ისევე როგორც ყველა ქვეყანაში, საქართველოშიც ყოველწლიურად აღინიშნება ყველაზე გავრცელებული გვარ-სახელების რაოდენობაში ცვლილებები. გთავაზობთ 2012 წელს საქართველოს იუსტიციის სახლის მიერ გამოვლენილ ყველაზე მრავალრიცხოვანი გვარ-სახელების ჩამონათვალს:
სახელები
მამაკაცი
1. გიორგი - 151.158; 2. დავითი - 77.636; 3. ზურაბი - 46.784; 4. ლევანი - 39.391; 5. ალექსანდრე - 33.374; 6. ირაკლი - 30.709; 7. მიხეილი - 28.151; 8. თამაზი - 27.877;
9. ნიკოლოზი - 25.915; 10. ავთანდილი - 24.846.
ქალი
1. ნინო - 95.102; 2. თამარი - 74.464; 3. მარიამი - 57.893; 4. მაია - 46.103; 5. ნანა - 40.244; 6. ქეთევანი - 38.631; 7. ნათელა - 34.909; 8. მანანა - 34.494; 9. ნათია - 33.626; 10. ანა - 32.682.
გვარები
მამაკაცი
1. ბერიძე - 12.419; 2. მამედოვი - 12.185; 3. კაპანაძე - 8.566; 4. ალიევი - 7.936; 5. გელაშვილი - 7.839; 6. მაისურაძე - 6.962; 7. გიორგაძე - 6.265; 8. ლომიძე - 5.565; 9. წიკლაური - 5.409; 10. ბოლქვაძე - 5.288.
ქალი
1. ბერიძე - 12.542; 2. მამედოვი - 11.490; 3. კაპანაძე - 8.636; 4. გელაშვილი - 85.115; მაისურაძე - 7.862; 6. ალიევი - 7.806; 7. გიორგაძე - 6.688; 8. ლომიძე - 6.231; 9. წიკლაური - 6.162; 10. ბოლქვაძე - 5.633.
გვარები
ქალი და მამაკაცი
1. ბერიძე - 24.962; 2. მამედოვი - 23.675; 3. კაპანაძე - 17.202; 4. გელაშვილი - 16.350; 5. ალიევი - 15.742; 6. მაისურაძე - 14.824; 7. გიორგაძე - 12.954; 8. ლომიძე - 11.796; 9. წიკლაური - 11.571; 10. ბოლქვაძე - 10.916.
ცნობისათვის
მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული გვარები:
1. ლი - ამ გვარს 100 მილიონზე მეტი ადამიანი ატარებს, გავრცელებულია ჩინეთში, ვიეტნამსა და კორეაში.
2. ჩანი - 100 მილიონი ადამიანი, კიდევ ერთი გავრცელებული ჩინური გვარი.
3. ვანი - ამ გვარის 94 მილიონი წარმომადგენელი ცხოვრობს კორეაში, ჩინეთში, იაპონიასა და ვიეტნამში. ვანი ჩინურად მეფეა.
4. გარსია - 10 მილიონზე მეტი. ესპანეთში მოსახლეობის 4 პროცენტი გვარად გარსიაა. ამ გვარის ხალხი ცხოვრობს კუბაზე, ესპანეთში, ფილიპინებზე, აშშ-სა და მექსიკაში.
5. გონსალესი - 10 მილიონი. ესპანეთში ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გვარია, ასევე ფართოდაა გავრცელებული არგენტინაში, ჩილეში, ვენესუელასა და პარაგვაიში.
6. სმიტი - ამ ინგლისური გვარის 4 მილიონზე მეტი წარმომადგენელი დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიაში, კანადასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, მხოლოდ აშშ-ში 3 მილიონი სმიტია.