გარდაცვლილი ბიზნესმენი, ზაალ ჟვანია იმ ბიზნესმენთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელსაც ყოფილმა ხელისუფლებამ ჯერ კუთვნილი ბიზნესი წაართვა, მოგვიანებით კი თაღლითობის ბრალდებით დააკავა და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გამოძიება ბიზნესმენს რუსთავის მეტალურგიული კომბინატის საგარანტიო წერილის გაყალბებაში სდებდა ბრალს. „კავკას ტრანს ექსპედიტორი ევროპა-აზიას“ დამფუძნებელისთვის ბიზნესის ჩამორთმევის და ხელისუფლებისთვის გადაფორმების საქმეს იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი კურირებდა. ამ საქმეში მონაწილეობდენენ ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი.
დაკავებულ ბიზნესმენს შესთავაზეს, რომ მინდია უგრეხელიძის, ჯონი ხეცურიანის, ნუგზარ შევარდნაძის, კაკო ჩხაიძის და ზურაბ ნოღაიდელის წინააღმდეგ მიეცა ჩვენება, თითქოსდა მათთან ერთად ფინანსურ მაქინაციას აწარმოებდა. მას შემდეგ, რაც ბიზნესმენმა უარი განაცხადა ამ ადამინების დასმენაზე, მისი ორივე შვილი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს, წაართვეს ბიზნესი, დაუყადაღეს კუთვნილი ქონება.
ზაალ ჟვანიამ 90-იანი წლებში ჩამოაყალიბა ორგანიზებული ნავთობის ბიზნესი, როგორც ჩრდილოეთ კავკასიაში, ასევე აზერბაიჯანში, სომხეთში და ჩვენი პორტებიდან სხვადსხვა ქვეყნებში გაჰქონდათ ნავთობპროდუქტები. 1988 წლიდან დაწყებული კომპანია შეუფერხებლად მუშაობდა, სანამ სახელმწიფო სტუქტურები არ ჩაერივნენ საქმეში. კერძოდ, 90-იან წლებში რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ ჟვანიას კომპანიისგან შეისყიდა ნავთობი, რაშიც თანხა ვერ თუ არ გადაუხადა.
გამომდინარე იქიდან, რომ რუსთავისი მეტალურგიული ქარხანა სახელმწიფო საკუთრება იყო, სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, რომ კომპანიას ვალს გასახადებში გაუქვითავდა. შევარდნაძის უშუალო ჩარევით, მთავრობის სხდომაზე განიხილესმეტალურგიულის გაკოტრების საქმე. სახელმწიფომ ივალდებულა ამ ვალის გასტუმრება და გამოუშვეს N90 ბრძანება, რაც იმაში მდგომარეობდა, რომ ბიზნესმენს ვალი გადასახადებში უნდა გაქვითოდა, რაც კომპანიისთვის მომგებიანი არ იყო, მაგრამ ჟვანია დათანხმდა. თუმცა, მოგვიანებით, მაშინდელმა შემოსავლების მინისტრმა, მიხეილ მაჭავარიანმა გამოუშვა ბრძანება, რომელმაც გააუქმა მთავრობის წინამორბედი N90 ბრძანება იმ მოტივით, რომ ბიუჯეტს შემოსავალი დააკლდებოდა.
ამის შემდეგ, ბიზნესმენა სარჩელი შეიტანა საკონსტიტუციო სასამართლოში, საქმე იმდენად მარტივი იყო, რომ სასამართლომ ვერ გაბედა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა.
საქმეში დევს 1998 წლის სასამართლო გადაწყვეტილება, 1999 წლის ფინანასთა მინისტრის ბრძანება და 2003 წლის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც წერია, რომ სახელმწიფომ ვალდებულება უნდა შეასრულოს.
2004 წელს ბიზნესმენა პირადად მიმართა მაშინდელ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, რომ აღესრულებინათ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება. თუმცა, დახმარების ნაცვლად, სააკაშვილის ხელისუფლების ძალოვანი მინისტრებმა ჟვანიას ბიზნესის დათმობა და საკონსტიტუციო სასამართლოს აღსრულებაზე უარის თქმა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას დააკავებდნენ.
სააკაშვილის ხელისუფლებამ დანაპირები შეასრულა და 2009 წელს ზაალ ჯვანია ფინანსურმა პოლიციამ თაღლითობის ბრალდებით დააპატიმრა. დაპატიმრების საფუძვლად მითითებული იყო, თითქოსდა ჟვანიამ რუსთავის მეტალურგიული კომბინატის საგარანტიო წერილი გააყალბა.
2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ზაალ ჟვანამ და მისმა ვაჟმა საპატიმრო დაწესულება პოლიტპატიმრის სტატუსით დატოვეს. მაშინ სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, რომ ბიზნესმენის მიმართ სამართალი აღსრულდებოდა, თუმცა უშედეგოდ. ზაალა ჟვანია 4 თვის წინ გარდაიცვალა, საქმის სამართალმემკვიდრე კი მისი ქალიშვილი, ეკა ჟვანია გახდა, რომელიც სახელმწიფოსგან ასევე ითხოვს, აღასრულოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება.
ეს თემა აქტუალი მას შემდეგ გახდა, რაც დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა პარლამენტში მისულ პრემიერ-მინისტრს კითხვით მიმართა, როდის დადგებოდა სამართალი ჟვანიას ოჯახის მიმართ, რომლის წევრებიც წინა ხელისუფლებამ დააპატიმრა. გიორგი გახარიამ აღნიშნულ თემაზე კომენტარი ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს სთხოვა. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფო არც სამართლებრივად, არც მორალურად არ გრძნობს თავს დამნაშავედ ზაალ ჟვანიას საკითხზე.
„ეს ქეისი, თუ მეხსიერება არ მღალატობს, ნაცნობია ჩვენთვის. ამ პიროვნებასთან დაკავშირებული საკითხები ვიცით კარგად და დაახლოებით, 20 მილიონზე მეტი ეპატია. 23 მილიონი ამნისტიის შემთხვევაში იმ კომპანიას, რომელსაც წარმოადგენდა ეს ადამიანი, ჩამოეწერა და ამის შემდგომ, რაღაც პრეტენზია ჰქონდა დამატებით, რომელიც არსად არ უფიქსირდება შემოსავლების სამსახურში. ჩვენ ეს ვალდებულება მის მიმართ, რა საბუთებიც წარმოადგინა მაშინ, დეტალურად გავიარეთ და შემოსავლების სამსახური არ დაეთანხმა მათი წარმოშობის ვალიდურობას. ისე, რომ იცოდეთ, 23 მილიონამდე არის ნაპატიები“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
ფინანსთა მინისტრის ტყუილში ამხელს ბიზნესმენის ქალიშვილი ეკა ჟვანია და აცხადებს, რომ ფინანსთა მინისტრმა ზუსტად იცის რა ხდება. for.ge-სთან საუბრისას ეკა ჟვანია იხსნებს ივანე მაჭავარიანის და გარდაცვლილი ბიზნესმენის საუბარს, როდესაც მინისტრმა მამამისს პირადად უთხრა, რომ ამ საქმეს ვერ თავად ვერ გადაწყვეტდა.
„ფინანსთა მინისტრმა მამას უთხრა - ზალიკო, მე ამ თანხას ვერ მოგცემ, წადი სტრასბურგში, მოიგე და მერე მოგცემთო. ამის მერე უნამუსოდ აცხადებს, რომ სახელმწიფომ ვალი აპატიაო. ფინანსთა მინისტრი იტყუება, ეს არის უნამუსო, ცილისმწამებლური და უზნეო განცხადება. ალბათ, მას ჰგონია, რომ ადამიანი გარდაიცვალა, მოიშორა ეს საქმე და პასუხის გამცემი არ ჰყავს. მე, როგორც მისი შვილი და ამ საქმის სამართალმემკვიდრე მივმართავ - რადგან მამაჩემი გარდაიცვალა და მინისტრს ეჩვენება, რომ თვითონ მორალურად არის წელში გამართული, ასე ნამდვილად არ არის, მე ვაგრძელებ ამ საქმეს. თუ ჰგონიათ, რომ მამა გარდაიცვალა და მათთვის ეს პრობლემა დამთავრებულია, ასე არაა. აუცილებლად წავალ ევროპის სასამართლოში“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ეკა ჟვანიამ.
როგორც ბიზნესმენის ადვოკატი, კახა კოჟორიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, საქმე 22 წელია ყველა ინსტანციის სასამართლოში იხილება, თუმცა ამ დრომე საქმეზე გადაწყვეტილება არ არის მიღებული. გარდა ამისა, სახელმწიფო ამ დრომდე არ აძლევს ჟვანიას ოჯახს უფლებას, რომ გააგრძელოს საქმიანობა. ადვოკატი მიმართავს უზენაეს სასამართლოს, რომ დასრულდეს 22 წლის წინ დაწყებული საქმის განხილვა.
კახა კოჟორიძე: 22 წელია ეს საქმე სხვადასხვა ინსტანციაში მოგზუარობს. მოვუწოდებთ უზენაეს სასამართლოს, რომ საქმე აღარ დააბრუნოს პირველ ინსტანციაში და წერტილი დაუსვას. ან გვითხრას, რომ წავაგეთ, ან გვითხარას, რომ მოვიგეთ. თუ წავაგებთ, რა თქმა უნდა, წავალათ სტრასბურგში და დარწმუნებული ვარ, რომ მოვიგებთ. ზაალ ჟვანიას კუთვნილი კომპანია 90-იან წლებში ვაჭრობდა ნავთობპროდუქტებით. რუსთავის მეტალურგიულმა კომბინატმა წაიღო ნავთობი ისე, რომ არ გადაუხადა ფული. რადგან რუსთავის მეტალოგიური კომბინატი იყო სახელმწიფოს ასპროცენტიან საკუთრებაში, სახელმწიფომ თქვა, რომ მე გადავიხდი მის ნაცვლად და შენ არ მოსთხოვო რუსთავის მეტალურგიულ კომბინატს ამ თანხის გადახდა და არ გაყიდო მეტალურგიულიო.
შეეძლო გაეყიდა, იმიტომ, რომ იურიდიულად დაწყებული იყო საკუთრების საქმე და სასამართლო გადაწყვეტილება ხელში ეჭირა. ბატონმა ზაალმა გამოიჩინა კეთილი ნება, არ დააზარალა სახელმწიფო და არ გაყიდა სტრატეგული ობიექტი - რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, რისი გაკეთებაც მას შეეძლო. თქვა, რომ კი ბატონო, ახლავე არ მომცეს ჩემი ვალი, მომავალში მომიწევს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახადების გადახდა, თანახმა ვარ, რომ იმაში დამიქვითოთო. აი, ასეთი ღირსეული ნაბიჯი გადადგა ამ კაცმა. სანაცვლოდ მიიღო წარმოუდგენელი უსამართლობა ჯერ შევარდნაძის ხელისუფლების მხრიდან, რომელმაც დანაპირები და არა ზეპირი დანაპირები, არამედ ფინანსთა მინისტრის ოფიციალური აქტის საფუველზე გაცემული დაპირება, რომელიც ეფუძნებოდა სასამართლო გადაწყვეტილებას, არ შეასრულა, გადააგდო ეს ოჯახი და ეს კომპანია. შემდეგ მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს და 2003 წელს საკონსტიტუციომ მიიღო გადაწყვეტილება და თქვა, რომ სახელმწიფო ვალდებულია ეს ვალდებულება შეასრულოსო.
მაგრამ ვხედავთ, რომ არაფერი არ შეიცვალა...
- როცა შეიცვალა ხელისუფლება და „ნაციონალური მოძრაობა“ მოვიდა ხელისუფლებაში, ჰქონდათ იმედი, რომ რაღაცა შეიცვლებოდა, მაგრამ აბსოლუტურად პირიქით უარესი მოხდა. ზაალ ჟვანიას შემოუთვალეს, რომ გაჩერდი, ნუ ითხოვ იმას რაც გეკუთვნისო. ბატონი ზაალი არ გაჩერდა და გააგრძელა სამართლიანი ბრძოლა და უკვე წამოუდგენელი უსამართლობა შეხვდა. დაუჭირეს თანამშრომლები, დააკარგინეს ბიზნესი, გააკოტრეს, ჯერ ერთი შვილი დაუჭირეს, შემდეგ მეორე შვილი და შემდეგ თვითონაც დაიჭირეს. ყველანაირად გადაუარეს. დღეს პოლიტპატიმრად არიან ცნობილი ზაალ ჟვანია და მისი ერთ-ერთი შვილი. იგივე მოხდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში შემდეგაც.
რას გულისხმობთ?
- ახალ წრეზე წავიდნენ ეს ადამიანები, ისევ სასამართლოში შევიდა საქმე. აქაც უსამართლობის ცეცხლზე დაწვა ეს ოჯახი დღევანდელმა სასამართლომ. ჯერ პირველ ინსტანციაში წააგეს, მეორეში ნაწილობრივ მოიგეს, შემდეგ საქმე ისევ დაბრუნდა პირველ ინსტანციაში, მერე ზემდგომში გასაჩივრდა, მერე ისევ პირველში დაბრუნდა, მერე ისევ შემდგომში. ახლა უზენაეს სასამართოლმდე მივიდა და ასე დადის ეს საქმე. ეს არაა სასამართლო, ეს არის ტიკ-ტოკის ცეკვა.
ბოლო პროცესი ჩვენ გვქონდა სააპელაციო სასამართლოში, ეს იყო გასული წლის ოქტომბერში, როცა სააპელაციომ გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილება და ეს საქმე ხელახლა განსახილველად ისევ დააბრუნა პირველ ინსტანციაში და უკვე მერამდენედ. მაშინ ბატონი ზაალი ძალიან განერვიულდა და თქვა, რომ თქვენ ისეთ რამეს აკეთებთ, რომ ვერც უარს მეუბნებით, ვერც კის და შეიძლება ამ საქმის საბოლოო გადაწყვეტილებას ვერც მოვესწროო. სამწუხაროდ, ასეც მოხდა. ადამიანი გარდაიცვალა.
მაგრამ ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ ზაალ ჟვანიას დაახლოებით 20 მილიონზე მეტი ეპატია.
- ეს არის ძალიან შეურაცხმყოფელი პასუხი და ისე გამოიყვანა, თითქოს ეს ოჯახი უსამართლოდ ითხოვს რამეს. თან თქვა, რომ არც სამართლიანია და არც მორალურად გამართლებულიო.
როგორ ფიქრობთ, რატომ გააკეთა ასეთი განცხადება მინისტრმა, რომელმაც ყველაზე კარგად იცის, რა ხდება ამ საქმეში. მით უმეტეს ზაალ ჟვანიას ქალიშვილი ამბობს, რომ ივანე მაჭავარიანი იუსტიციის მინისტრთან ერთად შეხვდა ზაალ ჟვანიას და უთხრა, რომ ამ თანხას ვერ მისცემდა...
- ამ შემთხვევაში საქმე არის ძალიან მარტივად. ეს ხალხი ზიანის ანაზღაურებას კი არ ითხოვს და მერე ამ თანხის ჯიბეში ჩადებას, არამედ ითხოვს შემდეგ რამეს - სახელმიფომ შეასრულოს ვალდებულება და 3 მილიონ 800 ათასის ნაწილში გაანთავისუფლოს გადასახადებიდან. დღეს მაინც შეასრულოს დაპირება და თუ სახელმწიფო იტყვის, რომ მე მაშინდელი ვალის ნაწილში განთავისუფლებ გადასახადებიდან, მაშინ ეს კომპანია დაიწყებს მუშაობას, დაასაქმებს ხალხს და ამოძრავდება. ამაზეც კი უარს ეუბნებიან და ეს არის ჩემთვის წარმოუდგენელი. როგორ შეიძლება რომ გაჩერებულ კომპანიას, რომელიც სამმა ხელისუფლებამ გააჩერა თავისი უსამართლო გადაწყვეტილებებით, ასე მოექცნენ.
ამ საქმეში არის 2004 წელს გაცემული კრიმინალისტიკური ექსპერტული დასკვნა, სადაც პირდაპირ წერია - „იმის გამო, რომ თავის დროზე ამ კომპანიას სახელმწიფომ არ შეუსრულა ვალდებულება, კომპანიას მიადგა 10 მილიონი დოლარის ზიანი“. წარმოიდგინეთ, 16 წლის განმავლობაში რა ზიანი მიადგა და რა თანხის მოთხოვნა შეუძლიათ, მაგრამ დღესაც ითხოვენ იმას, რომ საწვავი რომელიც წაიღე და ფული არ მომეცი, დღეს მაინც გადამიხადე. ოჯახის ამ მოთხოვნას ფინანსთა მინისტრმა დაარქვა უსამართლო მოთხოვნა.
რა გზა გრჩებათ?
- ჩვენ მივმართეთ უზენაეს სასამართლოს, რომ ეს საქმე არ დააბრუნოს პირველ ინსტანციაში. ბოლო-ბოლო დაუსვან წერტილი და ჩვენ გავასაჩივროთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. სხვათა შორის, ამ საქმესთან დაკავშირებით ვიცი იუსტიციის მინისტრის პოზიცია - ზაალ ჟვანიას და მისი ერთ-ერთი ადავოკატის თანდასწრებით გამართულ შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრს პირადად უთხრა, რომ სახელმწიფო ამ საქმეს სტრასბურგში წააგებს და იქნებადა რამენაირად დააკმაყოფილოთ ამ ხალხის მოთხოვნაო.
იქნებ მიზეზიც ის არის, რომ არ წახვიდეთ სტრასბურგში?
- შეიძლება ეს ჩანაფიქრი აქვთ, მაგრამ არ გამოუვათ. უზენაესმა სასამართლომ რომც დააბრუნოს ქვედა ინსტანციაში, რა თქმა უნდა, ჩვენ არ დაველოდებით ახალ წრეზე ამ საქმის დაბრუნებას. პირდაპირ წავალთ სტრასბურგში. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს აქვს ასეთი პრაქტიკა - როდესაც ისე იწელება საქმე, რომ ლოდინი აშკარად არარელევანტურია, პროცედურების ფორმალურად ამოწურვას აღარ ითხოვს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო.
ჩვენ მივმართავთ სტრასბურგის სასამართლოს, რაც კიდევ ერთი სამარცხვინო ლაქა იქნება ამ ხელისუფლებისთვის. მაგრამ ცუდი ის არის, რომ ეს ხალხი, ვინც ახლა ხელისუფლებაშია, სასამართლოშია, ფინანსთა სამინისტროშია, უბრალოდ ვერ იაზრებს, რომ მათი გადაწყვეტილების უკან დგას ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ვერ იაზრებენ, რომ უსამართლობა კლავს ადამიანებს. ამ ქვეყანაში გაუქმებულია სიკვდილით დასჯა, მაგრამ ძალაშია უსამართლობით წამება, რისი მაგალითია ეს ოჯახი.
როცა ხალხი ამბობს, არაფრის მაქნისია "ოცნებაო", სწორედ იმას გულისხმობენ, რომ წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილ ამგვარ უსამართლობათა გამოსწორების ვერავითარ სურვილს ვერ ხედავს ვ ე რ ც ე რ თ უ წ ყ ე ბ ა შ ი !
ნურავინ დაიმშვიდებს თავს, რომ ასეთი მიფუჩეჩებული საქმეები სწორედ არჩევნების დღეს არ გაახსენდება ხალხს, - გ ა ა ხ ს ე ნ დ ე ბ ა !!!
ელექტორატის ძალიან დიდმა სეგმენტმა - იმედგაცრუებულმა და ყველა პოლიტიკურ ძალაზე გულაყრილმა - შეიძლება საერთოდ უარი თქვას არჩევნებში მონაწილეობაზე, ან მივიდეს და ყველა გადახაზოს!
ზუსტად ეს აწყობს ნაცმოძრაობის ორივე ფრთას, რომელსაც ჰყავს მუდმივი საკუთარი ამომრჩეველი (ვისთვისაც არავითარი მნიშვნელობა არა აქვს არგუმენტებსა და ახალ-ახალ მაკომპომეტირებელ ფაქტებს!) - ის ყველა შეთხვევაში ამ ძალას უჭერს მხარს და სწორედ მათ პროცენტულ წილს გაზრდის თქვენზე უარის მთქმელი ამომრჩეველი!