ვისი დავალებით მოქმედებდა გახარია?

ვისი დავალებით მოქმედებდა გახარია?

საქართველოდან გაქცეული გიორგი გახარია აცხადებს, რომ ჩორჩანას ეპიზოდი არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე მისი წინააღმდეგ. სანამ გახარია პოლიტიკური დევნილის სტატუსის მიღებაზე აქტიურად მუშაობს, ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება, სადაც მთავარი მოქმედი პირი გიორგი გახარიაა. For.ge-ს ინფორმაციით, გამოძიება დასასრულისკენ მიდის, გამოკვეთილია გახარიას ბრალეულობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ექს-პრემიერს ბრალს წაუყენებენ. გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარებულია საქართველოს დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი, დავით სუჯაშვილი.

გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისა და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე მიმდინარეობს.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სხვა საკითხებთან ერთად შეისწავლიან 2019 წლის 24 აგვისტოს, სოფელ ჩორჩანასთან, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, შს ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ განხორციელებული ქმედება. ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებული საეჭვო გარემოებების შესწავლა ასევე მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ფორმატში.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოძიებას ჩვენება მისცა თავდაცვის ძალების ყოფილმა მეთაურმა, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ. მისი განცხადებით, როდესაც ჩორჩანასთან საგუშაგოები აღიმართა, თავდაცვის ძალები ინფორმირებულები არ იყვნენ და გაიგო მხოლოდ მეორე დღეს, როცა სამსახურში მივიდა. როგორც ჩაჩიბაია აცხადებს, გაატარეს შესაბამისი ღონისძიება, რომ ნებისმიერი შემთხვევისთვის მზად ყოფილიყვნენ.

„სამსახურში, როდესაც მივედი, დილის 9:00 საათზე, მაშინ გამაგებინეს, რომ ჩორჩანაში რაღაც ხდებოდა. ქართული საგუშაგოების აღმართვასთან დაკავშირებით მივიღეთ ინფორმაცია. პროცესი როდის დაიწყო, ზუსტად არ ვიცი. დილით სამსახურში რომ მივედი, ჩემმა თანამშრომლებმა დამახვედრეს ინფორმაცია, შესაბამისად, ჩვენც დავინტერესდით აღნიშნული საკითხით.

გავატარეთ შესაბამისი ღონისძიება თავდაცვის ძალებში, რომ ნებისმიერი შემთხვევისთვის მზად ვყოფილიყავით, ჩავატარეთ თათბირი იმისათვის, რომ თავდაცვის მინისტრისა და მთავრობის მეთაურის ბრძანების შემთხვევაში, მზად ვყოფილიყავით. გზის გაყვანის პროცესი იყო შემდეგი ეტაპი, ეს უკვე მეორე, თუ მესამე დღე იყო. უწყებამ მოგვმართა მაშინ, როდესაც საგუშაგოები აღიმართა“, - განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

გამოძიებას ჩვენება მისცა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ლევან იზორიამ, რომელმაც გამოკითხვის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მასმედიის საშუალებით გაიგო, როდესაც ჩორჩანაში საგუშაგო უკვე განთავსდა. მისი თქმით, გახარიას, როგორც პასუხისმგებლიან პირს, უნდა გამოეყენებინა უსაფრთხოების საბჭო. მისი თქმით, როდესაც დაინახა, რომ გადაწყვეტილებით, შესაძლოა, უფრო დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩენილიყო, კარგად უნდა დაფიქრებულიყო.

„2019 წელს, აპრილში შეიქმნა უსაფრთხოების ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია უსაფრთხოების ანალიზზე, პრობლემების ანალიზზე, პოლიტიკის დაგეგმვაზე, რომ შესაბამისი რეკომენდაციები მიაწოდოს მაღალი პოლიტიკური თანამდებების პირებს. მეც მქონდა პატივი, რომ ამ ორგანოს შექმნის პირველივე დღიდან, როგორც თავდაცვის მინისტრი, ვყოფილიყავი მუდმივმოქმედი წევრი და იცით, რომ კანონი ითვალისწინებს სამ თვეში ერთხელ შეკრებას.

მუდმივმოქმედ წევრს აქვს უფლება, თავისი ინიციატივით მიმართოს პრემიერს და ჩაატაროს უსაფრთხოების სხდომა, თუმცა მახსენდება მხოლოდ ერთი სხდომა 2019 წლის 1 მაისს, რომელიც მხოლოდ ორგანიზაციულ საკითხს შეეხო, რადგან ახალი შექმნილი იყო. ამ თემაზე, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას უკავშირდებოდა, ინფორმირებული უნდა ყოფილიყო პრემიერ-მინისტრი, ევროკავშირის მისია, მათ შორის, უსაფრთხოების სამსახური, სხდომა არ ჩატარებულა. მე ეს ამბავი მასმედიის საშუალებით გავიგე მაშინ, როდესაც უკვე განთავსდა საგუშაგო. საგუშაგოს განთავსებიდან რამდენიმე დღეში, აღარ ვიყავი მინისტრი, ამიტომ არაფრის დაზუსტების საშუალება არ მექნებოდა“, - აღნიშნა იზორიამ.

მისი თქმით, საოკუპაციო ხაზზე, მით უფრო, მისი ზოლის მიმდებარე ტერიტორიებზე, თავდაცვის უწყებას არავითარი კომპეტენცია არ ჰქონდა. ეს იყო საპოლიციო მოქმედებების სფერო.

„სამწუხაროდ, ცუდი შედეგი მივიღეთ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ინტერესები, ტერიტორიული მთლიანობა, ასეთი ოკუპაციის პირობებში, ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და ბუნებრივია, როდესაც მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე სავალალო შედეგებს ვიღებთ, სამწუხაროა. არ არსებობს ფაქტი, რომ ახალშექმნილი ორგანო, ახალი მოტივაციით შეიკრიბოს და ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე იმსჯელოს. ეს არის კრიტიკული პუნქტი, რომელიც გამოკითხვის ცენტრალური თემა იყო.

მე, როგორც საბჭოს მუდმივმოქმედი წევრი, ვფიქრობ, ეს საკითხი უსაფრთხოების საბჭოს ფორმატში უნდა განხილულიყო. არც გახსნის შემდეგ იყო კომუნიკაცია. მაგ დროს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ვიყავი, შესაბამისად, ეს სამსახური არ არის საშინაო საფრთხეების ანალიზისთვის, ეს სამსახური საგარეო საფრთხეების ანალიზს აკეთებს. ეს კი უკავშირდებოდა საშინაო თემებს. შესაბამისად, მუდმივმოქმედ წევრს, რომელიც ამ გადაწყვეტილებას ამზადებდა, უნდა მოეხსენებინა კოლეგებისთვის, მით უფრო, საბჭოს მდივანი იყო გიორგი გახარია.

მან დანიშვნის პროცედურაც გაწელა, რომ არ ვისაუბროთ საკითხის განხილვაზე, ეს მის პასუხისმგებლობაზე მეტყველებს, ორი თვის განმავლობაში, საბჭო მდივნის გარეშე იყო, რა განხილვაზეა საუბარი. მთავარი პასუხისმგებელი არის ის, ვინც გადაწყვეტილება მიიღო, მით უფრო, გადაწყვეტილების მიმღები, შემდეგ პრემიერ-მინისტრი ხდება. ინიციატივის ავტორიც თვითონ არის“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

 

 

მარბიელი ხელისუფლების დღევანდელი პოლიტიკა ომთან, გამჭვირვალობასან და ოჯახურ ღირებულებებთან დაკავშირებით აბსოლუტურად მისაღებია ყველასთვის, ვინც აზროვნებს და ვინც სულგაყიდული არ არის!
მეორეა, არის თუ არა სანდო ოცნება? მე მათი ნდობა არა მაქვს ორი ძირითადი მიზეზით:
1.როგორც თვითონ ამბობენ, გარე ძალების ზეწოლით დანიშნეს ნანუაშვილი, ლომჯარია.. იცოდნენ რომ გახარია აგენტი იყო და მაინც დანიშნეს ის ჯერ მინისტრად და მერე პრემიერად(?).. ეს რომ არ გვექნაშიგნიდან ამოგვაყირავებდნენო ე.ი. დეპუტატების დიდი ნაწილიც გარე ძალებს შეურჩევიათ... ხელისუფლება რომ არ დაეკარგათ აგენტები დაგვასვეს თავზე და შესაბამისად განსაცდელში ჩაგვაგდეს ხომ? თან გვატყუებდნენ გახარია "უპირობო ლიდერია" "ყველა ბუზი ბზუის, მაგრამ გახარიასტან ყველა ტყუისო" ...
2. თავი მოაქვთ იმით, რომ ომი არ ყოფილა და ტერიტორიები არ დაუკარგავთ; ახლა კი გვეუბნებიან, რომ 6 წლის წინ გახარიამ რუსს მიწები გადასცაო... 6 წელი გვიმალავდნენ ამას?
ყველამ თავისი საქმე იცის, მაგრამ პირადად ჩემთვის ზემოაღნიშნულის გამკეთებელი ძალა სანდო არაა! რა ვიცით, რომ ისევ მათ ხელისუფლებაში ყოფნას რომ დასჭირდეს, ისევ არ გვიღალატებენ და შავს თეთრად არ შემოგვასაღებენ?
1 დღის უკან
მარბიელი ... და ამ ყველაფერს უსინდისობაც ახლავს თან - ჩორჩანა ისე ააშენა გახარიამ თურმე, რომ არავის არაფერი არ სცოდნია; მე რომ მახსოვს იმ მშენებლობის პერიპეტიები? "იმედის" და სხვათა რეპორტაჟები და ქება-დიდება? რომ მახსოვს კობახიძის და სხვათა ხოტბა საგუშაგოს აშენებასა და მის მიზნებთან დაკავშირებით?
1 დღის უკან
Gami უბედურება ისაა, რომ ოცნებას ჯერ-ჯერობით არც შემცვლელი ჰყავს და არც ანგარიშგასაწევი ოპოზიცია. პოლიტიკურ ველზე ეროზიაა.
1 დღის უკან