გოგა ხაინდრავა :

გოგა ხაინდრავა : "გასამართლების მერე კი, ვისაც უნდა იმან იღვაწოს საერთაშორისო დონეებზე კანიბალ სააკაშვილთან ერთად"

"ამ 8 წლის განმავლობაში იმდენად ღრმად წავიდა ნაციზმის მეტასტაზები, 1 და 6 თვეში ქვეყანა ბოლომდე ვერ გაიწმინდება. რეალურად, 2008 წელს, საერთაშორისო საზოგადოებას სინდისი, პატიოსნება და პრინციპულობა არ ეყო, აჰყვა პოლიტიკურ კონიუნქტურას და პრაქტიკულად, სათავე დაუდო იმ ბოროტებას, რაც ჯამში ციხეში მამაკაცების გაუპატიურებით დასრულდა. ამიტომ ამ დანაშაულს თანაბრად იზიარებს ე.წ დემოკრატიული სამყარო, პრეზიდენტი ბუში, მეტიუ ბრაიზა, პრეზიდენტი პუტინი და ევროკავშირის სხვადასხვა კომისიების ხელმძღვანელები, რომლებიც ამ ყველაფრს ხედავდნენ", - აცხადებს გოგა ხაინდრავა გაზეთ "ვერსიისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რატომ არ სურს ირაკლი ოქრუაშვილზე საუბარი და რა გეგმები აქვს გოგა ხაინდრავას.

"საერთაშორისო საზოგადოება გარკვეულ შემთხვევებში ცდება. მაგალითად, რასმუსენმა სრული უსუსურობა აჩვენა დიპლომატიასა და პოლიტიკაში. თვალნათლივ ვხედავთ, რომ თანამეგობრობის გარკვეული წრეები გუშინდელ დღეში დარჩნენ და ღიად ავლენენ სიმპათიებს კონკრეტული პირების მიმართ. დღეს გამოცდა მარტო საქართველოს კი არა, ნატოსა და ევროკავშირსაც აქვს ჩასაბარებელი - მათ ან ძველ კონიუნქტურას უნდა გადაუხვიონ, რადგან სააკაშვილი თავისი მმართველობის არც ერთი დღე "დემოკრატიის შუქურა" არ ყოფილა, ან იმ ჭაობში უნდა ჩაეფლონ, რომლის შედეგად არაერთი თაობა რუსი, ამერიკელი თუ თურქი პოლიტიკოსებისა სავალალაო შედეგამდე მივიდა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გოგა ხაინდრავა.

"ყველას გავახსენებ, რომ მიღებულია, პირველი 100 დღის განმავლობაში ახალ მთავრობას არ ერჩოდნენ, ეს ცუდი ტონია. ასეა მიღებული მსოფლიოში და ეს ამართლებს. საქართველოში კი თურმე, უკანალში ცოცხები ამართლებს, რაც ნორმალური ფსიქიკის მქონე ადამიანისთვის წარმოუდგენელია. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, არანორმალური ფსიქიკის მატარებლები ვართ - ყოველ შემთხვევაში ყველა იმ ადამიანმა, ვინც გამოვიდა და არაძალდატანებით, ანდაც ძალდატანებით არჩევნებზე ხმა "ნაციონალურ მოძრაობას" მისცა, ამით მან ხმა მისცა ცოცხს საკუთარი შვილის უკანალში. ეს ყველამ უნდა იცოდეს, ვინც ასე მოიქცა. რაც შეეხება 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს - წინ არავითარი არჩევანი არ არის - ქართველმა ხალხმა არჩევანი უკვე გააკეთა და დიდი ხანია, სააკაშვილი აღარავის პრეზიდენტი არაა - ის ცოცხების პრეზიდენტი და ცოცხების პარტიის ლიდერია", - ამბობს რესპონდენტი.

"მინდა ყველას პირობა მივცე, რომ ეს რეჟიმი აუცილებლად გასამართლდება, ყოველ მიზეზგარეშე, რა პოლიტიკური კონიუნქტურაც უნდა იყოს, რა ეშელონებიც უნდა იყოს - მაღალი, დაბალი, უცხოური თუ "შიდაწარმოების" - ყველა ვარიანტში ყველა გასამართლდება. მერაბიშვილი რომ განსასჯელის სკამზე იჯდება, ეს ისე ვიცი, როგორც ახლა თქვენ გიყურებთ. მას ვერ პუტინი უშველის, ვერც ბაკატინი, ვერც რუსეთში გაქცევა და ოშფორებში წაღებული ასობით მილიონი - მერაბიშვილი, ადეიშვილი, სააკაშვილი, ბარამიძე, გოგორიშვილი, უგულავა, ბოკერია - ყველანი სასამართლო დარბაზში დასხდებიან, დანარჩენს კი სამართალი და მთელი საქართველო იტყვის. ამას წინ ვერც ნატო აღუდგება და ვერც ვარშავის პაქტი. ამ თემაზე საზოგადოებაში კონსენსუსია და ჩვენს ოჯახში ჩარევის უფლება არავის აქვს. გასამართლების მერე კი, ვისაც უნდა იმან იღვაწოს საერთაშორისო დონეებზე კანიბალ სააკაშვილთან ერთად", - დასძენს გოგა ხაინდრავა.