პარიზის მსაჯულთა სასამართლომ ნოტრ-დამის ტაძარში 2016 წლის ტერაქტის მცდელობის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა.
The Guardian-ის ცნობით, ტერაქტის ორგანიზატორს სამუდამო პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯეს. თავდასხმის მცდელობის უშუალო მონაწილე სამ ქალს კი 20, 25 და 30 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
2016 წელს პოლიციამ პარიზის ღვთისმშბლის ტაძრის ახლოს გაზის ბალონებით დატვირთული ავტომობილი აღმოაჩინა, სადაც აფეთების მიზნით ბენზინი და სიგარეტიც იყო მომარაგებული. ტერაქტის მცდელობის მონაწილეები თითის ანაბეჭდებით გამოავლინეს.