სააკაშვილ-ქობალიას დეუტმა ამჯრპად საზღვაო ადმინისტრაციაზე მიიტანა იერიში და პირწმინდად ყველა ჰაერში (უფრო სწორად - ზღვაში) დატოვა. თუმცა, ამ ხალხმა ყველაფერი თავის თავს უნდა დააბრალოს. ევროკავშირმა ზღვაოსნობის კუთხით ხომ შავ სიაში შეგვიყვანა.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საზღვაო ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი თანამდებობიდან გაათავისუფლა. საზღვაო ადმინისტრაციაში არსებულ პრობლემებს კი პროკურატურა გამოიძიებს.
დათხოვნის მიზეზი ქართველი მეზღვაურების ევროკავშირის ქვეყნების მიერ შავ სიაში შეყვანა და საქართველოს საზღვაო ადმინისტრაციაში არსებული პრობლემები გახდა. კერძოდ, ქართველი მეზღვაურებისთვის მიუწვდომელი ხდება ევროპულ გემებზე მუშაობა. ასევე, საზღვაო-სანაოსნო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ევროკავშირის ქვეყნები ქართველ მეზღვაურებთან თანამშრომლობაზე უარს ამბობეს, რადგან საქართველოში გაცემულ დიპლომებს არ აღიარებენ.
დათხოვნის გადაწყვეტილება ანაკლიაში პრეზიდენტის პრემიერ-მინისტრთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან და მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან შეხვედრისას გახდა ცნობილი.
“წლების განმავლობაში საზღვაო სფერო ინგრეოდა. ჩვენ უკვე რამდენიმე გართხილების წერილი მივიღეთ. ჩემს ხელთ არის 29 იანვარს ევროკავშირში ჩვენი ელჩის გამოგზავნილი წერილი, რომელიც გვაფრთხილებდა, რომ შეიძლება ჩვენი ზღვაოსნები შავ სიაში შეიყვანონ, შემდეგ არის პირველი აპრილის წერილი და ჩვენ დღეს მივიღეთ სიტუაცია, როცა ათასობით ადამიანი შეიძლება საერთოდ შემოსავლის გარეშე დარჩეს. იმის გათვალისწინებით, რომ ამ ადამიანებს ზოგად ეკონომიკაში შეაქვს წვლილი, ეს არის ძალიან დიდი დარტყმა შავი ზღვისპირეთის ეკონომიკაზე”, - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე აზრით, სახეზეა დანაშაული თანამდებობის პირების მხრიდან, ამიტომ აღნიშნული საკითხით უნდა დაინტერესდეს პროკურატურა და კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.
“აშკარად სახეზეა სრული, მინიმუმ, უპასუხისმგებლობა და დანაშაული თანამდებობის პირების მხრიდან. აი, რა შეუძლია კონკრეტული თანამდებობის პირის არაკომპეტენტურობას, იმედია, რომ ამას პროკურატურა გამოიძიებს. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და არსებული საზღვაო ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი გათავისუფლებულია თანამდებობიდან. ეს ხალხი უშუალოდ აგებს პასუხს იმაზე, რა განუკითხაობაც იყო ამ სფეროში.
განათლების სისტემაში საშინელი ჩავარდნა იყო და ეს არის ნათელი, რომ საზღვაო აკადემია იყო მიშვებული და ამ აკადემიიდან დარჩა მხოლოდ ლამაზი შენობა. ამიტომ, ვინც იყო შეხებაში ამ სფეროსთან, მათაც მოეთხოვებათ პასუხი და ეს არის მთლიანი მთავრობის პასუხისმგებლობა. ეს არის ისეთი საკითხი, რომელზეც განგაშის ზარები ყველას უნდა დაეკრა. ჩვენ გვჭირდება სერიოზული ზომების მიღება და წესრიგის დამყარება ამ სფეროში”, - განაცხადა სააკაშვილმა.
ქართველმა მეზღვაურებმა მომავლი წლიდან, შესაძლოა, იმ გემებზე მუშაობა ვეღარ შეძლონ, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში შედიან. აღნიშნული შეზღუდვა ქართველ მეზღვაურებთან დაკავშირებით ევროპის საზღვაო ორგანიზაცია შ-ს გადაწყვეტილებას უკავშირდება. ამჯამად ქართული მხარე ბულგარულ მხარესთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, რათა ამ ქვეყანამ საქართველოს სტატუსის აღდგენის ინიცირება მოახდინოს
თურმე არსებული პრობლემები უცნობი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკოლოზ გილაურისთვის, რადგან ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა მას ინფორმაცია არ მიაწოდა.
“მნიშვნელოვანია, რომ სიტუაცია გამოსწორდეს და რაც გასაკეთებელია, გავაკეთოთ. სიტუაციის გამოსწორება ვერ მოხდება ერთ თვეში და ორ თვეში, მაგრამ უნდა დაიწყოს ახლა. პირველი ეტაპზე იქნება საკადრო ცვლილებები.
ახალი კადრები უკვე შერჩეული გვყავს. აუცილებელია ვითანამშრომლოთ ევროკავშირთან. უნდა ჩამოვიყვანოთ ექსპერტები საზღვაო სფეროში და ერთად შევიმუშაოთ გეგმა სიტუაციის გამოსასწორებლად”, - განაცხადა მინისტრმა ვერა ქობალიამ.