აშშ-ში ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლი შეურაცხყვეს

აშშ-ში ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლი შეურაცხყვეს

როდ-აილენდის შტატის ქალაქ პროვიდენსში ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლი შეურაცხყვეს. ამის შესახებ „ამერიკის ხმა“ იუწყება.

ვანდალებმა მას წითელი საღებავი შეასხეს და წარწერა „შეწყდეს გენოციდის ზეიმი“ დატოვეს. აშშ-ში ოქტომბრის მეორე ორშაბათს კოლუმბის დღე აღინიშნება, რომელიც იტალიელი მოგზაურის ამერიკაში ჩასვლას ეძღვნება.

მედიის ცნობით, ამერიკაში სულ უფრო პოპულარული ხდება მოძრაობა, რომლის მომხრეები კოლუმბის დღის აღნიშვნაზე უარს აცხადებენ.