ირანის მთავრობამ რუსი ჟურნალისტი იულია იუზიკი გაათავისუფლა. ამის შესახებ რუსული მედია თეირანში რუსეთის საელჩოზე დაყრდნობით წერს.
ინფორმაცია ჟურნალისტის დაკავების შესახებ 4 ოქტომბერს გავრცელდა.
მაშინ მიზეზად ჯაშუშობა სახელდებოდა. მოგვიანებით ირანში განაცხადეს, ეს ინფორმაცია მცდარია და დაკავება ვიზის მიღებას უკავშირდებოდა.