გაეროს ბიუჯეტში საწევრობის დაგვიანებული შეტანის გამო შესაძლოა, ორაგანიზაციის თანამშრომლებს ხელფასი ვერ მისცენ. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა ათწლეულის განმავლობაში ორგანიზაციის ბიუჯეტში უმსხვილეს კრიზისზე ილაპარაკა, რომელიც უკვე მომდევნო თვეს დადგება.
მიმდინარე წელს გაეროს ბიუჯეტი დაახლოებით 3,3 მილიარდი დოლარია. ორგანიზაციის მონაცემებით, 129 წევრმა სახელმწიფომ აუცილებელი საწევრო უკვე გადაიხადა, რომლის საერთო ოდენობა დაახლოებით 2 მილიარდი დოლარია.
გაეროს ბიუჯეტში ყველაზე დიდი თანხა აშშ-ს შეაქვს. კერძოდ, მასზე ორგანიზაციის ბიუჯეტის 22% მოდის.