„ნუ გვაშინებს „ქართული ოცნება“ „ნაცმოძრაობის“ დაბრუნებით, ისინი უკვე დაბრუნდნენ, გვიანია ამაზე ლაპარაკი“

„ნუ გვაშინებს „ქართული ოცნება“ „ნაცმოძრაობის“ დაბრუნებით, ისინი უკვე დაბრუნდნენ, გვიანია ამაზე ლაპარაკი“

საპატიმროდან ახლად გამოსული გიგი უგულავა აანონსებს, რომ დიდი ცვლილებების ეპოქა იწყება და 30 წელიწადი როგორც ვიცხოვრეთ, ისეთი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრება აღარ იქნება. უგულავას განცხადებით, მომდევნო 10 წელიწადში საქართველო შედის სრულიად ახალ პოლიტიკურ ცხოვრებაში, ახლა მნიშვნელოვანი ისტორიული მომენტია და ტრანსფორმაციების დიდი ეპოქა გველის.

ამ კონტექსტში უგულავა მრავალპარტიულ სისტემაზე ამახვილებს ყურადღებას და მიიჩნევს, რომ მისი პოლიტიკური თაობის ამოცანა ზუსტად ის არის, მრავაპარტიულმა სისტემამ იმუშაოს და სიკეთე, გამდიდრება, კეთილდღეობა, უსაფრთხოება მოუტანოს ჩვენს მოქალაქეებს.

დიდი ცვლილებების ეპოქის სამზადისშია ციხიდან ახლად გამოსული ირაკლი ოქრუაშვილიც. ისიც აპირებს, კოალიციური მთავრობის შექმნასა და ოპოზიციის კონსოლიდაციას ხელს შეუწყოს.

რას ნიშნავს დიდი ცვლილების ეპოქა და რა რესურსებია კოალიციური მმართველობის შესაქმნელად საქართველოში?

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, ექსპერტი კონფლიქტების საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ კოალიციური მმართველობის რესურსი უფროა საქართველოში, ვიდრე ერთპარტიული მმართველობის. კონფლიქტოლოგის აზრით, თუკი ვართ ქრისტიანები და პოლიტიკაში ყველა მჯიღს იკრავს და ყველა ირწმუნება, რომ ქრისტიანია და გულზე ჯვრებსაც გვიჩვენებენ, მაშინ, ქრისტიანული მიდგომით, ყველას უნდა დავუტოვოთ გამოსწორების შანსი. მით უმეტეს, „ნაციონალები“ უკვე რვა წელია, აღარ არიან ხელისუფლებაში, მათ შორის, არც გიგი უგულავა, არც ირაკლი ოქრუაშვილი და სხვები, ამიტომ შესაძლებელია, მათ გადაეფასებინოთ თავიანთი პოლიტიკა.

„პირადად მე „ნაციონალებს“ არ ვენდობი, ათასჯერ მერჩივნა, მესამე ძალა გამოჩენილიყო, ანუ ახალი ძალა, მაგრამ არ ჩანს საქართველოში ეს ახალი ძალა, ყველა წარსულის ძალაა, ყველა დისკრედიტირებულია. სანაგვე ყუთივით გვაქვს, სირცხვილია, ჩვენი გაჭირვებული მოქალაქეები ნაგვის ყუთში რომ იქექებიან, რაღაცას ამოიღებენ და ჩააგდებენ უკან, რადგან მათთვისაც ნაგავია, რაღაცას ამოიღებენ და მიაქვთ სახლში. საქართველოს მოსახლეობაც აქამდე დავედით, რომ სანაგვე ყუში უნდა ვქექოთ, „ნაცმოძრაობა“ გვინდა, „ევროპული საქართველო“, თუ „ქართული ოცნება“. ანუ ყველაფერი უკვე წარსულია, ძველია და დისკრედიტირებულია. ისე, ამაში რაღაც პლუსები არის. პლუსი არის ის, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში ჩვენ არ გვყავს ცხენზე ამხედრებული მესია, როგორიც იყო გამსახურდიას სახით კომუნუსტების წინააღმდეგ, როგორიც იყო შევარდნაძის სახით გამსახურდიას წინააღმდეგ, როგორებიც იყვნენ ჟვანია, ბურჯანაძე, სააკაშვილი შევარდანაძის წინააღმდეგ, როგორიც იყო ივანიშვილი სააკაშვილის წინააღმდეგ. ყოველთვის ველოდით, რომ ვიღაც მესია მოდიოდა, ეს მესია ახლა არ არის და მადლობა ღმერთს, რომ არჩევანი უნდა გავაკეთოთ მათ შორის, ვისაც კარგად ვიცნობთ, უფრო სწორად, ვიცნობთ ძალიან ცუდად“,-აცხადებს For.ge-სთან საუბარში პაატა ზაქარეიშვილი.

მისივე განმარტებით, ამ ფონზე შანსები ყველასთვის თანაბარია. ჩვენ გვყავს რეალური ხელისუფალი - „ქართული ოცნება“, რომელიც არაფრის შეცვლას არ აპირებს, ლაპარაკობს მხოლოდ წარსულზე და ებრძვის წარსულ ძალას - „ნაცმოძრაობას“. ეს იმ დროს, როცა არჩევნები ყოველთვის არის მოქმედი ხელისუფლების შეფასება. დაახლოებით ეს ჰგავს სამსახურში ჩატარებულ ატესტაციას. თუ ყველა თანამშრომელი გაივლის ატესტაციას, ყველაფერი თავის ადგილზე რჩება და განაგრძობს სამსახური მუშაობას, მაგრამ, თუ ვინმემ ვერ გაიარა ატესტაცია, მაშინ მისი ადგილი რჩება ვაკანტური, ამ ადგილზე ცხადდება კონკურსი და ვიღაც იმარჯვებს. არჩევნებიც იგივეა, ოღონდ ერთ დღეში მთავრდება ყველაფერი, შენ მიდიხარ საარჩევნო უბანზე და აფასებ არა ჰიტლერს, სტალინს, ბერიას ან სააკაშვილს, არამედ აფასებ დღევანდელ ხელისუფლებას. თუ მოგწონს, აძლევ ხმას, თუ არადა, ცვლი მას.

„კოალიციურ მთავრობას შანსები აქვს, რადგან ვერც ერთი ძალა ვერ გაქაჩავს მარტო. ის, რომ პრინციპულად ლაპარაკობს „ქართული ოცნება“, თითქოს მას აქვს 60% და ეგღა აკლია, ვიღაცებს ელაპარაკოს, ეს ცუდი მესიჯია. საჭიროა კოალიციური მთავრობა, მაგრამ, თუკი ამ არჩევნებზე ისევ დაბრუნდება ჩემთვის პირადად მიუღებელი „ნაცმოძრაობა“, ეს ხალხის არჩევანი იქნება. მე არ მინდა „ნაცები“ დაბრუნდნენ, მაგრამ, როცა გვაშინებს „ქართული ოცნება“, „ნაცები“ ბრუნდებიანო, დიდი ბოდიში, მაგრამ ისინი უკვე დიდი ხანია, დაბრუნდნენ სასამართლოში, ისინი „ქართულმა ოცნებამ“ დააბრუნა. „ნაცები“ არიან ადგილობრივ თვითმმართველობებშიც, ხალხი გამწარებულია, ვინც იბრძოდა „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ, ყველა ამბობს, იგივე ხალხი თავზე გვაზის, დაგვცინიანო.

ნუ გვაშინებს „ქართული ოცნება“ „ნაცმოძრაობის“ დაბრუნებით, ისინი უკვე დაბრუნდნენ, გვიანია ამაზე ლაპარაკი და ვინ დააბრუნა? - „ქართულმა ოცნებამ“. როგორც კონფლიქტოლოგმა, შემიძლია გითხრათ, რომ ისინი კონფლიქტების სფეროშიც დაბრუნდნენ, კონფლიქტის მართვა, რიტორიკა, სახეებიც კი იგივეა, რაც „ნაცმოძრაობის“ დროს. თამამად შემიძლია წინასწარ გითხრათ, „ნაცმოძრაობას“ არ მივცემ ხმა, არც „ევროპულ საქართველოს“ და არც „ქართულ ოცნებას“, მაგრამ ნუ აყენებენ ეჭვქვეშ ხალხის ნებას. თუ ხალხმა 2012 წელს აირჩია „ქართული ოცნება“ და ის ხალხი მაშინ იყო ჭკვიანი, ახლა რეგვენი გახდა, თუკი „ნაცმოძრაობას“ აირჩევს? ეს არასწორი დამოკიდებულებაა საკუთარი ხალხის მიმართ. გამოდის, თუ შენ ხალხი მხარს გიჭერს, ე.ი. ხალხი კარგია, ხოლო, თუ არ გიჭერს მხარს, ხალხი ცუდია? ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, ვისაც აირჩევს ხალხი, რამდენადაც ჩემთვის მიუღებელი არ უნდა იყოს ეს გადაწყვეტილება“.

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი ეჭვობს, რამდენად მოხერხდება ოპოზიციის კონსოლიდაცია, მაგრამ მიიჩნევს, რომ ასეთი კონსოლიდაცია სასურველია.

„კარგია, თუ ჩვენი პოლიტიკური სპექტრი კონსოლიდაციას მოახერხებს. ერთია, ვის რა წარმოდგენები აქვს და ვის ვინ მოსწონს, მაგრამ ის, რომ ერთი პოლიტიკური ძალის ხელში არ უნდა იყოს ძალაუფლების ყველა ბერკეტი და რაღაცნაირად საჭიროა კოალიციურობა, ეს სწორი მიდგომაა“, - მიიჩნევს დავით ზურაბიშვილი.

 

ზურაბი დავით ზურაბიშვილი, ძმები ბერძენიშვილები ყველაზე რეიტიგული პოლიტიკოსები არიან საქართველოში.
4 წლის უკან
კ ა ხ ე ლ ი ვისაც კი ერთი მეორისთვის დედა უგინებია, იმათი კოალიციის დედა რა ვთქვი!
4 წლის უკან
trampi თამარ ჩუგოშვილი - საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონპროექტი, რა სახითაც არის შემოთავაზებული, აუცილებლად გასაჩივრდება სასამართლოში და ჩემი მოლოდინია, რომ აუცილებლად გაუქმდება


ითმინა ითმინა ამ ჩუგოშვილ;მა და ბოლოს მაინც ფურუნკულივით გასკდა...ყარა ტლინკები
არა შეჯდა მწყერი ხესაო...ამ სოროსელისაგან სხვას არც არავინ არაფერს არ მოელოდა ...დაჟე ეგ რომ ამდენ ხანს არ გასკდა, ისაა გასაკვირვი.....მოიწყო ბიძოსთან საქმეები და მერე..... უგანა
...წავიდეს ლელოში ეხლა იქ გაიუმჯობესოს ცხოვრება

ისე კი ღირსია ბიძო ყველაფერისა, ღირსი......
თვითონ ქაჯი ირგვლივ ქაჯებს იკრებდა---- განათლებული ხალხი არც მას უყვარს--ჩემზე ჭკვიანებად გამოჩნდებიანო....
განათლებული ხალხი განათლებულებს იკრებს გვერდით, გაუნათლებელი გაუნათლებლებს
მილიონერეობას დიდი განათლება სულაც არ უნდა---პირიქით განათლება მილიონერობას ხელს უშლის..განათლებული კაცი ბევრ რამეს იმას ვერ იკადრებს, რაც მილიონერობას სჭირდება....
სუ ის ქართული მულტფილმი მახსენდება ხოლმე --- ჯადოქარმა წრუწუნა ჯერ კატად, მერე ვეფხვად რომ გადააქცია, მაგრამ იმას გული მაინც წრუწუნასი რომ დარჩა...
ასეა ...ადამიანს მენტალური წყობა როგორიც ჩამოუყალიბდება, ისეთი რჩება ცხოვრებაში....ბავშობაში ჩაბეჭდილი ეგრე ადვილად აღარ გამოდის ადამიანის ფსიქოლოგიიდან
4 წლის უკან