა შო­რის, თენ­გიზ გურ­ჩი­ა­ნი ცნო­ბილ კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტეტ, ტა­რი­ელ ონი­ან­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რი­ა.

ხო­ბის "წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი" ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ საქ­მე­ში ჩა­ერ­თნენ კა­ლა­ძე­ე­ბის ახ­ლო­ბე­ლი ჯე­მალ ლე­ჟა­ვა და ბად­რი ხუნ­და­ძე. ეს პი­რე­ბი აშ­კა­რად მი­ა­ნიშ­ნებ­დნენ სვა­ნურ ჯგუფ­ზე, კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტე­ტებ­ზე - ტა­რი­ელ ონი­ან­სა და თენ­გიზ გურ­ჩი­ან­ზე. ისი­ნი არა­ერ­თხელ ხაზ­გას­მით მი­უ­თი­თე­ბენ ხო­ბის ოპე­რა­ცი­ის "წა­რუ­მა­ტე­ბლო­ბა­ზე" და სხვა სა­გან­გა­შო სი­ტუ­ა­ცი­ებ­ზე. 

კა­ლა­ძე­ე­ბის ნე­ბის­მი­ე­რი მოქ­მე­დე­ბა შე­თან­ხმე­ბუ­ლი იყო სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­თან და ამი­ტომ ჩნდე­ბა სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ეჭ­ვი - ხომ არ ხდე­ბო­და ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ჟონ­ვა? ­მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სოა თვი­თონ კარ­ლო კა­ლა­ძის მო­ნათხ­რო­ბი: "რო­დე­საც ტა­რი­ელ ონი­ა­ნი ჩა­მო­ვი­და თბი­ლის­ში, მი­ვე­დი მას­თან. იქ იყ­ვნენ თენ­გო გურ­ჩი­ა­ნი და სხვა სვა­ნი კრი­მი­ნა­ლე­ბი. გურ­ჩი­ა­ნი და­ვი­მარ­ტო­ხე­ლე და წა­ვე­დით რეს­ტო­რან­ში. გურ­ჩი­ა­ნი მარ­წმუ­ნებ­და, რომ ლე­ვა­ნი გა­ტა­ცე­ბუ­ლი ჰყავ­დათ ძმებ მი­ქელ­თა­ძე­ებ­სა და ბა­ლა­ვა­ძე­ებს, რა­შიც და­მარ­წმუ­ნა კი­დეც, იმა­ვეს მიმ­ტკი­ცებ­და პო­ლი­ცი­აც". მარ­თლაც, საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ის მა­ღალ­ჩი­ნო­სან­თა ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცია თან­ხვედ­რი­ლი იყო თენ­გიზ გურ­ჩი­ა­ნის ვერ­სი­ას­თან, ამ ყვე­ლა­ფერს კი შე­დე­გად მოჰ­ყვა ის, რომ ბო­როტ­მოქ­მე­დებ­მა კა­ლა­ძე­ებს დიდ­ძა­ლი თან­ხა გა­მოს­ტყუ­ეს. უაღ­რე­სად და­მა­ფიქ­რე­ბე­ლია ის გა­რე­მო­ე­ბაც, რომ გა­მო­ძი­ე­ბა ე.წ. ხო­ნის სპე­ცო­პე­რა­ცი­ით, აგ­რეთ­ვე, ბა­ლა­ვა­ძი­სა და ქარ­და­ვას ლიკ­ვი­და­ცი­ით დას­რულ­და. 2002 წლის ნო­ემ­ბერ­ში თბი­ლი­სის მე-5 იზო­ლა­ტორ­ში ძმე­ბი მი­ქელ­თა­ძე­ე­ბი და­ხო­ცეს. 2003 წლის გა­ზაფ­ხულ­ზე კი გია ქარ­და­ვა მოკ­ლეს.

- გა­მო­დის, ე.წ. სვა­ნურ ვერ­სი­ას მარ­თლაც ჰქო­ნია სა­ფუძ­ვე­ლი...
- და არა მარ­ტო სვა­ნურს. რაც შე­ე­ხე­ბა ამ ვერ­სი­ას, მას­ზე პოლ­კოვ­ნი­კი ბა­თუ სა­ღი­ნა­ძე მუ­შა­ობ­და და არც ჰქონ­და სხვა უფ­ლე­ბა - ბო­ლოს და ბო­ლოს, თენ­გიზ გურ­ჩი­ა­ნი აფ­რა­სი­ძე­ე­ბის კა­რის მე­ზო­ბე­ლი და ომეხ აფ­რა­სი­ძეს­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რი იყო. აქ მოხ­და კი­დევ ერ­თი უც­ნა­უ­რი რამ - პოლ­კოვ­ნიკ ბა­თუ სა­ღი­ნა­ძეს ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილ­მა და­უ­რე­კა, რო­მე­ლიც იმ­ხა­ნად გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რი გახ­ლდათ და გა­ნუცხ­ა­და, რომ თენ­გიზ გურ­ჩი­ა­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე და­თან­ხმდა და მის მი­მართ ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა უნ­და შე­ეწყ­ვი­ტა. სა­ღი­ნა­ძემ გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რორს შეხ­ვედ­რა სთხო­ვა, მაგ­რამ მი­ღე­ბა­ზე მი­სულ სა­ღი­ნა­ძეს იქ თბი­ლი­სის იმ­ჟა­მინ­დე­ლი პრო­კუ­რო­რი გრი­გა­ლაშ­ვი­ლი დახ­ვდა, რო­მელ­მაც გა­ნუცხ­ა­და, შე­ნი ჩა­რე­ვა საჭი­რო არ არის, ამ საქ­მეს ჩვენ გავ­ხსნი­თო.

- რა­ტომ უნ­და ყო­ფი­ლი­ყო ქა­ლა­ქის იმ­ჟა­მინ­დე­ლი პრო­კუ­რო­რი ასე თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი?

- თუ გა­ვიხ­სე­ნებთ იმას, რომ 2003 წელს მო­პო­ვე­ბულ ოპე­რა­ტი­ულ­-სა­გა­მო­ძი­ე­ბო მა­სა­ლებ­ში ინ­ფორ­მა­ცი­ის წყა­რო ქა­ლა­ქის ერ­თ-ერ­თი პრო­კუ­რო­რის შვი­ლი­ა, მა­შინ გრი­გა­ლაშ­ვილს ჰქონ­და ამის თქმის სა­ფუძ­ვე­ლი. უფ­რო მე­ტიც, ისან­-სამ­გო­რის რა­ი­ო­ნის პრო­კუ­რა­ტუ­რის გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი უმან­კოშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ვა­ზი­სუ­ბან­ში ნა­პოვ­ნი უც­ნო­ბის გვა­მის (რო­მე­ლიც ლე­ვან კა­ლა­ძის გა­ტა­ცე­ბი­დან მა­ლე იპოვ­ეს და რო­გორც ამო­უც­ნო­ბი პი­როვ­ნე­ბა, ისე და­ა­საფ­ლა­ვეს) და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გა­ვი­და და ზე­და­პი­რუ­ლი ოქ­მი შე­ად­გი­ნა, "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" შემ­დეგ და­ა­წი­ნა­უ­რეს და სა­მუ­შა­ოდ ქა­ლა­ქის პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.


- ექ­სპერ­ტი­ზის მი­ხედ­ვით, ვა­ზი­სუ­ბან­ში ნა­პოვ­ნი გვა­მი 40 წლის მა­მა­კაცს ეკუთ­ვნო­და.

- ასე მი­იჩ­ნევ­და ქალ­ბა­ტო­ნი ეკა ბე­სე­ლი­ა. რო­გორც ვი­ცი, იგი ამ საქ­მე­ში მსჯავ­რდა­დე­ბულ და­ვით ასა­თი­ა­ნის ად­ვო­კა­ტი იყო, ბუ­ნებ­რი­ვი­ა, მი­სი დაც­ვი­თი პო­ზი­ცი­აც ასე­თი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო. სხვა­თა შო­რის, ეს ფაქ­ტი არც არის სა­ეჭ­ვო. რო­გორ გგო­ნი­ათ, ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა და შემ­თხვე­ვის ადგილის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის ოქ­მი რომ კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად და ობი­ექ­ტუ­რად შე­ედ­გი­ნათ, იმ გვამს რო­გორც უ­ცნობს, რო­გორ­ღა და­მარ­ხავ­დნენ? საქ­მის მასა­ლე­ბი­დან ჩანს, რომ გვა­მის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის ოქ­მი­სა და ექ­სპერ­ტი­ზის გა­ყა­ლე­ბე­ბა შეგ­ნე­ბუ­ლად მოხ­და...

მე ზე­მოთ ვახ­სე­ნე წე­რი­ლი, რო­მე­ლიც სა­ღი­ნა­ძემ პრე­ზი­დენტს მი­სწე­რა. მან ამა­ვე წე­რილ­ში და­ა­სა­ხე­ლა მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი, მათ შო­რის პოლ­კოვ­ნი­კი ლე­ვან გვა­ზა­ვა, მი­უ­თი­თა მის ახ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე გე­ნე­რალ სო­სო ალა­ვი­ძეს­თან, რო­მე­ლიც ლე­ვან კა­ლა­ძის გა­ტა­ცე­ბის მო­მენ­ტში თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. სა­ი­დუმ­ლო წე­რილ­ში სა­ღი­ნა­ძე ამ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს დამ­ნა­შა­ვე­ებ­თან კავ­შირ­შიც ამ­ხელ­და. 

2005 წლის ივ­ნის­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა ბა­თუ სა­ღი­ნა­ძის ინ­ტერ­ვიუ სა­თა­უ­რით: "ლე­ვან კა­ლა­ძე სო­სო ალა­ვი­ძის ძმად­ნა­ფიც­მა მო­ი­ტა­ცა". ამ სა­გა­ზე­თო მა­სა­ლის მი­ხედ­ვით, პოლ­კოვ­ნიკ ბა­თუ სა­ღი­ნა­ძეს მი­აჩ­ნდა, რომ ლე­ვან კალა­ძის გა­ტა­ცე­ბა­ში სხვა მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­თან ერ­თად, სო­სო ალა­ვი­ძეც იყო გა­რე­უ­ლი, ხო­ლო ალა­ვი­ძის ძმად­ნაფი­ცში იგი სწო­რედ თენ­გიზ გურ­ჩი­ანს გუ­ლის­ხმობ­და. ვერ გეტყ­ვით, რა ბრა­ლი მი­უძღ­ვის სო­სო ალა­ვი­ძეს ლე­ვან კა­ლა­ძის გა­ტა­ცე­ბის საქ­მე­ში, თუმ­ცა არ­სე­ბობს მა­სა­ლე­ბი და ინ­ფორ­მა­ცია გე­ნე­რალ სო­სო ალა­ვი­ძი­სა და მი­სი მე­გო­ბა­რი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის და­ნა­შა­უ­ლებ­რივ წარ­სულ­ზე. ანა­ლო­გი­უ­რი რამ შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას ამ მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­თა ახ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე კრი­მი­ნა­ლებ­თან - თენ­გიზ გურ­ჩი­ან­თან და 200 000 დო­ლა­რის წამ­ღებ ნო­დარ გვი­ჩი­ან­თან.

- რა გაძ­ლევთ ამ მე­ტად სკან­და­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველს?

- შს იმ­ჟა­მინ­დელ მინისტრ ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რი­სას, კა­ხა კა­ლა­ძემ მას შეს­თა­ვა­ზა, რომ თუ ვერ მო­ხერ­ხდე­ბო­და პოლ­კოვ­ნიკ ბა­თუ სა­ღი­ნა­ძის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე დაბ­რუ­ნე­ბა, მა­შინ იქ­ნებ ჩემ­თვის მო­ე­ცა სტა­ტუ­სი, ინ­ფორ­მა­ცი­ის უსაფ­რთხოდ და­ზუს­ტე­ბა და გა­მო­ძი­ე­ბის წინ წა­წე­ვა რომ შემ­ძლე­ბო­და. მე­რა­ბიშ­ვილ­მა მი­ი­ღო მო­უ­ლოდ­ნე­ლი გადა­წყვე­ტი­ლე­ბა და მი­ნის­ტრის თა­ნა­შემ­წის თა­ნამ­დე­ბო­ბა შე­მომ­თა­ვა­ზა. მე წა­ვუ­ყე­ნე პი­რო­ბა: ჩემ ხელთ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია კონ­ფი­დენ­ცი­უ­რი უნ­და გახ­დეს, ვი­ნა­ი­დან არ ვენ­დო­ბი იმ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს, რომ­ლე­ბიც იძი­ებ­დნენ კა­ლა­ძის საქ­მეს­-მეთ­ქი. მი­ნისტრს პირ­და­პირ გან­ვუცხ­ა­დე, რომ კრი­მი­ნა­ლუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს ლე­ვან გვა­ზა­ვას, რო­მე­ლიც შს მინისტრის მო­ად­გი­ლეც იყო, ჩა­დე­ნი­ლი ჰქონ­და და­ნა­შაუ­ლი, კერ­ძოდ, მას 2002 წელს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის უფ­როს გე­ნე­რალ სო­სო ალა­ვი­ძე­სა და პოლ­კოვ­ნიკ და­ვით ბე­დი­ას­თან ერ­თად (ეს პი­როვ­ნე­ბა "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" შემ­დეგ აჭა­რა­ში შსს-ს მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სად და­ი­ნიშ­ნა), გა­ტა­ცე­ბუ­ლი ჰყავ­და ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პარ­ლა­მენ­ტა­რი გო­ჩა ჯო­ჯუ­ა. ამ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ­მა ჯგუფ­მა ნა­ცემ და სიკ­ვდილს შემ­თხვე­ვით გა­დარ­ჩე­ნილ პარ­ლა­მენ­ტარს შუ­ა­მავ­ლად სწო­რედ კრი­მი­ნა­ლი თენ­გიზ გურ­ჩი­ა­ნი მი­უგ­ზავ­ნა, დამ­ნა­შა­ვე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ჩი­ვა­რი რომ არ და­ე­წე­რა. თვი­თონ ჯო­ჯუა ამ­ბობ­და, პატ­რი­არ­ქმა შეგ­ვა­რი­გა­ო. წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში უნ­და ყო­ფი­ლი­ყო პარ­ლა­მენ­ტა­რი გო­ჩა ჯო­ჯუ­ა, რო­ცა გავ­ლე­ნი­ა­ნი დამ­ნა­შა­ვე "სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი" მომ­რი­გებ­ლად სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქსა და კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტეტ თენ­გიზ გურ­ჩი­ანს აირ­ჩევ­და. სხვა­თა შო­რის, პო­ლი­ცი­ის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­მა გო­ჩა ჯო­ჯუა კუს ტბა­ზე, ტყე­ში აიყ­ვა­ნეს და იქ სას­ტი­კად გა­უს­წორ­დნენ. ეს და­ნა­შა­უ­ლი გა­ცი­ლე­ბით სა­გან­გა­შო იყო, ვიდ­რე გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბა, თუ არ ჩავ­თვლით იმას, რომ პარ­ლა­მენ­ტა­რი ცოცხ­ა­ლი გა­დარ­ჩა. სწო­რედ ასე­თი მოქ­მე­დე­ბის და­უს­ჯე­ლო­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა სხვა უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლე­ბი. ჩვე­ნი ყვე­ლა­ზე დი­დი უბე­დუ­რე­ბა კი გულ­მა­ვიწყ­ო­ბა, ორ­მა­გი სტან­დარ­ტი და მერ­კან­ტი­ლუ­რი პო­ზი­ცი­ე­ბი­ა.


- რა გაქვთ მხედ­ვე­ლო­ბა­ში?

- ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ვა­პი­რებ­დი სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას, ვფიქ­რობ­დი, ამ ძნელ­ბე­დო­ბის ჟამს ჩემს ქვე­ყა­ნას გა­მო­ვად­გე­ბი-­მეთ­ქი, მაგ­რამ ინ­ტერ­ნე­ტის მეშ­ვე­ო­ბით კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სად და­ვით ბე­დი­ას და­ნიშ­ვნის ამ­ბა­ვი შე­ვიტყ­ვე... ეს კი­დევ არა­ფე­რი, ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ეს­ტროს" ეთერ­ში სო­სო ალა­ვი­ძეს ვუს­მი­ნე და სახ­ტად დავ­რჩი - რო­ცა ის პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვილ­თან და­პი­რის­პი­რე­ბულ და "ჩაგ­რულ" გე­ნერ­ლად წარ­მო­ა­ჩი­ნეს. არა­და, ალა­ვი­ძის ­დრო­ინ­დელ სა­პო­ლი­ციო სის­ტე­მა­ში კო­რუფ­ცი­ა, არაპ­რო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი და ძა­ლა­დო­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნა იყო.

- აფ­რა­სი­ძე­ე­ბი მათ თავს და­ტე­ხილ უბე­დუ­რე­ბა­ში, გარ­კვე­ულ­წი­ლად, ბა­თუ სა­ღი­ნა­ძე­საც ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ - თით­ქოს მან ცრუ კვალ­ზე და­ა­ყე­ნა გა­მო­ძი­ე­ბა და ამ­ტკი­ცებ­და, რომ ლე­ვან კა­ლა­ძე ან სვა­ნეთ­ში იყო აფ­რა­სი­ძე­ებ­თან, ან ომეხ­მა იცო­და მი­სი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი. რა აძ­ლევ­და სა­ღი­ნა­ძეს ამის თქმის სა­ფუძ­ველს?

- რო­გორც გითხ­ა­რით, ეს გა­ნი­ხი­ლე­ბო­და ერ­თ-ერთ ვერ­სი­ად და ამის სა­ფუძ­ვე­ლი იყო თუნ­დაც ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ოპე­რა­ტი­უ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი. უფ­რო მე­ტიც, ბა­თუ სა­ღი­ნა­ძის ინ­ფორ­მა­ცია ალა­ვი­ძი­სა და მი­სი ჯგუ­ფის სა­ეჭ­ვო კავ­ში­რე­ბის თა­ო­ბა­ზე უშუ­ა­ლოდ გა­და­ვა­მოწ­მე. 

- და რა გა­არ­კვი­ეთ?
- ბა­თუ სა­ღი­ნა­ძეს ჰქონ­და ინ­ფორ­მა­ცი­ა, რომ გე­ნე­რალ­მა სო­სო ალა­ვი­ძემ თა­ვის ძმად­ნა­ფიც კრი­მი­ნალს - თენ­გიზ გურ­ჩი­ანს ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ჯი­პი აჩუ­ქა. ჩემ­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ასე­თი ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ჯი­პი ომეხ აფ­რა­სი­ძე­საც გა­უჩ­ნდა, როგორც ომეხ აფრასიძის დედამ მითხრა, ის ჯი­პი ომეხს თენ­გიზ გურ­ჩი­ან­მა მის­ცა და სპე­ცო­პე­რა­ცი­ამ­დე ცო­ტა ხნით ად­რე ისევ წა­იყ­ვა­ნა­. ქალ­ბა­ტონ­მა დო­დომ სხვა ბევ­რი სა­გუ­ლის­ხმო რამ მო­მითხ­რო, მათ შო­რის ისიც, რომ მის შვი­ლებს თენ­გიზ გურ­ჩი­ა­ნის მი­ერ შერ­ჩე­უ­ლი ად­ვო­კა­ტე­ბი იცა­ვენ. ომეხ­მა იცო­და თუ არა ლე­ვან კა­ლა­ძის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი, ამას არ­სე­ბი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს. მთა­ვა­რი აქ ის არის, რომ ომეხ აფ­რა­სი­ძემ ძა­ლი­ან ბევ­რი რამ იცო­და და ამი­ტო­მაც მოკ­ლეს.

- რას იტყ­ვით ლე­ვან კა­ლა­ძის გა­ტა­ცე­ბა-­მკვლე­ლო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლებ­ზე, დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად იხ­დის სას­ჯელს ოთხ­ე­უ­ლი?
- სამ­წუ­ხა­როდ, სა­ფუძ­ვლი­ა­ნად არ ვიც­ნობ იმ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეს, რო­მე­ლიც ამი­სუ­ლაშ­ვი­ლის, ასა­თი­ა­ნის, ცინ­ცა­ძი­სა და გაგ­ნი­ძის მსჯავ­რდე­ბას და­ე­დო სა­ფუძ­ვლად. მე­ო­რე მხრივ, თუ იმ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის მა­სა­ლე­ბით ვიმ­სჯე­ლებთ, რო­მელ­საც დე­ტა­ლუ­რად გა­ვე­ცა­ნი, აგ­რეთ­ვე, გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ იმა­საც, რაც ჩემ­თვის შემ­დეგ გახ­და ცნო­ბი­ლი, შე­მიძ­ლია გან­ვაცხ­ა­დო, რომ საქ­მე ნა­წი­ლობ­რივ არის გახ­სნი­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა 200 000 დო­ლა­რის აფე­რას, ეს საქ­მე სა­ერ­თოდ გა­მო­უ­ძი­ე­ბე­ლი­ა.

- რა­ტომ, რის შემ­დეგ და ვი­სი წყა­ლო­ბით აი­რია ურ­თი­ერ­თო­ბა თქვენ­სა და კა­ლა­ძე­ებს შო­რის?
- ეგ კითხ­ვა კარ­ლო კა­ლა­ძეს უნ­და და­უს­ვათ და, ალ­ბათ, თვი­თონ გი­პა­სუ­ხებთ. რაც შე­ე­ხე­ბა კა­ხა კა­ლა­ძეს, მას­თან ნორ­მა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და, უბ­რა­ლოდ, კარ­გი იქ­ნე­ბო­და, კა­ხას ცო­ტა­ო­დე­ნი ყუ­რადღ­ე­ბა გა­მო­ე­ჩი­ნა საპყ­რო­ბი­ლე­ში მყო­ფი ხან­დაზ­მუ­ლი უდა­ნა­შა­უ­ლო პოლ­კოვ­ნი­კის - სა­ღი­ნა­ძის მი­მართ. 

ლე­ვან კა­ლა­ძის გა­ტა­ცე­ბის საქ­მე თვალ­სა­ჩი­ნო დას­ტუ­რია იმი­სა, რომ ჩვენს სა­ხელ­მწი­ფო­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი მე­ტას­ტა­ზე­ბი ღრმად არის გამ­ჯდა­რი. თქვენ იცით, რომ ეს არ იყო მხო­ლოდ ერ­თი შემ­თხვე­ვა, არ­სე­ბობ­და გა­ტა­ცე­ბე­ბისა და მკვლე­ლო­ბე­ბის სე­რი­ა­ლი. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ამ­გვა­რი და­ნა­შა­უ­ლე­ბი მი­მარ­თუ­ლი იყო სა­ხელ­მწი­ფო­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. ამი­ტომ მი­მაჩ­ნი­ა, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რის სის­ტე­მა­ში უნ­და შე­იქ­მნას ფე­დე­რა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო ბი­უ­როს­მაგ­ვა­რი მძლავ­რი ორ­გა­ნო, რო­მე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და რთუ­ლი საქ­მე­ე­ბის გა­მო­ი­ძი­ე­ბით და­კავ­დე­ბა და მაქ­სი­მა­ლუ­რად თა­ვი­სუ­ფა­ლი იქ­ნე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი ზე­წო­ლი­სა­გან.

- რო­გორც ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლი­ა, გერ­მა­ნი­ის სა­ხელ­მწი­ფომ პო­ლი­ტი­კურ დევ­ნი­ლად გცნოთ. დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლი­ტი­კუ­რი კლი­მა­ტი შე­იც­ვა­ლა, რა­ტომ არ ბრუნ­დე­ბით სამ­შობ­ლო­ში, ფიქ­რობთ, რომ კვლავ გე­მუქ­რე­ბათ საფ­რთხე?
- 5 წე­ლი­წად­ზე მე­ტი­ა, სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ზე ვოც­ნე­ბობ, მაგ­რამ ჩე­მო­და­ნი გა­ურ­კვე­ვე­ლი დრო­ით გვერ­დით გა­დავ­დე... ნამ­დვი­ლად არ ვე­ლო­დი, თუ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" და პი­რა­დად ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი სა­კად­რო სა­კითხ­ებ­ში ასეთ შეც­დო­მებს და­უშ­ვებ­და. აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვარ პო­ეტ და­ვით მაღ­რა­ძის მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი აზ­როვ­ნე­ბით. სხვა­თა შო­რის, ბა­ტონ ბი­ძი­ნას არც ერ­თი მრჩე­ვე­ლი­სა­გან თუ და­ახ­ლოე­ბ­უ­ლი პი­რი­სა­გან არ მო­მის­მე­ნია მსგავ­სი პო­ზი­ცი­ა. ბა­ტო­ნი და­ვი­თი ერთ ფსი­ქო­ლო­გი­ურ თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა­საც შე­ე­ხო და გა­ნაცხ­ა­და - პარ­ლა­მენ­ტში შებ­რძა­ნე­ბუ­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბი თუ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი თა­ვი­ანთ ნა­მოქ­მე­დარს ვე­ღარ ამ­ჩნე­ვენ, ამი­ტომ რე­ა­ლო­ბას რომ არ მოწყ­დე­ნენ, გა­რე­დან უნ­და შე­ვუ­ძა­ხო­ო. და­ვით მაღ­რა­ძის­თა­ნა გო­ნი­ერ და ავ­ტო­რი­ტი­ტულ ადა­მი­ა­ნებს უნ­და უს­მი­ნოს ბა­ტონ­მა ბი­ძი­ნამ და არა იმ მლიქ­ვნე­ლებს, რომ­ლე­ბიც ყო­ველ­თვის იქ ჩნდე­ბი­ან, სა­დაც ძა­ლა­სა და ფულს იყ­ნო­სა­ვენ. ჯერ­ჯე­რო­ბით, გა­სა­გე­ბი მი­ზე­ზე­ბის გა­მო, ჩე­მი პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნი­ლო­ბა გრძელ­დე­ბა, არა­ვი­თა­რი სურ­ვი­ლი არ მაქვს, სამ­შობ­ლო­ში ჩა­სულს, ისევ გა­საქ­ცე­ვად გა­მიხ­დეს საქ­მე...