რობერტ სტურუა:

რობერტ სტურუა:"თვალთმაქცო ევროპა, ვეღარ გაწვდიან ქართველი ჩასუქებული ტირანჩიკები ჯამაგირს?"

რეჟისორი რობერტ სტურუა ლობისტებს მიმართავს:

"ო, ლობისტებო, ლობისტებო! შემოგაკლდათ ქართველი ხალხის ფული, რომელსაც ჩვენი ლამაზი მთავრობა გიხდიდათ? ო, ლობიზმი, - ვთქვათ პირდაპირ, - ო, ქრთამო, მექრთამრეებო! დააკანონეთ ძარცვა პატარა ქვეყნების! ო, თვალთმაქცო ევროპა, ადამიანების უფლებებს ისტერიკულად რომ გვიქადაგებთ, ვეღარ გაწვდიან ქართველი ჩასუქებული ტირანჩიკები ჯამაგირს? ზამთრის კურორტებზე სეირნობა ვეღარ გამოგდით, ბავშვები ვერ დაისვენებენ შობის არდადაგებზე კორტინა დ'ამპეცოებში და ალპებში? იჭერენ თქვენ მათხოვარ ფავორიტებს? ო, ამერიკის ბობოლა ჩინოვნიკებო, დედამიწას თქვენ საკუთრებად რომ თვლით და საქართველოს ბედი კი ფეხებზე გკიდიათ? ცოტა ჭამეთ, არა? გაბრაზდით, არა? მაიამიში სახლებს ვეღარ ყიდულობთ? თუ სამართალი სამუდამოდ არ დაასამარეს ცივილიზაციის ერთგულმა შვილებმა (მე კი მჯერა, რომ ჯერ ცოცხალია), თქვენც მოგივლით კანონი, ღვთის კანონი მაინც, გახრწნილო ლობისტებო, ამერიკის ევროპის და საქართველოსი", - წერს რობერტ სტურუა.

რეჟისორის პოსტს ინტერნეტ-მომხმარებლები დადებითად ეხმაურებიან:

"რა სასიმოვნოდ გამაჟრჟოლა იდეალური მიმართვაააა, იდეალური!"

"ო, ბატონო რობერტ! ოდესმე, ვინმეს ხომ უნდა ეთქვა ეს?"

"მწარე სიმართლე!"