სალომე ზურაბიშვილი - გაკოტრებული ოპოზიციის უკანასკნელი იმედი

სალომე ზურაბიშვილი - გაკოტრებული ოპოზიციის უკანასკნელი იმედი

საქართველოს პოლიტიკური სცენა კვლავ მძიმე ვითარებაშია, განსაკუთრებით, ბოიკოტში მყოფი რვა ოპოზიციური პარტიისთვის. მათი ლიდერების ნაწილი პატიმრობაშია, ნაწილი კი იმდენად დაბალი რეიტინგით სარგებლობს, რომ რამდენიმე ათასი ადამიანის მობილიზებაც კი უჭირთ ქუჩაში. ამ ფონზე, ოპოზიცია კვლავ ლიდერის ძიებაშია და როგორც ჩანს, ამ როლზე ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა კვლავ აქტუალურია. თუმცა, პოლიტიკურ სპექტრში, ზურაბიშვილის როლთან დაკავშირებით, აზრთა სხვადასხვაობაა.

პატიმრობაში მყოფი „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე თავის წერილში, რომელიც Facebook-ის მისსავე გვერდზე გავრცელდა, ხაზს უსვამს ერთიანობის მნიშვნელობას გამარჯვების მისაღწევად. მისი აზრით, მეტი ერთიანობა მეტ ძალას, მეტ ნდობასა და მეტ რეალურ შესაძლებლობას ნიშნავს. ვაშაძე მიიჩნევს, რომ პროდასავლური პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფები უნდა გაერთიანდნენ სისტემურ, პარიტეტულ პრინციპზე დაფუძნებულ ფორმატში, რომელიც პასუხისმგებლობას აიღებს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანასა და ეფექტიან მართვაზე.

ვაშაძე მიიჩნევს, რომ გაერთიანებას სწორედ სალომე ზურაბიშვილმა უნდა უხელმძღვანელოს, რადგან მას ყველაზე მაღალი „ლეგიტიმაცია“ აქვს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე.

ვაშაძე აღნიშნავს, რომ კომპრომისის გარეშე, ერთიანობას ვერ მივაღწევთ, თუმცა „ოცნებასთან“ მიმართებაში, უკომპრომისობა უნდა შენარჩუნდეს. ის ხაზგასმით აღნიშნავს სახალხო ჩართულობის მნიშვნელობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რისთვისაც სპეციალური აპლიკაციის შექმნას გვთავაზობს.

თუმცა, ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძე, რომელიც ასევე ციხიდან ავრცელებს წერილს, სკეპტიციზმით გამოირჩევა. ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ამ ე.წ. არჩევნებში მონაწილეობა უდიდესი შეცდომაა და აღარ აქვს აზრი ამაზე მსჯელობას.

ჯაფარიძე კატეგორიულად გამორიცხავს ერთიანი, ნეიტრალური კანდიდატების არსებობას ერთიანობის გარეშე; რეალური ერთიანობის მიღწევას, რადგან „სტრატეგიაში აცდნენ ერთმანეთს“ და ამ არჩევნებში ბრძოლაც არ ხიბლავ დიდად, რადგან არ სჯერა, რომ ოპოზიციის მესამედი, დაბალი გამოცხადების პირობებში, შეძლებს რეჟიმის დამარცხებას, რომელიც თვითონვე წერს რიცხვებს. ჯაფარიძეს არ სჯერა, რომ ოპოზიცია თბილისს მოიგებს, რადგან მისი აზრით, ასეთი რეჟიმები ძალაუფლებას არჩევნებით არ თმობენ. რაც შეეხება „რეგიონებში გასვლას და ხალხთან შეხვედრას“, მისი აზრით, მხოლოდ მედიასპექტაკლებად დარჩება.

ჯაფარიძე ამბობს, რომ არჩევნებში მონაწილეობის შედეგად იქნება: ადგილები უბადრუკ საკრებულოში; უფრო ნაკლები ხმები ოპოზიციური პარტიებისთვის; მეტი უნდობლობა პოლიტიკურ მოთამაშეებს შორის; ხელისუფლების პროპაგანდა ოპოზიციის „გაფარჩაკებაზე“ და პრობლემები კომუნიკაციაში.

მისი მთავარი ამოცანებია: ზაფხულში პროტესტის შენარჩუნება და 4 ოქტომბრის „ცირკში“ არმონაწილეობა.

ექს-პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გაფლანგულ პოტენციალზე კი ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი საუბრობს, რომელიც ამბობს, რომ მან გარკვეული შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა.   

მისი აზრით, ზურაბიშვილს, როგორც „ერთადერთ ფიგურას“ „უზარმაზარი პოტენციალი“ ჰქონდა, მაგრამ მან ამ პოტენციალის „დიდი ნაწილი ჰაერში გაისროლა“. ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ზურაბიშვილს აღარ შეუძლია მოქმედება, ის მხოლოდ საუბრობს. მისი არცერთი იდეა არ გავიდა და ყველა ჩავარდა. აქედან გამომდინარე, ანალიტიკოსი გამორიცხავს ზურაბიშვილის გარშემო გაერთიანებას, რადგან, მისი შეფასებით, პოლიტიკოსმა უნდა იმოქმედოს და არა მხოლოდ ისაუბროს.

ოპოზიცია კვლავ რთული არჩევანის წინაშე დგას. რას მოუტანს მომავალი თვეები ოპოზიციურ სპექტრს და შეძლებენ თუ არა ისინი საერთო ენის გამონახვასა და კონკრეტული სტრატეგიის შემუშავებას? ამ კითხვებზე პასუხები, დავით ზარდიაშვილის თქმით, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში გაჩნდება. როგორც ანალიტიკოსი for.ge-სთან საუბარში ამბობს, სალომე ზურაბიშვილის ლიდერად წარმოდგენა და მის გარშემო ოპოზიციის გაერთიანების იდეა - „წყალწაღებულები ხავსს ეჭიდებიან“ პოზიციას ჰგავს.

„სალომე ზურაბიშვილი უკვე დიდი ხანია „გაჭრილი კარტი“ და გაკოტრებული პოლიტიკოსია. მას იმდენჯერ აქვს თავი მოჭრილი, რომ სახუმარო ფოტოც კი გამოვაქვეყნდა სოციალურ ქსელში - იქნებ, თავი გადაიპარსოს პროტესტის ნიშნად, სხვა ხომ მაინც არაფერი შეუძლიაო. თმის გადაპარსვა ზურაბიშვილს მართლა აღარ უშველის, რადგან მას თავი უკვე ქართულ საზოგადოებასთან აქვს მოჭრილი, ამიტომ მისი რეანიმაცია და რამე გამაერთიანებელ ლიდერად წარმოდგენა სასაცილოა.

ქალმა, რომელმაც არაერთხელ დააანონსა აქცია და ვითომ რაღაც გეგმის წარმოდგენას აპირებდა, იმდენჯერვე სადღეგრძელოების საუბარი და ისტორიების მოყოლა დაიწყო. ხალხმა, რომელიც ისედაც მცირე რაოდენობით მივიდა, მისი ბოლომდე მოსმენაც კი ვერ შეძლო. ამიტომ, რის გარშემო უნდა გაერთიანდეს ოპოზიცია, გაუგებარია. ეს არის მხოლოდ რაღაც იმიტაციის შექმნის მცდელობა, თითქოს, გარკვეულ პროცესს წარმართავენ. მთელი მათი აქტიურობა იმიტირებულია, ვითომ საპროტესტო მუხტის აწევის მცდელობად. ვნახეთ, რაც შეუძლია, ამ ვითომ 8 პარტიას, რომელიც ჯამში, რეალურად, მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ დანაყოფებია. შესაბამისად, ზურაბიშვილში ამ გაუბედურებული ოპოზიციის ხსნას მე ვერ ვხედავ“, - ამბობს ზარდიაშვილი.

რაც შეეხება იმ მიზანს, რომ თითქოს ზურაბიშვილის გამოყენება დასავლურ და საერთაშორისო ფლანგზეა შესაძლებელი, ზარდიაშვილი ამბობს, რომ აქაც ამოწურა ზურაბიშვილმა უკვე თავისი შესაძლებლობები. დასავლეთშიც აღარ არის მის მიმართ ის მოლოდინი, არც აქამდე იყო.

„ნუ, რა შეუძლია ახლა ზურაბიშვილს დასავლურ ფლანგზე? როცა პრეზიდენტის სტატუსი ჰქონდა, კიდევ კარგი, მაგრამ ახლა რა უნდა გააკეთოს? კი, ბატონო, აქვს გარკვეული სახის კონტაქტები, მერე? ჩაწერეს იმ რეზოლუციაში, რომ ზურაბიშვილი ისევ პრეზიდენტია, მერე, ამის გამო, თბილისში ქუჩები გაივსო?

ხალხმა ამაზე თანხმობა მისცა? ანუ, რისთვის იყენებენ ზურაბიშვილს, დასავლეთმა დაინახა უკვე, რომ ამ ქალზე ფსონის დადება სისულელეა. რამდენჯერ გაუცრუეს უკვე იმედი. ხალხში მისი პოლიტიკური ფასი ნულის ტოლფასია, ამიტომ რა უნდა გააკეთოს სხვა? საქართველოს ხელისუფლებას დასავლეთიდან ისედაც აშანტაჟებენ, მაგრამ მაინც არაფერი გამოსდით და სხვა რით დაეხმარება ოპოზიციას, რომელსაც ქუჩაში საკუთარი ამომრჩეველიც კი ვერ გამოუყვანია. ეს ისეთი აბსურდია, რომ თვითონაც კარგად ხვდებიან და ამიტომაც არის ეს დაპირისპირება, მაგალითად, „ნაციონალები“ ზურაბიშვილს ლიდერად არ აღიარებენ და რა ვიცი, ვაშაძეს თუ უნდა, აღიაროს“, - ამბობს ზარდიაშვილი.

 

 

 

მარბიელი დაანებეთ ამ დედაბერს თავი, ამ სიცხეში რამე არ მოწიოთ
ზურაბიშვილი რამეში ვარგისი რომ ყოფილიყო, თავისი ქვეყანა გამოიყენებდა, ჩვენ კი არ შემოგვასაღებდა
5 საათის უკან
დოი ვაიმეეე,მთლად წახდენილი ყოფილა მაგათი საქმე,თუ ეს მოღალატე ჰყავთ ბოლო იმედად!
4 საათის უკან
Gami კატატონირი სინდრომის უმძიმესს ფაზაში არიან ციხეშიც და ციხისგარეც. "მაგრად" მარტო პიტალო მანჯგალაძე და დეგენერატშა ანიტა არიან🤮; რა შეეხება ზურაბიშვილს თავს იპარსავს, ხოლო ხუხაშვილის - ამ ბრძენი კინოლოკოს მდგომარეობის შესაფასებლად თანამედროვე ფსიქოლოგია და ფსიქიატრია ჯერ- ჯერობით უძლურია. ვნახოთ...
4 საათის უკან