რუსეთი აცხადებს რომ თურქეთის და ბაშარ ასადის ძალებს შორის შეტაკებებს არ დაუშვებს

რუსეთი აცხადებს რომ თურქეთის და ბაშარ ასადის ძალებს შორის შეტაკებებს არ დაუშვებს

რუსეთი აცხადებს, რომ არ დაუშვებს ერთმანეთთან თურქეთისა და სირიის სამხედრო ძალების შეტაკებას. ამის პარალელურად კი თურქეთი სირიის ჩრდილოეთით სვლას განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

"ეს უბრალოდ მიუღებელი იქნებოდა... შესაბამისად, ჩვენ ამას არ დავუშვებთ", - განაცხადა სირიაში რუსეთის სპეციალურმა დესპანმა ალექსანდერ ლავრენტიევმა.

ლავრენტიევმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ოფიციალური ვიზიტის დროს თქვა, რომ თურქეთის ქმედებებს "მიუღებელი" უწოდა და დასძინა, რომ თურქი და სირიელი ოფიციალური პირები ერთმანეთთან კომუნიკაციაში არიან, რათა დაპირისპირება თავიდან აირიდონ.

რუსეთის თავდაცვის მინისტრი კი აცხადებს, რომ რუსი სამხედროები სირიელ და თურქ სამხედროებს შორის არსებულ "გამყოფ ხაზთან" პატრულირებენ.

კრიტიკოსების განცხადებით, სირიიდან აშშ-ის სამხედრო ძალების გაყვანამ თურქეთს "მწვანე შუქი აუნთო". რუსეთი ბაშარ ასადისა და შესაბამისად სირიის სამთავრობო ძალების მთავარი მოკავშირეა.

თურქეთმა სირიის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაცია 9 ოქტომბერს დაიწყო. ანკარის ინფორმაციით, ჩრდილოეთ სირიაში ოპერაციის დაწყებიდან დღემდე სამხედროებმა 525 ქურთი ტერორისტი გაანეიტრალეს. პარალელურად აშშ ქვეყნის ტერიტორიაზე დარჩენილი საკუთარი ჯარის გასაყვანად ემზადება. 14 ოქტომბერს კი სირიის ხელისუფლებამ ქურთების დასახმარებლად თურქეთის საზღვართან სამხედროები გაგზავნა.

15 ოქტომბერს აშშ-მა თურქეთს სანქციები დაუწესა.