ალპებში მსუბუქი თვითმფრინავი საბაგიროს შეეჯახა და სადენებში გაიჭედა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტი იტალიაში, კურორტ პრატო-ვალენტინოში 3 დღის წინ მოხდა, თუმცა მაშველებმა ამის შესახებ მხოლოდ დღეს განაცხადეს.
თვითმფრინავში 2 ადამიანი იმყოფებოდა - პილოტი და მგზავრი. ავარიის დროს პილოტი კაბინიდან გადმოვარდა და დაზიანებები მიიღო. მგზავრი არ დაშავებულა.
ავარიის მიზეზის დადგენაზე იტალიელი სამართალდამცველები მუშაობენ.