"ვინც დაკავებულია, პროკურატურა დებს მათ მამხილებელ მასალებს საშინელ დანაშაულზე. მიკვირს, როცა ამბობენ - მერე რა თუ გენშტაბის უფროსმა კალანდაძემ ჯარისკაცს სცემა ან ახალაიამ თუ ადამიანი სამი დღით დაატყვევა და აწამა. იოლად მსჯელობს ხალხი. ამაზე ისეთი ადამიანები საუბრობენ, ვისაც ეს არ შეხებია. ნაციონალური მოძრაობა იყო მყარად ორგანიზებული ბანდიტური დაჯგუფება, რომელიც ყველა სახის დანაშაულს სჩადიოდა", - აცხადებს "ქართული ოცნების" წევრი დავით კუპრეიშვილი გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რუსეთთან ურთიერთობა უკვე გარკვეული გვაქვს.
"გოგა ხაჩიძეზე რომ ატეხეს ერთი ამბავი - შევიდა პოლიცია იმიტომ, რომ არარეგისტრირებული იარაღი ჰქონდათ შენახული და ეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. შიდა ქართლში ომი როცა მიმდინარეობდა, მაშინ ურიგებდა ხაჩიძის მამა მეზობლებ იარაღს. ხაჩიძემ ტქვა, 90-იან წლებში რიგდებოდა იარაღი. იქ ვაზნები იპოვეს. შეიძლება გავიდეს 10, 20 წელი და ადამიანი ინახავდეს ცეცხლსასროლ იარარა. გოგა ხაჩიძის მამას ვინ მისცა იმუნიტეტი და ხელშეუხებლობა? ნაცებს კარგად აქვთ დაყენებული პროპაგანდისტული მანქანა. უშიშროების კანტორიდან 16 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი უცხოელი ლობისტების მომსახურებისთვის. ჰილარი კლინტონმა თქვა, ჩვენ ველოდებით, რომ სასამართლო პროცესები იქნება ღი და გამჭვირვალე და კანონის შესაბამისიო. კბილაშვილი მოხსენებას აკეთებს ყველა ახალ დეტალზე, რომელი ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ობიექტისადმი ძალადობა ან შეურაცხყოფის შემთხვევები ყოფილა - ასეთი ფაქტები არ არის", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით კუპრეიშვილი.
"... გამორიცხულია, რუსეთი კიდევ ერთხელ დაგვესხას თავს. მას ოსი და აფხაზი სეპარატისტების იმედი ჰქონდა და ამიტომ შემოიჭრა ჩვენს ტერიტორიაზე. ახლა, სადაც მოინდომებს შემოჭრას, ვერსად ფეხს ვერ მოიკიდებს. სააკაშვილის რეგვნულმა პოლიტიკამ დაიწყო ომი ცხინვალში, ტალიავინის დასკვნაში ეს მკაფიოდ წერია და სააკაშვილს სირაქლემასავით თავის მალვა სილაში ვერ უშველის. ნატოში საქართველოს სწრაფვას რუსეთი ხელს ვერ შეუშლის. ჩვენი ნატო-ში შესვალ კი იმის გამო კი არ გაჭიანურდა, რომ ომი გვქონდა რუსეთთან, არამედ იმიტომ, რომ საქართველოს ევროპა არ მიიჩნევდა საკმარისად დემოკრატიულ ქვეყნად", - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვას - "ქართული ოცნების" საპროგრამო პოსტულატი იყო ნატო-ში საქართველოს ინტეგრაცი და ამის პარალელურად რუსეთტან ურთიერთობების დალაგება. რუსები პასიურობენ, ხომ არ განიცადა ოცნების საგარეო პრიორიტეტმა მარცხი?" - პასუხობს:
"არა, რუსეთთან ჩვენ ურთიერთობები უკვე გარკვეული გვაქვს.. ჩვენი გზა არის ევროპისა და ნატო-სკენ ჩვენ ვერავინ გვაიძულებს ოკუპირებული რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ვაღიაროთ. ეს ტერიტორიები დღეს თუ არა, ხვალ დაგვიბრუნდება. ამის გეგმა "ქართულ ოცნებას". ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთს აქვს კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობები საქართველოსთან, ჩვენ ეს გვინდა რუსეთისგან, ეს არის პოლიტიკა. საქართველოს ხელისუფლების თანხმობით გახდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი და მას წესდება ავალდებულებს, დაამყაროს ეკონომიკურ-სავაჭრო ურთიერთობები საქართველოსთან. თუ ამ ვალდებულებას არ შეასრულებს, ვუჩივლებთ სავაჭრო ორგანიზაციაში და როგორც მიიღეს, ასევე გამოუშვებენ იქიდან".