საფეხბურთო სტადიონზე ქალების ადგილი არ არის- ამ დევიზით თეირანში, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა. ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ირანის ბიურო წერს.
აქცია ირანსა და კამბოჯას შორის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩამდე სამი დღით ადრე მოეწყო, რომელსაც პირველად ისლამური რესპუბლიკის დაარსების ისტორიაში ქალებიც დაესწრებიან.
აქციაში მამაკაცებთან ერთად შიიტი ქალებიც მონაწილეობდნენ. სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ ირანის ხელისულფებამ ქალებს საფეხბურთო მატჩებზე დასწრების უფლება მისცა.