შეერთებულმა შტატებმა სირიის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთი ნაწილიდან საკუთარი ჯარის გაყვანა დაიწყო. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ასე ვაშინგტონი თურქეთს დაგეგმილი სამხედრო ოპერაციისთვის უთავისუფლებს გზას. ამერიკული ჯარის გაყვანის ფაქტი თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დაადასტურა და დასძინა, რომ ანკარის სამხედრო ოპერაცია სირიაში შეიძლება ნებისმიერ მომენტში დაიწყოს.
მანამდე თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ თურქეთის ოპერაციაში მონაწილეობას არ მიიღებს.
თურქეთის პრეზიდენტმა სირიაში ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარების შესახებ 5 ოქტომბერს განაცხადა. შემდეგ კი საზღვართან დამატებითი ძალები და სამხედრო ტექნიკა გაგზავნა.