ტრამპმა თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დეტალები განმარტა

ტრამპმა თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დეტალები განმარტა

აშშ-ის პრეზიდენტმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომელიც სირიაში სამხედრო ოპერაციის გამო თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ეხება.

როგორც დოკუმენტში წერია, დონალდ ტრამპი ანკარის წინააღმდეგ მასშტაბურ სანქციებს ხელს მალე მოაწერს. შეზღუდვები თურქ ჩინოსნებს შეეხებათ.

გარდა ამისა, ვაშინგტონი გეგმავს თურქეთიდან შემოსულ ფოლადზე ტარიფი 50%-მდე გაზარდოს. მისივე თქმით, თურქეთთან სავაჭრო მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ შეწყდება. მომავალში კი შეზღუდვები შესაძლოა ფინანსურ სექტორსა და ვიზის გაცემასაც შეეხოს.

მანამდე საფრანგეთმა, გერმანიამ, შვედეთმა, ფინეთმა და ნიდერლანდებმა თურქეთში იარაღის ექსპორტი შეწყვიტეს. ამ ქვეყნების წარმომადგენლები შეხვედრამდე ანკარისთვის სანქციების დაწესების აუცილებლობაზე საუბრობდნენ, თუმცა როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰეიკო მაასმა აღნიშნა, თურქეთთან დიალოგის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია. „თუ ეს მიდგომა წარუმატებელი იქნება, სხვა ზომებზე მაშინ ვიფიქრებთ“, - თქვა მან.

თურქეთმა სირიის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ 9 ოქტომბერს დაიწყო. ანკარის ინფორმაციით, ჩრდილოეთ სირიაში ოპერაციის დაწყებიდან დღემდე სამხედროებმა 525 ქურთი ტერორისტი გაანეიტრალეს. პარალელურად აშშ ქვეყნის ტერიტორიაზე დარჩენილი საკუთარი ჯარის გასაყვანად ემზადება.