79 წლის სამუელ ლითლი აშშ-ის ისტორიაში „ყველაზე პროდუქტიულ“ სერიულ მკვლელად დასახელდა. როგორც New York Post-ი აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროზე დაყრდნობით წერს, კაცმა 93 დანაშაული აღიარა.
ლითლმა დანაშაულები 1970-დან 2005 წლამდე პერიოდში ჩაიდინა. მის მსხვერპლთა უმრავლესობას ქალები წარმოადგენდნენ.
FBI-მ კაცის დანაშაული 50 შემთხვევაში დაადგინა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ დანარჩენ შემთხვევებშიც ის არ ტყუის.
2014 წელს ლითლი 3 მკვლელობისთვის გაასამართლეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. სამივე მსხვერპლი ქალი იყო. კაცმა მათ ჯერ სცემა, შემედეგ კი გაგუდა.