ომი და პრაიდი უკრაინაში

ომი და პრაიდი უკრაინაში

დღეს მსოფლიო ვლადიმერ პუტინის პასუხის მოლოდინშია. პასუხი კი ყველამ იცის, რომ იქნება სასტიკი, რომელსაც აშშ, დიდი ალბათობით, არ დაგმობს. დასავლელ დიპლომატებზე დაყრდნობით „როიტერი“ წერს, რომ სამხედრო თვითმფრინავებზე თავდასხმის საპასუხოდ, რუსეთი უკრაინის სამთავრობო შენობებზე გეგმავს შეტევას. გავრცელებული ცნობით, რუსეთის პასუხი მომდევნო დღეებშია მოსალოდნელი და ეს იქნება მასშტაბური, სასტიკი თავდასხმა.

პარალელურად, „კარნეგის ფონდის“ თანამშრომელი მაიკლ კოფმანი აცხადებს, რომ რუსეთმა, შესაძლოა, სცადოს შურისძიება უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შენობაზე, რეგიონული სადაზვერვო სამსახურების შენობებსა და უკრაინის თავდაცვის წარმოების ცენტრებზე. აშშ-ში ფიქრობენ, რომ რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის წინააღმდეგ საპასუხო მუქარა ჯერ სერიოზულად არ განხორციელებულა და, სავარაუდოდ, ეს მნიშვნელოვანი, მრავალმხრივი დარტყმა იქნება.

ახლა უკრაინა ფართომასშტაბიანი შეტევის მოლოდინშია, პარალელურად კი, ფრონტის ხაზზე ეტაპობრივად დომინანტობას კარგავს უკრაინული მხარე. დაჯგუფება „ცენტრი“ დონეცკის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრამდე მივიდა და შეტევის განვითარებას დნეპროპეტროვსკის ოლქის ტერიტორიაზე აგრძელებს.

რუსეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ „ცენტრის“ მებრძოლებმა გაანეიტრალეს 13 უკრაინული ბრიგადის ფორმირება დონეცკის რეგიონის დიმიტროვის, კრასნოარმეისკის, პეტროვსკოეს, ნოვოტორეცკოეს, ნოვოპავლოვკის, ნოვონიკოლაევკის, ალექსეევკის, ნოვოუკრაინკისა და ნოვოსერგეევკის რაიონებში.

ამასთან, რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ უკრაინის ხელმძღვანელობა მოლაპარაკებებში ომის რეალობის აღიარებაზე თუ უარს იტყვის, ის ადგილზე ახალ რეალობას დაინახავს. თავის მხრივ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის მიერ რუსული საავიაციო ბაზების დაბომბვამ მოსკოვს ახალი მასშტაბური შეტევების განხორციელებისთვის საბაბი მისცა.

„მათ პუტინს მისცეს საბაბი, რომ ჯოჯოხეთურად დაებომბა ისინი. როდესაც ეს დავინახე, ვთქვი, აი, და დაიწყო. ახლა შეტევა იქნება“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

უკრაინის პრეზიდენტი ისევ აშშ-ს აკრიტიკებს და დაადასტურა, რომ აშშ-მა უკრაინისთვის განკუთვნილი თავდაცვის სისტემები ახლო აღმოსავლეთში გადაიტანა. ABC News-თან ინტერვიუში ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ეს იყო სპეციალური თავდაცვის სისტემები, რომლებსაც უკრაინა რუსული „შაჰედების“ ჩამოსაგდებად იყენებდა.

„ჩვენ სერიოზული პრობლემები გვაქვს „შაჰედებთან“ დაკავშირებით, ჩვენ ვებრძვით მათ და ალბათ, ვიპოვით გზას მათ გასანადგურებლად. მაგრამ ჩვენ ერთი რამ გადავწყვიტეთ - ეს იყო წინა ადმინისტრაციის დროს, თავდაცვის მდივან ოსტინთან ერთად განვიხილეთ ერთი პროექტი, რომელზეც დიდ იმედებს ვამყარებდით. ეს განსაკუთრებული ტექნოლოგიაა, რომელზეც უკრაინა იმედებს ამყარებდა. ჩემმა თავდაცვის მინისტრმა მაცნობა, რომ ამერიკამ ეს სისტემები ახლო აღმოსავლეთში გადაიტანა“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მაშინ, როდესაც უკრაინა ყოველდღიურად კარგავს ტერიტორიებს, სამხედრო თუ სამოქალაქო პირებს, ამ ვითარებაში ქვეყანა ლგბტ მარშს მართავს და ამას ხელისუფლება მხარს უჭერს. კიევის პოლიციამ ლგბტ მარშის მოწინააღმდეგე აქტივისტები დააკავა, რომლებიც დაუპირსპირდნენ „კიევი პრაიდ პარკის მონაწილეებს“. ადგილობრივი მედიის ცნობით, პრაიდის მონაწილეებს შორის სამხედრო მოსამსახურეებიც იყვნენ. ასეთია დღეს უკრაინული რეალობა.

ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძის შეფასებით, უზნეობის მწვერვალია, როდესაც იბომბება კიევი, მოსალოდნელია მასშტაბური თავდასხმა, უარს აცხადებენ ომში გარდაცვლილების მიღებაზე, ამის პარალელურად იმართება ლგბტ პარადი, რაც რეალური ნეოტროცკიზმია.

„იქიდან გამომდინარე, ვინ არის უკრაინის დღევანდელ ხელისუფლებაში, ეს გასაკვირი არ არის. დღევანდელ უკრაინის ხელისუფლებაში არიან ნეო-ტროცკისტები, ისინი, რომლებიც ზუსტად წლების წინ ჩადიოდნენ იმას, რასაც დღეს ჩადის უკრაინის ხელისუფლება. მეტსაც ჩადის, ვიდრე ისინი. ნეოტროცკისტების უმთავრესი მტერი არის მართლმადიდებლობა, მართლმადიდებლური სარწმუნოება, რომელსაც ძირფესვიანად ებრძვიან.

ნახეთ, 15-20 წლის უკან რა მოხდა რუსეთში, როდესაც შევიდნენ რუსეთის მთავარ ტაძარში სატანისტური წრეების წარმომადგენლები, ცეკვები და უბედურებები გამართეს. როგორც კი დაიწყო უკრაინაში ომი, მაშინვე დაიწყო შეტევები მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ, მაშინვე დაიწყო უკრაინის ეკლესიის გახლეჩვა, მართლამადიდებლების გახლეჩვა და ა.შ. ჩემთვის სამწუხაროა, რომ სატანისტურმა ძალება მიაღწიეს იმას, რომ მართლმადიდებლები ერთმანეთისთვის დაეპირისპირებინა და ერთმანეთს ჭყლეტენ. ეს არის ყველაზე დიდი უბედურება დედამიწაზე. ეშმაკი ამ დროს ხარხარებს“, - აცხადებს ანალიტიკოსი.

რაც შეეხება ლგბტ-ს მარშს, როგორც გვენეტაძე აცხადებს, ევროკაშვირმა გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც აღნიშულია, რომ უკრაინამ და მოლდოვამ ყველა დავალება შეასრულეს. მისი თქმით, დავალებებისგან მთავარი ყოფილა ადამიანების დახოცვა ომში და მერე ლგბტ პარადების ჩატარება.

„ამიტომ, გასაკვირი არაფერია იქიდან გამომდინარე, რასაც ესენი საქართველოში აკეთებენ. ნახეთ, მერამდენე რეზოლოუცია მიიღეს მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონი და ამაზე ატეხეს უბედურება. ამიტომ, მსოფლიომ უნდა გააცნობიეროს, რომ ეს ომი და ის, რაც ლგბტ პროპაგანდის თვალსაზრისით მიმდინარეობს მსოფლიოში, ეს არის მსოფლიოს სატანისტური ძალების მოქმედება, რომელიც საქართველოშიც არის. ქრისტეს გამოსახულებიანი კუბო დაწვეს და გვახსოვს როგორი აღტაცებით შეხვდნენ ისინი, რომლებიც არჩევნებში აპირებენ მონაწილეობის მიღებას.

კერძოდ, „ლელო“, იაგო ხვიაჩიას „გირჩი“ და სხვები ტაშს უკრავდნენ ორჯერ განათხოვარ მამაკაცას, ვიღაცა როთს, რომელიც ქართულ ეკლესიას, სახელმწიფოს და ტრადიციებს ლანძღავდა რუსთაველზე. მოდით, პირდაპირ ვთქვათ, რომ არა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი ბრძენი პატრიარქი, დღევანდელ დღეს ჩვენთან არანაკლები ვითარება იქნებოდა ვიდრე უკაინაშია დღეს. გასწორებული ვიქნებოდით მიწასთან და როკვა იქნებოდა თაბაგარების, სუბელიანების, „ტვ პირველის“ ჟურნალისტების და მათი ე.წ. შაიკის. ეს არის მიზანმიმართული გეგმა, რომელსაც ახორციელებს ნეოტროცკისტული სატანისტური ძალები, მაგრამ საქმე იქეთკენ მიდის, რომ ესენი დამარცხდებიან აუცილებლად. ეს ისტორიული პროცესია და ამას ვერავითარი ძალა წინ ვერ აღუდგება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძემ.

ანალიტიკოსი და „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი აცხადებს, რომ უკრაინაში დაკავებული პრაიდის მოწინააღმდეგე ადამიანებს, სავარაუდოდ, ომის წინა ხაზზე გაგზავნიან, თუმცა პრაიდის არც ერთ მონაწილეს იგივე არ ემუქრება.

„ქართველობა - ქართველობაა. არა აქვს მნიშვნელობა, სააკაშვილის მმართველობაა, თუ არა. აგვისტოს ომის დროს, თუ მის შემდეგ, აზრად არ მოუვიდოდა ვინმეს პრაიდი ჩაეტარებინა თბილისის ქუჩებში. კიევს - აზრად მოუვიდა. დღეს უკრაინის დედაქალაქში პრაიდის დროს, პოლიციამ ლგბტ-ს თემის მოწინააღმდეგე რამდენიმე ახალგაზრდა აქტივისტი დააკავა. დიდი ალბათობით, მათ ომის წინა ხაზზე გააგზავნიან.

უდიდესი ალბათობით, პრაიდის არც ერთ მონაწილეს ეს საპატიო „პატრიოტული“ მისია არ დაემუქრება. პოლიციის თანამშრომლებმა აქციის პროტესტის მონაწილენი ხელბორკილებით მიწაზე დააწვინეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. კიევის ერთ-ერთი ცენტრალური, მიხაილოვის მოედანი, ახლაც აყვანილია პოლიციურ ალყაში, აყვანილი ადამიანების რაოდენობაზე ინფორმაცია არ ვრცელდება. მერე რა, რომ ომია - პრაიდი პრაიდად რჩება...“, - წერს დავით ქართველიშვილი.