შალვა რამიშვილი ახალ ტელევიზიაში?

შალვა რამიშვილი ახალ ტელევიზიაში?

თებერვლიდან ქართულ ტელესივრცეს კიდევ ერთი ახალი არხი შეემატება. ტელეკომპანია "მზერა ტივის" ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი დააფინანსებს. არხზე უამრავ ცნობილ ჟურნალისტს ვიხილავთ, საინფორმაციო გამოშვებას კი სოფო მოსიძე უხელმძღვანელებს. რამდენიმე თვის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ "მზერა ტივის" ჟურნალისტი ინგა გრიგოლია გაუძღვებოდა, ის ვანო ჩხარტიშვილს ლონდონში შეხვდა კიდეც, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩხარტიშვილ-გრიგოლიას შორის მოლაპარაკება წარუმატებლად დასრულდა და, სავარაუდოდ, ინგა საზოგადოებრივ მაუწყებელში დაბრუნდება. ჩხარტიშვილთან შალვა რამიშვილის სტუმრობა კი, როგორც ამბობენ, ორმხრივი შეთანხმებით დასრულდა და რამიშვილი თებერვლიდან "მზერა ტივის"არხზე ხელმძღვანელის პოსტზე გადავა. ამჯერად ის მაესტროსთან თანამშრომლობს, დილის გადაცემის და "აკრედიტაციის გარეშეს" წამყვანია. ვცადეთ რამიშვილთან დაკავშირება, მაგრამ მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა, რის შემდეგაც რამიშვილის პროდიუსერს, გვანცა გორდეზიანს გავესაუბრეთ:

- ეს ინფორმაცია ნამდვილად არ შეესაბამება სიმართლეს. შალვა ძველებურად განაგრძობს მუშაობას. სხვას ვერაფერს გეტყვით. შალვა ამ ეტაპზე "მაესტროში" რჩება, ჩხარტიშვილთან მოლაპარაკებებზე კი არაფერი ვიცი.