გაზის ტარიფი, შესაძლოა, 3 წელიწადში ერთხელ დადგინდეს, დენისა კი - გაძვირდეს

გაზის ტარიფი, შესაძლოა, 3 წელიწადში ერთხელ დადგინდეს, დენისა კი - გაძვირდეს

სემეკის ახალი თავმჯდომარე ენერგეტიკის დარგში არსებულ პრობლემებზე და ტარიფების დადგენის მეთოდზე საუბრობს. ცვლილება შეიძლება განხორციელდეს ნებისმიერი მიმართულებით, მათ შორის კომუნალური გადასახადის ზრდის მხრივაც.

ბუნებრივი აირის ტარიფი შესაძლოა, არა ყოველ წელს, არამედ სამი წლის ვადით განისაზღვროს. სემეკის ახალი თავმჯდომარე დავით ნარმანია ასეთი მოდელის შემოღებას არ გამორიცხავს.

„ბუნებრივი აირის სექტორშიც გვინდა, რომ გადავიდეთ სამწლიან ტარიფებზე. ამან გაამართლა ელექტროენერგიისა და წლის ტარიფებთან დაკავშირებით, რადგან საშუალოვადიან პერიოდში ვხედავთ სოციალურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს. გაზის სექტორშიც ვხედავთ, რომ შესაძლებელია და კანონმდებლობაც გვაძლევს საშუალებას, სამწლიანი ტარიფები დავადგინოთ“, - აცხადებს ნარმანია.

რაც შეეხება ყველაზე აქტუალურ საკითხს - მოსალოდნელია თუ არა ელექტროენერგიისა და წყლის ტარიფების ზრდა წლის ბოლოსთვის, სემეკის ახალი თავმჯდომარე ამ შესაძლებლობას 2020 წლისთვის გარკვეულწილად უშვებს კიდეც.

„ამ ეტაპისთვის ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ ჯერ ელექტროენერგიის ნაწილში ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არაა, თუმცა თუ მომავალშიც ასე გაგრძელდება, ჰესები არ აშენდება და იმპორტი გაგვეზრდება, შესაძლებელია, რომ მომდევნო ტარიფის გაანგარიშებისთვის 2020 წლის ბოლოს ამის საჭიროება დადგეს.

რაც შეეხება წყლის ტარიფს, ევროპის მარეგულირებელი ნორმების მოთხოვნაა და ხდება დაახლოება ევროპულ სისტემასთან. დღეს ჩვენთან სამომხმარებლო ტარიფი უფრო დაბალია, კომერციული მაღალია. ამ საკითხზე ცალკე მუშაობა მოგვიწევს და ეს მოდელი დიდხანს ალბათ, ვერ შენარჩუნდება“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ნარმანიამ.

სემეკის ახალი თავმჯდომარე ამბობს, რომ საქართველოში ბოლო პერიოდში ძალიან გაიზარდა ელექტროენერგიაზე მოთხოვნა და თუ ადეკვატურად არ განვითარდა ადგილობრივი გენერაცია, არ აშენდა ჰესები, ქარის სადგურები და სხვა ობიექტები, სულ უფრო მეტად დამოკიდებული გავხდებით იმპორტზე.

„იმპორტირებული ელექტროენერგია ხშირ შემთხვევაში, განსაკუთრებით ზამთრის სეზონზე ძვირია, ამიტომაც აუცილებელია, რომ იგივე გაჩერებული ჰესები, რაზეც გარკვეული წინააღმდეგობებია, მოსახლეობასთან სწორი კომუნიკაციით, ამ ყველაფრის მათთვის შესაბამისი ახსნით გავაგრძელოთ და თუ რომელიმე ჰესს უარყოფითი ზეგავლენა აქვს გარემოზე, მხოლოდ მასზე ვთქვათ უარი.

სხვა შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, რომ გარკვეული უხერხულობების ან ასე ვთქვათ, მოსახლეობის პროტესტის გამო უარი ვთქვათ ჰესების მშენებლობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, უნდა ვიცოდეთ, რომ მუდმივად გაგვეზრდება იმპორტი, იმპორტირებული ენერგია არის ძვირი და ეს ძვირი ენერგია აუცილებლად აისახება ტარიფზე. ასე რომ, თუ არ გვინდა გაგვიძვირდეს ტარიფები, უნდა ავაშენოთ ჰესები“, - აცხადებს ნარმანია.

მის მოსაზრებას იზიარებენ ენერგეტიკოსებიც. ისინი კარგა ხანია მიუთითებენ, რომ ენერგოდეფიციტი მუდმივად იზრდება, რაც უკვე საფრთხეს წარმოადგენს. ენერგეტიკის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი ანზორ ჭითანავა აცხადებს, რომ არსებული ვითარება სულ უფრო მეტად ხდის ნათელს იმ შეცდომებს, რასაც ხელისუფლება ენერგეტიკაში უშვებს.

„ზამთარში ჩვენ, ყოველთვის გვიჭირს და დენს ვყიდულობთ მეზობელი ქვეყნებიდან, მაგრამ ბოლო პერიოდში უკვე ზაფხულშიც გვიჭირს. ეს მაჩვენებელი, გაზრდილი მოხმარების გამო, გაცილებით მაღალი იქნება წელს, ვიდრე იყო შარშან. შესყიდვის პარამეტრები იქნება 2 მლრდ კვტ/სთ-ს ფარგლებში, თუ მეტი არა. ეს ძალიან მძიმედ დაწვება ელექტროსისტემას და გარკევული კორექტირების შეტანა გახდება საჭირო. 12 მლრდ-იან მოხმარებაში 2 მლრდ კვტ/სთ-ს შესყიდვა ნიშნავს რომ 1/6 არის საყიდელი. თუ ამას არ გავაკეთებთ, გვექნება ეკონომიკური სტაგნაცია“, - აცხადებს ჭითანავა.

brenda greg მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ გამიზიარეს ჩემი გამოცდილება, მე მქვია ბრენადა და ბედნიერად ვიყავი დაქორწინებული. სანამ ქმარმა არ თქვა, რომ მას ვტყუობდი, მაშინ ჩვენ ორივე წყვილი ვიყავით. ჩვენ მას ვერ ვიჯერებდით, არც ის ენდობოდა ჩემს სიტყვებს, ასე რომ, ჩვენ განქორწინება გამოვიტანეთ, მოგვიანებით დაშორდით და პირობა დადო, რომ არასდროს შევსება. დიდხანს ვცდილობდი შემეგრძელებინა ნაბიჯი, მაგრამ მის გარეშე ვერ ვრჩებოდი, ამიტომ ქმრის დაბრუნების მცდელობა დავიწყე, შემდეგ კი მიმიყვანეს Dr.IZOYA. დიდი ადამიანი, რომელსაც შევხვდი, მან სიყვარულის ჯადოქარი დადო და ქმარი 24 საათის განმავლობაში დაბრუნდა. ამასთან ერთად, მე აქ ვარ, რომ გავაზიარო დოქტორ IZOYA- ს კონტაქტი, მივაღწიოთ მას drizayaomosolution@gmail.com– ს საშუალებით. ის მართლაც ძლიერია და სპეციალიზირებულია შემდეგ საკითხებში ...
(1) ყველა სახის სიყვარულის შელოცვები. (2) შეწყვიტე განქორწინება. (3) ბოლო უნაყოფობა.
5 წლის უკან