ეკონომისტები და ბიზნესმენები გამუდმებული აქციებისა და მისი ხშირ-ხშირად დაშლის შედეგად გამოწვეული არასტაბილურობის გამო არასახარბიელო პერსპექტივას ამჩნევენ. მათი აზრით, ქვეყანაში უკვე იმდენად გაურკვეველი ვითარებაა, რომ ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფ ეკონომიკას დიდი საფრთხე ემუქრება.
ქართული ბიზნესის წარმომადგენელთა განცხადებით, პროცესები დიდხანს თუ გაგრძელდა, ეკონომიკური სიტუაცია ქვეყანაში კიდევ უფრო გაუარსედება. ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი უცხოური ინვესტიციების კლებას და ლარის გაუფასურებას ელის.
„პოლიტიკური არასტაბილურობა არა მარტო ჩვენნაირ პატარა ქვეყანაში, არამედ მსოფლიოს დიდ სახელმწიფოებშიც ცუდ გავლენას ახდენს ბიზნეს პროცესებზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ მოახდინოს დროული რეაგირება, რათა საზოგადოების და პოლიტიკის ამგვარი პოლარიზება არ მოხდეს. თუ მთავრობამ ეს გამოსავალი ვერ იპოვა, ქართულ ეკონომიკას რყევა ემუქრება, რაც ძალიან აზიანებს ბიზნეს პროცესებს. დღევანდელ სიტუაციაში დიდ პრობლემებს არ ველოდები, რადგან ხელისუფლებას ჯერ კიდევ აქვს ყველა ბერკეტი ამ რყევების თავიდან ასარიდებლად“, - აღნიშნა ბიზნესმენმა საუბრისას.
კომპანია „კულას“ დირექტორის ვანო გოგლიძის შეფასებით, დღეს ქვეყანაში არასტაბილური სიტუაციაა, რაც ბიზნესზე დანამდვილებით უარყოფითად აისახება. მიუხედავად ამისა, ბიზნესმენი ამბობს, რომ უცხოელი ინვესტორი რომ იყოს, საქართველოში ინვესტიციებს მაინც ჩადებდა.
„უცხოელი ინვესტორები საგადასახადო სისტემას უფრო აქცევენ ყურადღებას, ვიდრე პოლიტიკურ მდგომარეობას. ერთადერთი, რის გამოც საქართველოში ინვესტიციის განხორციელებაზე შეიძლება თავი შეიკავო, საგადასახადო სისტემაა. რაც უფრო მეტი წახალისება იქნება ამ მხრივ, უფრო მეტი ინვესტიცია განხორციელდება ქვეყანაში. სხვა მხრივ, მთავარია, ქვეყანა ვითარდებოდეს ეკონომიკურად და, ჩემი აზრით, დღეს ქვეყანა წინ მიდის“, - განაცხადა ბიზნესმენმა.
გაცილებით რადიკალური აღმოჩნდა „ფრესკოს“ პოზიცია. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, სუპერმარკეტების ქსელმა გაფიცვა გამოაცხადა. კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ქვეყანაში მოქალაქეთა ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვის ფონზე, ბიზნესს კანონის ფარგლებში პროტესტის გამოხატვის გარდა, სხვა გზა არ რჩება, რის გამოც, კომპანია 24 საათით სრულ გაფიცვას აცხადებს.
„ძვირფასო მომხმარებლებო, მიგვაჩნია, რომ ის, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება, ჩვენთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის კონსტიტუციური უფლების წართმევაა! დღეს, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ადამიანის ფუნდამეტური უფლება - აზრისა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება იზღუდება. რთულია, ამ სიტუაციაში იყო უმოქმედოდ, მაგრამ ისეთი კანონმორჩილი კომპანიისთვის, როგორიც „ფრესკოა“ მიუღებელია გასცდე კანონის ფარგლებს. ამიტომ, ჩვენი პროტესტის გამოხატვის ერთადერთ შესაძლებლობას ჩვენ ვხედავთ ჩვენი ქსელის მუშაობის დროებით შეჩერებაში - ერთი დღით, 2019 წლის 19 ნოემბრის 00:00 საათიდან, 2019 წლის 20 ნოემბრის 00:00 საათამდე დაიკეტება „ფრესკოს“ ყველა სუპერმარკეტი. ჩვენ ამ ფორმით ვაფიქსირებთ ჩვენს პროტესტს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
არსებულ ვითარებას ეხმიანებიან ეკონომიკის ექსპერტებიც. აკაკი ცომაიას მიაჩნია, რომ ქვეყანაში მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური ფონია.
„განსხვავებულს ვერაფერს ვიტყვი, გარდა იმისა, რომ სწრაფი ტემპით უკან მივდივართ. მიმდინარე მოვლენები, რასაკვირველია, გავლენას ახდენს ეკონომიკურ გარემოზე. ასევე უარყოფითად აისახება საინვესტიციო გარემოზეც. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ საქართველოში ინვესტირება დიდ რისკებთანაა დაკავშირებული, რაც განაპირობებს ინვესტიციების შემცირებას და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას“, - განუცხადა „კომერსანტს“ ცომაიამ.
მისი აზრით, გავრილოვის აქციიდან მცირე დროში განვითარებული მოვლენების კვალი ქვეყანას მძიმედ დააჩნდება, რაც ლარზე უკვე აისახა.
„მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ ბანკს აქვს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა, კურსი შესაძლოა, კიდევ უფრო გაუფასურდეს. არადა, ბევრი რამაა დამოკიდებული უცხოური ვალუტის შემოდინებაზე, თუ უცხოური ვალუტის შემოდინება შემცირდა, კიდევ უფრო მეტად გაუფასურდება ლარი“, - აცხადებს ცომაია.
"ლიტერატურიდან", ხელოვნებიდან ჩვენ ამოვშანთავთ მათ ყოფით რაობას, განვაცალკევებთ მხატვრებს, გავუქრობთ სახვითი ხელოვნებით დაკავების სურვილს და იმ არსის ძიებისასაც, რასაც ხალხთა მასების სულის სიღ/რმეში აქვს ადგილი. მწერლობა, თეატ/რი, კინო, გამოცემები - ყველაფერი უნდა გამოსახავდეს და ქებას შეასხამდეს ადამიანის ყველაზე დაცემულ გრძნობებს. ჩვენ ყველანაირად დავუჭერთ მხარს და წინ წამოვწევთ ისეთ ხელოვანთ, რომელნიც ადამიანთა ცნობიერებაში დაამკვიდრებენ და დღენიადაგ ჩასჩიჩინებენ სექსის, ძალადობის, ღალატის კულტს - ერთი სიტყვით, ყველანაირ უზნეობას.
სახელმწიფოს მმართველობაში შევქმნით ქაოსსა და გაუგებრობას; შეუმჩნევლად, მაგრამ გამძაფრებულად და მუდმივად შევუწ/ყობთ ხელს მოხელეთა და მექრთამეთა თვითნებობას, უზნეობას. თავხედობა და საქმეთა გაჭიანურება აყვანილი იქნება სათნოების სიმაღ/ლეზე.
პატიოსნება და წესიერება წარსულის გადმონაშთად გადაიქცევა, გამასხარავდება და აღარავის დასჭირდება. უზრდელობა და თავხედობა, ცილისწამება და ტყუილი, ლოთობა და ნარკომანია, ერთიმეორის ცხოველური შიში და ურცხვობა, გამცემლობა და გაუტანლობა და ერთა შორის, აღმსარებლობათა შორის და თაობათა შორის მტ/რობა - ყოველივე ამას ოსტატურად და შეუმჩნევლად დავნერგავთ, ეს ყველაფერი აყვავდება.
მხოლოდ ცოტანი, ძლიერ მცირენი თუ მიხვდებიან და გაიგებენ იმას, რაც ხდება, მაგრამ მათ უმწეო მდგომარეობაში ჩავაგდებთ, ხალხის სამასხარაოდ გავხდით, გამოვძებნით ხერხს, რათა მათ ცილი დასწამონ და გამოაცხადონ საზოგადოების ნაძირლებად.... ჩვენ ვიბრძოლებთ ადამიანთა გარყვნისათვის ბავშვობისა და ჭაბუკობის ასაკიდან, ყოველთვის გავაკეთებთ არჩევანს ახალგაზრდებზე, რომ მოვთაფლოთ და გავხრწნათ ისინი. ახალგაზრდებისაგან შევქმნით ზნედაცემულ, სულიერებისაგან დაცლილ ჯაშუშებსა და მოღალატეებს".
ალენ დალე/სის "ნაშრომის" გამოქვეყნება "კვირის პალიტრის" ინტერნეტსაიტზე: www.kvirispalitra.ge მოდელირებულ "ქრონიკაზე" მსჯელობას მოჰყვა.