"კობა ბექაურმა შანტაჟითა და მუქარით მიისაკუთრა "ოპი­ზა"

ყოფილმა პარლამენტარმა კობა ბექაურმა, ბევრისთვის მოულოდნელად, ჯერ ტელე­კომპანია "მაესტროს" ეთერ­ში შალვა რამიშვილის გადა­ცემაში სააკაშვილის ხელი­სუფლების მიერ მასზე ზე­მოქმედების შესახებ ისაუბ­რა, შემდეგ კი "ყველა სიახ­ლეს" (იხ. #48. 28 ნოემბერი-4 დეკემბერი, 2012 წ.) დეტა­ლურად უამბო ნაცხელისუფ­ლების მხრიდან მის ოჯახზე განხორციელებულ წნეხზე, თუ როგორ წაართვეს შპს "ო­პიზაში" კუთვნილი წილი ძმებმა კოდუებმა და რომ დღეს ის კოდუების დედის, ლაურა ღაჭავას საკუთრებაა. ინტერვიუს გამოქვეყნების­თანავე "ყველა სიახლეს" დაუკავშირდა "ოპიზის" ყოფილი დირექტორი ზუ­რაბ ლორია, რომელმაც განაცხადა, რომ კობა ბექაურმა სიმართლე სანახევ­როდ თქვა და რომ მას არაფერი უთქვამს იმის შესახებ, თვითონ როგორ წაარ­თვა "ოპიზის" მფლობელებს ქონება.

ზურაბ ლორია:
- კობა ბექაურმა "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში მხოლოდ იმა­ზე ისაუბრა, რაც მას ხელს აძლევდა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, საზოგა­დოებას თქვენი გაზეთის მეშვეობით ვუთხრა სიმართლე, რა მოხდა რეალუ­რად "ოპიზაში". კობა ბექაური ინტერვიუში რომ ამბობს, რეაბილიტაცია მჭირ­დება, შვილები მეზრდება და საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლეო, კი ბატონო, მას აქვს უფლება მოინანიოს, მაგრამ, თუ სიმართლის თქმა გადაწყ­ვიტა, ბოლომდე უნდა თქვას და არა სანახევროდ. მან და მისმა სამეგობრო წრემ სწორედ შანტაჟითა და დაშინებით წაგვართვეს კანონიერ მფლობე­ლებს "ოპიზა". რატომ მაშინ არ იფიქრა კობა ბექაურმა, ჩვენც რომ გვყავდა შვილები, ასეულობით ადამიანს ლუკმა-პური რომ გამოაცალა პირიდან და უსახსროდ, შეურაცხყოფილი დატოვა მან და მისმა ნაცბანდამ?!

"ოპიზის" ამბავს დავიწყებ მოკლე წინა ისტორიით: 1995 წლის ოქტომბერში სს "ლილოს" დირექტორმა თამაზ ჩიკვაიძემ შპს "ცისკარი-92"-ს 10-წლიანი იჯარით, შემდგომი გამოსყიდვის უფლებით, გადასცა საწარმოს ტერიტორია­ზე არსებული ნავთობბაზა. გარკვეული დროის შემდეგ შპს "ცისკარი-92"-მა ბაზა გამოისყიდა. 1997 წელს "ცისკარი-92"-ის დამფუძნებლებად შევიდნენ: კალისტრატე სიჭინავა, თემურ სანიკიძე, ზაალ გენძეხაძე, ალექსანდრე ლო­მიძე და ჩემი ვაჟი ზვიად ლორია. შპს-ს საქმიანობას ძირითადად ნავთობ­პროდუქტების შენახვა-რეალიზაცია წარმოადგენდა. რამდენიმე წელიწადში ორმა დამფუძნებელმა დატოვა "ცისკარი-92". 2004 წელს შპს-ს შეეცვალა სა­ხელწოდება და იგი შპს "ფანტასტიკა" გახდა, რომელმაც ისანი-სამგორის სა­გადასახადო ინსპექციაში გაიარა რეგისტრაცია და საიდენტიფიკაციო კოდიც მიენიჭა. ნავთობბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული იყო სს "ო­პიზა" (ყოფილი შპალერის ქარხანა), რომლის ერთ-ერთი აქციონერის წილი - 96,037% - შეიძინა ზემოთ ნახსენებმა ჯგუფმა. სს "ოპიზა" დარეგისტრირდა შპს "ოპიზად", რომლის 96,037%-ის მფლობელი გახდა კალისტრატე სიჭინა­ვა, ხოლო დანარჩენის - ამავე საწარმოს ყოფილი 43 თანამშრომელი. საწარმო "ოპიზა" განთავსებული იყო 8 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე, სადაც ასევე მდება­რეობდა 13 კაპიტალური შენობა-ნაგებობა. ამ მომენტისთვის ობიექტი არ ფუნქციობდა და ვცდილობდით ინვესტიციების მოზიდვას. 2004 წელს შპს "ოპიზის" მესაკუთრეებმა მიიღეს საქმიანი შემოთავაზება "ლილოს ბაზრო­ბის" დამფუძნებელთა ჯგუფისგან. კერძოდ, ვაჟა უსანეთაშვილის, გია გაგუ­ასა და სხვათა მხრიდან: თუ "ოპიზის" მესაკუთრეები დათმობდნენ წილის 40%-ს, ისინი თავიანთი სახსრებით აამუშავებდნენ ობიექტს. მოლაპარაკება შედგა და წილებიც შემდეგნაირად გადანაწილდა; კალისტრატე სიჭინავა - 39%, ზვიად ლორია - 9,4%, დავით ბოლოთაშვილი - 9,4%, 40% კი "ლილოს ბაზრობის" დამფუძნებლებზე - გიორგი გაგუაზე, ილია შონიაზე, ნიკოლოზ ჯავახაძესა და ვაჟა უსანეთაშვილზე გადანაწილდა. დირექტორად კი დავი­ნიშნე მე, ზურაბ ლორია.

- კობა ბექაური როდის გა­მოჩნდა "ოპიზაში"?
- ობიექტის მშენებლობისა და კეთილმოწყობისას "ლი­ლოს ბაზრობის" ჯგუფს მა­და გაეხსნა და ობიექტის სა­ბაჟო ტერმინალად გადაკე­თება მოისურვეს, რისთვი­საც მხარდაჭერა სჭირდებო­დათ ხელისუფლებისგან. სწორედ ამ მიზნით, ისე რომ პარტნიორებისთვის არაფე­რი უკითხავთ, საქმეში შემო­იყვანეს ნაციონალი დეპუტა­ტი კობა ბექაური. მისი გამო­ჩენის შემდეგ დაიწყო ჩვენი, ანუ მოწილეების ოჯახის წევ­რებზე მუქარა და შანტაჟი. პირდაპირ განმიცხადა კობა ბექაურმა, წილი უნდა დათ­მოო, შენც და ვასილ დავითაიაც შს ყოფილი მინისტრის კახა თარგამაძის თა­ნამშრომლები ხართ და მაინც დაგიჭერენ, რადგანაც ვასილ დავითაიას ცო­ლისძმა კალისტრატე სიჭინავა "ოპიზის" ერთ-ერთი მოწილე იყო. ამიტომ ჯო­ბია, ნებით დათმო წილი, ვიცი, შვილები გყავს და ამაზე იფიქრეო. კობა ბექა­ური "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში რომ ამბობს, 2005 წელს ხელისუფლების წინააღმდეგ ხმის ამოღებას ვერავინ გაბედავდაო, სწორედ იმ ხელისუფლების წევრი კობა ბექაური აშანტაჟებდა "ოპიზის" ყველა მესა­კუთრეს: ჩემი მეუღლე წაიყვანეს ნოტარიუსთან, კობა ბექაურის დავალე­ბით აიძულებდნენ, დაწერე, რომ არც შვილები გყავს და არც ქმარიო. ჩემი მე­უღლე ნავთობბაზის მეწილე იყო. საკუთარ ოჯახზე უარის თქმას აიძულებ­ნენ და ამის ჩამდენ კობა ბექაურს ვინმეს შანტაჟი და წნეხი უკვირს?! ვერც მე და ვერც ჩემმა პარტნიორებმა ვერ გავუძელით მუქარას და ჩვენი ოჯახე­ბის წევრები რომ გადაგვერჩინა, ოპიზის" წილის 60% ნოტარიუსში მოწილე­თა "კოლექტიური" მისვლით, გადავუფორმეთ კობა ბექაურის ცოლს, თამარ გაგნიძეს და "ლილოს ბაზრობის" სხვა წევრებს.

- "ოპიზასა" და ნავთობბაზაში რამე გადაგიხადეს ბექაურმა და მისმა პარტნიორებმა?
- 8 ჰექტარზე განთავსებული "ოპიზა", თავისი შენობა-ნაგებობებითა და ძვი­რად ღირებული ტექნიკური აღჭურვილობით, 300 ათას აშშ დოლარად ჩაიგ­დეს ხელში. თანაც ბანკში ჩადეს "ოპიზა", გამოიტანეს 2 მილიონი აშშ დოლა­რი და ჩვენ, ამდენ მოწილეს, 275 ათასი დოლარი მოგვცეს. ხომ წარმოგიდგე­ნიათ, ბანკმა რომ 2 მილიონი კრედიტი გასცა, "ოპიზის" საბაზრო ღირებულე­ბა რამდენი იქნებოდა?! რაც შეეხება ნავთობბაზას, მასში ერთი თეთრიც არ გადაუხდიათ. უხეშად რომ ვთქვათ "აგვახიეს".

- როცა ბექაური "ოპიზის" მფლობელი გახდა, პრესა­ში ვრცელდებოდა ინფორ­მაცია, რომ მის ზურგს უკან პარლამენტის ვიცე-­სპიკერი მიხეილ მაჭავარი­ანი იდგა და "ლილოს ბაზ­რობის" წევრები ვაჟა უსა­ნეთაშვილი და ნიკოლოზ ჯავახაძეც მასთან დაახ­ლოებული პირები იყვნენ. თუ ყოფილა "ოპიზაში" მიხეილ მაჭავარიანი ოდესმე?
- ეს კობა ბექაურს არც დაუმალავს. "ოპიზის" ტერიტორიაზე ორჯერ მყავს ნა­ნახი მიხეილ მაჭავარიანი. ისინი ერთად ათვალიერებდნენ ობიექტს.

- როცა ჟურნალისტი შალვა რამიშვილი დააკავეს და გახმაურდა, რომ ეს დაკავება "ოპიზის" შესახებ გადაღებული ფილმის გამო მოხდა, პარლამენტში "ოპიზის" საქმის შემსწავლელი კომისია შეიქმნა მარ­ტვილის მაჟორიტარ დეპუტატ ფრიდონ რუხაიას ხელმძღვანელო­ბით. კომისიის დასკვნის შემდეგ ბექაურმა პარლამენტარის სავარძე­ლიცა და "ოპიზის" წილიც ერთდროულად დაკარგა. რა ეწერა პარლა­მენტის კომისიის იმ დასკვნაში ასეთი?
- გაგიკვირდებათ და, ამ საგამოძიებო დასკვნის შესახებ არაფერი ვიცი და არც არავის მოუწოდებია ტექსტის შინაარსი. კანონით კი, როგორც მხარეს, მას უნდა გავცნობოდი, მაგრამ მისი შინაარსი დღემდე გასაიდუმლოებული­ა.

- აპირებთ ბრძოლას "ოპი­ზის" დასაბრუნებლად?
- რა თქმა უნდა, ვაპირებ ბრძოლას სამართლებრივი გზით ჩემი კუთვნილი ქონე­ბის დასაბრუნებლად! დარ­წმუნებული ვარ, ახალი ხე­ლისუფლების პირობებში ამას აუცილებლად მოვახერ­ხებ.

- შესაძლებელია კი თქვე­ნი ქონების დაბრუნება? "ოპიზა" ბექაურის შემ­დეგ ხომ გასხვისდა და მი­სი ახალი მფლობელი ლაურა ღაჭავაა?
- მე და ჩემს პარტნიორებს ქონება კობა ბექაურმა წაგვართვა და არა ლაურა ღაჭავამ. ღაჭავას საწინააღმდეგო ამ ეტაპზე არაფერი მაქვს, პირიქით - ორი კვირის წინ ვიყავი "ოპიზის" ტერიტორიაზე და ქალბატონი ლაურა შესანიშნა­ვად შემხვდა, დამათვალიერებინა მთელი ტერიტორია და ყველას ეუბნებო­და და აცნობდა ჩემს თავს, ეს ქონება ადრე ამ ადამიანს ეკუთვნოდაო. ყვე­ლამ იცის, რაც მოხდა "ოპიზის" გარშემო და მისი კანონიერი მფლობელები მხოლოდ ჩვენ რომ ვართ. ყველა დოკუმენტი და მტკიცებულება მაქვს, რომ ის "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა კობა ბექაურმა, სხვა თანამდებო­ბის პირთა დახმარებით, შანტაჟითა და მუქარით წაგვართვა.