ნატოს სამხედრო ოპერაცია Atlantic Resolve-ს ფარგლებში ლიეტუვაში 500 ამერიკელი სამხედრო ჩავიდა, კონტინგენტის დანარჩენი ნაწილი, ასევე შეიარაღება იქ უახლოეს კვირებში ჩავა. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით Deutsche Welle წერს.
ისინი ქალაქ პაბრადეში მდებარე სამხედრო ბაზაზე 2020 წლის გაზაფხულამდე დარჩებიან. როგორც ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა რაიმუნდას კარობლისმა განაცხადა, ამერიკელი სამხედროების გამოჩენა ქვეყნის წარმატების და ინვესტიციების შედეგია.
Atlantic Resolve-ს მიზანი ბალტიის ქვეყნების მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაა.