აშშ-ის იუსტიციის ორგანოებმა თურქული სახელმწიფო ბანკის Halkbank-ის წინააღმდეგ თაღლითობის, ფულის გათეთრების და ანტიირანული სანქციების დარღვევის ბრალდებით საქმე აღძრეს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
ნიუ-იორკის პროკურორის ჯეფრი ბერმანის განცხადებით, ბანკი თურქეთის ხელისუფლების ჩინოსნების მხარდაჭერით მოქმედებდა.
ბრალდების ვერსიით, 2012-დან 2016 წლამდე პერიოდში Halkbank-ი ირანის სახსრების გადარიცხვას ახორციელებდა. საუბარია 20 მილიარდ დოლარზე.