მიდის თუ რჩება? - ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ანაკლიის პორტის უმსხვილესი ინვესტორის შესახებ

მიდის თუ რჩება? - ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ანაკლიის პორტის უმსხვილესი ინვესტორის შესახებ

ანაკლიის პორტთან და მის ინვესტორებთან დაკავშირებით ისეთი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება, რომ სიმართლის გარკვევა ძალიან ჭირს. როგორც ჩანს, ყველაფერი საინფორმაციო ბრძოლაში გადაიზარდა და მხარეები ამით ცდილობენ პოზიების გამყარებას.

პარასკევს ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, უმსხვილესმა ინვესტორმა „კონტი ჯგუფმა“ კონსორციუმიდან გასვლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება შეცვალა.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ავრცელებს დღეს მიღებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც „კონტი ინტერნეიშენელმა“ შეცვალა გადაწყვეტილება პროექტიდან გასვლის თაობაზე და შესაბამისად, კვლავ რჩება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აქციონერად“, - ნათქვამია განცხადებაში.

მალევე კონსორციუმის ხელსძღვანელმა ლევან ახვლედიანაც დაადსტურა, რომ „კონტის“ დარჩენა საინვესტიციო ბანკებთან შეთანხმების მიღწევაზე დადებით გავლენას იქონიებს.

„როგორც დღეს დავადასტურეთ განცხადებით, „კონტი ჯგუფმა“ შეცვალა გადაწყვეტილება და გადაწყვიტა პროექტში დარჩენა. მისი წილი რჩება იგივე, რაც იყო, ანუ 42%-ის ფარგლებში და ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით ამ გადაწყვეტილებას და ვფიქრობთ, რომ ეს იყო ძალიან დროული.

როგორც ჩვენ გასვლის მიზეზებზე არ გავაკეთეთ განცხადება, არც ახლა გვაქვს უფლება, რომ ვილაპარაკოთ დარჩენის მიზეზებზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ „კონტი“, ადრე თუ გვიან, თავად გააკეთებს ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადებას.

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ის პარტნიორი, რომელთან ერთადაც ჩვენ მოვიგეთ ტენდერი, რჩება პროექტში და შესაბამისად, ეს ხაზგასასმელი ფაქტორია. დანარჩენი ახალი პარტნიორების მოზიდვის კუთხითაც დადებითად ზეგავლენას იქონიებს. ეს ჩვენთვის ძალიან კარგია“, - განაცხადა ახვლედიანმა.

ამ დროისთვის „კონტი ჯგუფს“ ანაკლიის პორტის პროექტში 5.5 მლნ დოალრის ინვესტიცია აქვს ჩადებული.

მოგვიანებით კი, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის 42%-იანი წილის მფლობელმა კომპანიამ საგანგებო განცხადება გაავრცელა. ოფიციალური წერილი „კონტი ჯგფისგან“ „ბიემმა“ მიიღო.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ქართული მედიის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, კომპანიას ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან გასვლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ შეუცვლია.

„ამ წლის დასაწყისში „კონტი ინტერნეშენელმა“, „კონტი ჯგუფის“ წევრმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დამფუძნებელმა პარტნიორმა მიაღწიეს შეთანხმებას, გაყიდონ საკუთარი წილი ანაკლიის პორტის პროექტში და დატოვონ კონსორციუმი.

მიმდინარე ტრანზაქციას სჭირდება საქართველოს მთავრობის და კონსორციუმის სხვა წევრების შეთანხმება, ამ დრომდე არც ერთი ეს შეთანხმება მიღწეული არ არის და მათი მიღწევა ნაკლებ სავარაუდოა დათქმულ ვადამდე. შედეგად, ტრანზაქციის დახურვა ვერ მოხერხდება და დახურვის დრო ოქტომბრის ბოლოს ამოიწურება.

მიუხედავად იმისა, რომ კონსორციუმმა ვერ შეასრულა ტრანზაქციის ვალდებულება, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საპირისპიროდ, ვაცხადებთ, რომ „კონტის“ პოზიცია უცვლელია. კონტი გააგრძელებს ანაკლიის პორტის პროექტში საკუთარი წილის გასხვისების პროცესს და დატოვებს კონსორციუმს კონსტრუქციულად ისე, რომ ზიანი არ მიაყენოს პროექტის დასრულებას.

ამდენად, „კონტი“ შეასრულებს ყველა იმ პირობას, რაც საჭიროა კონსორციუმის თანმიმდევრულად და განჭვრეტ ვადაში დატოვებისთვის. „კონსტის“ ყოველთვის სჯეროდა და დღესაც სჯერა ანაკლიის პორტის პროექტის. მზად არის კონსტრუქციული ურთიერთოებებისთვის კონსორციუმთან, საქართველოს მთავრობასთან და მსესხებლებთან იმ პროცესშიც, როცა ის ტოვებს კონსორციუმს და იმედს იტოვებს, რომ კონსორციუმის სხვა წევრები პროექტს უახლოეს მომავალში დაასრულებენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ფაქტია, რომ უმსხვილეს ინვესტორთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება. შესაბამისად, ყველა ახალ ცნობას ეჭვს აღძრავს. მაგალითად, უკვე გავრცელდა ცნობა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში ინვესტირებას ამერიკული საინვესტიციო ჰოლდინგი cerberus capital management-ი გეგმავს. ეს სწორედ ის ამერიკული ფონდია, რაზეც ბოლო კვირების განმავლობაში ანაკლიის განვითარების კონსორციუმის თანადამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე საუბრობდა, მაგრამ კომპანიის ვინაობას არ ასახელებდა.

საინვესტიციო ჰოლდინგის წარმომადგენლები თბილისში იმყოფებიან და ინფრასტრუქტურის სამინისტროში შეხვედრებიც გამართეს, თუმცა აღნიშნულს არც მაია ცქიტიშვილის უწყებაში ადასტურებენ და არც - ანაკლიის განვითარების კონსორციუმში.

cerberus capital management-ი 27 წლის წინ, ბიზნესმენმა სტივ ფაინბერგმა დააფუძნა. ფონდის აქტივები 2018 წლის მდგომარეობით, 40 მილიარდ დოლარს შეადგენს. მისი დამფუძნებელი სტივ ფაინბერგი, იმავდროულად, თეთრ სახლში იკავებს მაღალ თანამდებობას - ის პრეზიდენტ დოლანდ ტრამპის სადაზვერვო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეა.

petrekupry A პუმქტში მიდის, B პუნქტში - რჩება!
5 წლის უკან
tngh ვინმეს უნახავს ანაკლიის პორტის ეკონომიური დასაბუთება ან ფინანსური უზრუნველყოფა... სხვა პროექტებზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. მხოლოდ დილეტანტურ-პოპულისტური განცხადებები ისმის პორტის აუცილებლობის შესახებ...
5 წლის უკან