ერეკლე კოდუამ საქართველო დატოვა?

ერეკლე კოდუამ საქართველო დატოვა?

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია "ნაციონალური მოძრაობის" მაღალჩინოსანთა მიერ ქვეყნის დატოვების შესახებ. ამჯერად საზოგადოება კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსის, ერეკლე კოდუას ქვეყნიდან წასვლაზე ალაპარაკდა. სხვადასხვა წყაროს ცნობით, კოდუა საცხოვრებლად ესპანეთში გადავიდა. "ყველა სიახლესთან" ინტერვიუში "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის ერთ-ერთმა წევრმა, ლაშა მესხიამ განაცხადა, რომ კოდუა ევროპაში ყალბი პასპორტით გაემგზავრა. ამ ინფორმაციას ტელეკომპანია "იმედმა" სიუჟეტიც მიუძღვნა, რის შემდეგაც ერეკლეს მეუღლემ, ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე ერეკლე კოდუას პასპორტის ასლი გამოაქვეყნა კომენტარით: "ქრონიკაში" გავიდა სიუჟეტი, სადაც ითქვა, რომ ერეკლე კოდუამ არჩევნების შემდეგ აიღო პასპორტი სხვა სახელით და გვარით. მან ნამდვილად აიღო ახალი პასპორტი, რასაც კანონი არ კრძალავს. ერეკლემ სიუჟეტი რომ ნახა, თქვა, მეგრელები გვარს არ იცვლიანო"...

ამ საკითხზე კომენტარისთვის ნანუკა ჟორჟოლიანს დავუკავშირდით:
- ერეკლე მართლაც იყო ქვეყნიდან გასული, ახლა კი აქ არის, თბილისში. თვის ბოლოს ვგეგმავთ საქართველოდან წასვლას, ახალ წელს მე და ერეკლე, სავარაუდოდ, ლონდონში შევხვდებით.