საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა ონლაინრეჟიმში 4 ივნისს დაიწყება. პროექტის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო პროპორციული წესით არჩეული 120 დეპუტატისგან და 30 მაჟორიტარისგან დაკომპლექტდება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც იმსჯელეს, თუ როგორ უნდა წარიმართოს განხილვის პროცესი.
შედგება ორი შეხვედრა სატელევიზიო ფორმატში, სადაც კომისიის წარმომადგენლები, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარე და კომისიის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, წარადგენენ საკონსტიტუციო ცვლილებებს. კობახიძე ვარაუდობს, რომ განხილვის პროცესი ივნისის შუა რიცხვებში დასრულდება, რაც მისცემთ იმის საშუალებას, რომ 21 ივნისისთვის გაიტანონ კანონპროექტი პარლამენტში პირველ მოსმენაზე.
„29 ივნისს, სავარაუდოდ, სამივე მოსმენით იქნება კანონპროექტი მიღებული. რაც შეეხება ოპოზიციის მოსაზრებას, რომ ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ, მათი მოტივი აბსოლუტურად ცხადი და ნათელია. ეს ცვლილებები მათემატიკურად აწყობს ოპოზიციას იქიდან გამომდინარე, რომ ამ ცვლილებების საფუძველზე ისინი მიიღებენ მეტ მანდატს პარლამენტში, ვიდრე მიიღებდნენ 77/73-ის პირობებში, თუმცა, რეალობაა ასევე ისიც, რომ ისინი ხედავენ, არჩევნებს მათთვის აზრი აქვს დაკარგული.
ყველა შემთხვევაში, ეს იქნება 77/73-ზე, თუ 120/30-ზე, ისინი მარცხისთვის არიან განწირული ამ არჩევნებში. შესაბამისად, ისინი, სამწუხაროდ, გადართულნი არიან დესტრუქციაზე. როგორც ვიცი, არ აპირებენ საორგანიზაციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას. გიორგი რურუა არის საბაბი, მიზეზი არის ის, რომ ისინი არჩევნებში აზრს ვერ ხედავენ, იქიდან გამომდინარე, რომ ერთი არის 12%-იანი პარტია, მეორე არის 3%-იანი პოლიტიკური პარტია. ასეთ პირობებში მათთვის აზრი დაკარგა არჩევნებმა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გადაიფიქრებს და ჩაერთვება თუ არა სახალხო განხილვებში ოპოზიცია, უცნობია. ამ ეტაპზე კი, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სანამ 8 მარტის შეთანხმების ყველა პირობა არ შესრულდება, ისინი საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ. მათი რწმინებით, შეთანხმების ერთ-ერთი პირობა გიორგი რურუას განთავისუფლებაა. მმართველი გუნდი ამ პირობის შესრულებაზე არ მიდს. იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებები არ სჭირდება მმართველ გუნდს, ეს არის ცვლილებები, რომელიც სჭირდება ოპოზიციას. მისი თქმით, დაიწყება საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა, როგორც ამას კანონმდებლობა ითვალისწინებს და უმრავლესობა ამ ცვლილებებს ერთხმად უყრის კენჭს.
„თუკი, ოპოზიცია ამბობს, რომ 8 მარტის შეთანხმება არ სრულდებაო და არ მისცემს ხმას ამ ცვლილებებს, ეს იქნება მხოლოდ საბაბი, რომ ჩაშალონ რეფორმა, რომელიც მათივე მოთხოვნით და ინიციატივით ტარდება და, რომელიც მათთვისვე არის საჭირო, იქნებ როგორმე მოხვდნენ პარლამენტში“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
ვიცე-სპიკერის კახა კუჭავას განცხადებით, ოპოზიცია თუ საბოლოოდ მაინც გადაწყვეტს, რომ არ დაუჭიროს მხარი საკონსტიტუციო ცვლილებებს, ეს მხოლოდ მათ დააზიანებს, რადგან უმრავლესობა მზად არის, რომ ბოლომდე მიიყვანოს და შეასრულოს შეთანხმება, რომელიც შედგა მარტში. ამ შემთხვევაში მმართველ გუნდს დამოუკიდებელი დეპუტატების იმედი აქვს.
„პირადად ჩემი მოლოდინი არის, რომ ამ ცვლილებებს მივიღებთ, იქნება საკმარისი მხარდაჭერა. ჩვენი მხრიდან არა მხოლოდ მზაობა იქნება, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა კონსტრუქციულ გარემოში ჩაიაროს განხილვებმა. არიან ასევე დამოუკიდებელი დეპუტატები, რომლებმაც არაერთგზის დაადასტურეს საკუთარი მზაობა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერენ.
ამიტომ ეს საკმარისი რაოდენობა იქნება, რათა ცვლილებები მივიღოთ და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში წარვსდგეთ იმ სისტემით, რომელიც ჯერ კიდევ მარტში შეთანხმდა. ოპოზიციამ მათ და ხალხის მიერ მოთხოვნილ საარჩევნო სისტემას მხარი უნდა დაუჭირონ, რადგან ეს არის მათ პასუხისმგებლობა. ჩვენი მხრიდან არის მზაობა და ბოლომდე ვაპირებთ მივიყვანოთ ეს პროცესი“, - განაცხადა კახა კუჭავამ.
საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს უჭერეს პარლამენტის „სოციალ-დემოკრატები“ ფრთა. როგორც გია ჟორჟოლიანი აცხადებს, ყველამ იცის უკვე, პატარა ბავშვებმაც, ვინ უჭერდა მას მხარს, ვინ არა და რა პირობებით.
„120-მდე დეპუტატია, რომელსაც გაცხადებული აქვს, რომ უჭერს მხარს, მეც ვარ მათ შორის. 37 დეპუტატია „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ფრაქციებში. არითმეტიკის საკითხია, რომ მხარდაჭერის საკითხს არავითარი საფრთხე არ ემუქრება, თუ მანამდე რაღაც კატაკლიზმები არ მოხდა. ამ თემაზე მსჯელობა არის ქარიშხალი ჭიქაში და უაზრო დისკუსია. დამთავრებულია საკითხი, გადაწყვეტილია“, - განაცხადა გია ჟორჟოლიანი.
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, დიმიტრი ცქიტიშვილი ფიქრობს, რომ ცვლილებების მიღებას პარლამენტი შეძლებს. თუმცა, თუ პროექტი მაინც ჩავარდა, ამაზე პასუხისმგებლობა ყველას თანაბრად ეკისრება. ცქიტიშვილის განცხადებით, რამდენიმე კოლეგას აქვს საერთო პოზიცია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირონ.
„მე ყველაზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ჩემს რამოდენიმე კოლეგასთან ერთად გვაქვს საერთო პოზიცია, რომ დავუჭერთ ამ ცვლილებებს მხარს. თამარ ხულორდავას, თამარ ჩუგოშვილის პოზიცია ვიცი, ასევე ირინა ფრუიძის, ნინო გოგუაძის პოზიციები ვიცი და ვიცი, რომ მხარს უჭერენ. საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, რომ ყველა დანარჩენი დაუჭერს ასევე მხარს. მე არ ვიცი, რამდენად შეასრულებენ პირობას, გვქონია არაერთი დარღვევა პირობის, მაგრამ ამ პირობის დარღვევა არ იქნება გონივრული მათთვის და მათი პოლიტიკური ინტერესისთვის“, - აცხადებს დიმიტრი ცქიტიშვილი.
საკონსტიტუციო ცვლილებას მხარს უჭერს პარლამენტის დამოუკიდებელი დეტუტატი დავით ჭიჭინაძე, რომლის განცხადებით, წარმოდგენილი ვარიანტი არ არის ის, რასაც ხალხი ითხოვდა.
„მე 2019 წლის ნოემბერში დავუჭირე მხარი პროპორციულზე გადასვლას, რადგან ეს იყო ხალხის მოთხოვნა და ხალხის მონაპოვარი, მაგრამ იმის შემდეგ რა მოვლენებიც განვითარდა, ამ მოლაპარაკებებში ხალხი არ მონაწილეობდა, ეს უკვე პირადად ოპოზიციური პარტიებისა და ხელისუფლების სავაჭრო თემა იყო. აქედან გამომდინარე, მე არ ვთვლი, რომ რასაც ესენი ვაჭრობენ, ის ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და მისაღებია.
როგორც მაჟორიტარი დეპუტატი, მე ყოველთვის ვიყავი მომხრე შერეული საარჩევნო სისტემის. 8 მარტის ხელშეკრულების არც მხარდამჭერი ვიყავი, არც მონაწილეობა მიმიღია და ვთვლი, რომ ხალხის ზურგს უკან მიმდინარე გარიგებებს მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ. რაც არის სისტემა, ეს სისტემა ვფიქრობ, რომ მისაღებია, აქამდე თუ ვიყავით დემოკრატიული ქვეყანაა, არ მგონია, რომ თუ მაგას არ მივიღებთ, გავხდებით უცებ ტოტალიტარული ქვეყანა“, - აღნიშნა დავით ჭიჭინაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, თუ საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტი ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილის მონაწილეობის გარეშე დაამტკიცებს, ეს სერიოზულ პრობლემებს შექმნის და არჩევნების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, ამიტომ ოპოზიცია ხელისუფლებისგან გონივრული ნაბიჯის გადადგმას ელოდება. გოცირიძის თქმით, ისინი საკონსტიტუციო პროცესში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გიორგი რურუა გათავისუფლდება.
„დარჩენილია ერთი პატარა ნაბიჯი - გიორგი რურუას გათავისუფლება. ამის შემდეგ ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას ყველა პროცესში, განხილვებში, მათ შორის საპარლამენტო განხილვებში, ასევე მივცემთ ხმას კენჭისყრისას. სანამ შეთანხმების ორივე ნაწილი არ შესრულდება, ჩვენ საკონსტიტიციო პროცესში არ მივიღებთ მონაწილეობას.
თუკი ჩვენს გარეშე, ანუ 30-მდე ოპოზიციური პარტიის გარეშე იქნება მიღებული საკონსტუტუციო ცვლილებები, ესეც შექმნის სერიოზულ პრობლემას. ეს არ იქნება კონსტიტუციის საფუძველზე ჩატარებული არჩევნები, არ იქნება თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები და ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება თავად არჩევნების შედეგები, ამიტომ ველოდებით ხელისუფლების მხრიდან გონივრულ ნაბიჯს და ეს უნდა გაკეთდეს სწრაფად“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
თუ შეთანხმება არ სრულდება და „პოლიტპატიმარი“ გიორგი რურუა ციხეში რჩება, მაშინ შეთანხმება არის ჩაშლილი და როგორც „ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, ეს იქნება ივანიშვილის მიერ ჩაშლილი პროცესი. სერგი კაპანაძის განცხადებით, „ევროპული საქართველო“ თავიდანვე ჩართულია საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში და პარტიამ მხარი დაუჭირა კომისიის შექმნას, თუმცა მისივე განმარტებით, „ევროპული საქართველო“ მხარს არ დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს, თუ 8 მარტის შეთანხმება პოლიტპატიმრების ნაწილში, ბოლომდე არ შესრულდა და გიორგი რურუა არ გათავისუფლდა.
„გიორგი რურუას გათავისუფლება არის მნიშვნელოვანი წინაპირობა. შესაბამისად, ჩვენს ინტერესში არის, ეს ცვლილებები შევიდეს ძალაში, თუმცა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების გარეშე, ჩვენი მხრიდან, ეს არ მოხდება. რაც შეეხება უშუალოდ განხილვებში მონაწილეობას, ეს არის ტექნიკური ნაწილი, რეალურად განხილვებიც არ იქნება, ეს არის სატელევიზიო ჩართვები. ამასთან დაკავშირებით, ამ კვირაში თუ შემდეგ კვირაში მივიღებთ გადაწყვეტილებას, რა ფორმით ჩავერთვებით ამაში“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
როგორც კინზინგერი წერს, წესრიგის აღდგენაა საჭირო.
"პროტესტის უფლება არ მოიცავს ძეგლების დასახიჩრებას, ისტორიული შენობების დაწვას, ან ბიზნესის ძარცვასა და განადგურებას. ეს საშინელი, ძალადობრივი არეულობა აფერხებს იმ რეალურ უკმაყოფილებას, რომლის მოგვარებაც საჭიროა. ჩვენ გვჭირდება წესრიგის აღდგენა ახლა", - წერს კინზინგერი "ტვიტერზე".
ეგეეეე.....მოუთარგმნიათ ჩემგან გაგზავნილი დედის პროჭები
მაგას ქართველების იმდენი ქაქი(ფულები) აქვს ნაჭამი, რომ ვინუჯდენზე ზრდილობის გამო მაინც პასუხი გაგვცა ....
მიდით ბიჭებო მიდით...თვითონ ეგ მიასიქტიმეთ თვითონ ეგ....ჭკვას ისწავლის, ჭკვას .... ფულის გამო სხვის საქმეში აღარ ჩაერევა
ისეთმა ხარმა დამწიხლოსო....
ვინააა ეგ დადამიქინძული ჩვენ რომ ჭკვას გვასწავლის??
ორასი წლის კაკლის ხის მოჭრის გამო პაპაჩემი თოფით მიუვარდა თავჯდომარეს...ეგენი კიდევ იმ კაკლის ხის ტოლებიც არ არიან
ჰოოოოდა მოუთარგმნეთ, მოუთარგმნეთ მაგას დედის პრჭჭჭჭჭები
რათაააა??/
იმიტომ იმიტომ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
ჩათლახია და იმიტომ!!!!!!!!!