სოსო ჯაჭვლიანი:

სოსო ჯაჭვლიანი:"დანაშაულია, მანქანა რომ ვიყიდე?!"

"20 წლის განმავლობაში ერთი კი არა, რამდენიმე ჯიპი მყავდა და მყავს. როცა მე ფილმებს ვიღებდი და რამდენიმე ასეული ადამიანი დავასაქმე, ინვესტიცია შემოვიტანე საქართველოში, იმ ინვესტიციით ასეთი ალბათ, სულ ცოტა 10-20 მანქანის შეძენა შეიძლებოდა. 5-7 წლის განმავლობაში უნდა ვიხადო ფული, თუ ეს არ შეიძლება, მაშინ მაღაზიებიც არ უნდა იყოს. დანაშაულია მანქანა რომ ვიყიდე?" - განაცხადა ჯაჭვლიანმა "მაესტროს" პრესკლუბში სტუმრობისას.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, პარლამენტში გლდანის მაჟორიტარი დეპუტატის Toyota-ს მარკის ავტომობილით გამოჩენას, სოციალურ ქსელში დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. "ფეისბუქის" მომხმარებლებმა "პარლამენტი Online" სახელით დარეგისტირებულ გვერდზე ჯაჭვლიანის ახალი ავტომობილის ფოტოც გამოაქვეყნეს.

"Toyota Land Cruiser, V8, სკამები ჯერ კიდევ პოლიეთილენით შეფუთული, ამ მანქანით მოვიდა დღევანდელ სესიაზე დასასწრებად პარლამენტის წევრი, სოსო ჯაჭვლიანი", - ფოტოს ასეთი წარწერა ახლავს.