„საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ ახალი ვალდებულება ჩნდება?

„საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ ახალი ვალდებულება ჩნდება?

ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის თემების პოპულარიზაციის ვალდებულება „საზოგადოებრივ მაუწყებელს“, შესაძლოა, საკანონმდებლო დონეზე განესაზღვროს - ლაპარაკია ამ თემებისადმი მიძღვნილი სოციალური რეკლამის არადისკრიმინაციულ განთავსებაზე „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში. პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივით, მსგავსი ვალდებულება სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელებსაც შეეხებათ. რა აუცილებლობითაა ნაკარნახევი საკანონმდებლო ინიციატივა და რას ფიქრობენ ამ თემაზე „საზოგადოებრივ მაუწყებელში“?

”ნუ აღიქვამთ ამას ისე, თითქოს ვინმეს რაიმე სახის იძულებითი ვალდებულება უჩნდება”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე. მისი სიტყვებით, პირიქით, ქვეყანას აქვს ევროინტეგრაციის სურვილი და შესასრულებელი ვალდებულებები. მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტი არ ემსახურება ხელისუფლების ევროინტეგრაციისა და ნატოში გაწევრიანების სურვილის პიარს. ქვეყანას და უნდა გავითვალისწინოთ მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვაში, თუ ჩვენი დასამზადებელია ეს რეკლამა, ან, თუ არა და, პრობლემასაც ვერ ვხედავ, რადგან ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც მოგვაწვდის ამ ტიპის სოციალურ რეკლამას, ჩვენ მას განვათავსებთ, ჩვენ ეს ვალდებულება ისედაც გვაქვს...
ლევან გახელაძე

საშინაო დავალება შესასრულებელი და, ამ თვალსაზრისით, საზოგადოებაც მეტად უნდა იყოს ინფორმირებული ევროკავშირისა და ნატოს მიმართ არსებული ვალდებულებების შესახებ:

”აქედან გამომდინარე, ე.წ. სოციალური რეკლამა, რომელიც ისედაც არსებობს, და „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ იმიტომ არის „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, რომ ამგვარი სოციალური რეკლამა ჰქონდეს, იგი ამავე დროს ვალდებულია, რომ ეს, ასე ვთქვათ, ინფორმაცია ჩვენს მოსახლეობას მიაწოდოს”.

 ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ვიქტორ დოლიძის სიტყვებით, ქართულმა საზოგადოებამ გაცილებით მეტი უნდა იცოდეს იმ ვალდებულებების შესახებ, რომელთაც თუნდაც ევროკავშირთან ასოცირებული წევრობის ხელშეკრულება ითვალისწინებს - იქნება ეს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების საკითხი, რეადმისიის საკითხი ან, თუნდაც, გამარტივებული სავიზო მიმოსვლის საკითხები. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მედიაექსპერტ ზვიად ქორიძის აზრით, პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივა, უბრალოდ, ქართული საზოგადოების მიერ 2008 წელს გამოხატული პოლიტიკური ნების საკანონმდებლო ჩარჩოში მოქცევაა. ის ცუდს ვერაფერს ხედავს იმაში, რომ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ გაუჩნდეს ამ თემატიკის შემცველი სოციალური რეკლამის განთავსების საკანონმდებლო ვალდებულება:

”რაკი ეს პოლიტიკური ნებაა და სოციალური რეკლამაც სწორედ ამასვე ითვალისწინებს, რომ უნდა განთავსდეს უსასყიდლოდ და უნდა განთავსდეს არადისკრიმინაციულად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან კარგია, რომ ეს ვალდებულება ჩვენს „საზოგადოებრივ მაუწყებელს“, როგორც საზოგადოების ნების გამომხატველს, ექნება. თავისთავად, წესით და რიგით, არ უნდა იყოს ასეთი საუბარი საქართველოში, ვინაიდან ნებისმიერი სოციალური რეკლამის მიმართ, რომელიც საზოგადოების განვითარებისკენ არის მიმართული, არ უნდა იყოს დისკრიმინაციული დამოკიდებულება”.

პარლამენტის ახალი საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ საუბრისას „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან გახელაძე ვერ ხედავს აზრს იმაში, თუ რატომ უნდა გაიწეროს საკანონმდებლო დონეზე ვალდებულება, რაც „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ ისედაც აქვს. ამასთან, ის რამდენიმე საკითხის დაზუსტებასაც ითხოვს:

”ეს არის „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ვალდებულება, რომ მან უნდა დაამზადოს და განათავსოს თავის ეთერში ეს რეკლამა, თუ, სიტყვაზე ვამბობ, ამ რეკლამის დამამზადებელი არის ევროინტეგრაციის სამინისტრო ან თავდაცვის სამინისტრო, მე ეს არ ვიცი. ეს უნდა გავითვალისწინოთ მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვაში, თუ ჩვენი დასამზადებელია ეს რეკლამა, ან, თუ არა და, პრობლემასაც ვერ ვხედავ და რადგან ნებისმიერი ორგანიზაცია, ლევან გახელაძე რომელიც მოგვაწვდის ამ ტიპის 
სოციალურ რეკლამას, ჩვენ მას განვათავსებთ, ჩვენ ეს ვალდებულება ისედაც გვაქვს”.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ პარლამენტის საკონონმდებლო ინიციატივა არ გასცდება სოციალური რეკლამის განთავსების ვალდებულების მოთხოვნას და ის მაუწყებელს პროგრამულ პრიორიტეტებსაც არ განუსაზღვრავს, მიუხედავად იმისა, რომ, ლევან გახელაძის სიტყვებით, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის თემების პოპულარიზაცია ისედაც შედის „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პროგრამულ პრიორიტეტებში.

თავად საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი ვიქტორ დოლიძე ამბობს, რომ საუბარი მხოლოდ სოციალური რეკლამის განთავსებას შეეხება. ამასთან, მაუწყებელს არ გაუჩნდება ვალდებულება თავად დაამზადოს ასეთი რეკლამები. პროცედურულად კი, კანონპროექტს საკომიტეტო მოსმენის ეტაპი უკვე გავლილი აქვს და, ვიქტორ დოლიძის ვარაუდით, ის სესიაზე 5 დეკემბრისთვის გავა.