უზენაესმა აიათოლამ ერაყში არეულობაზე პასუხისმგებლობა მთავრობას დააკისრა

უზენაესმა აიათოლამ ერაყში არეულობაზე პასუხისმგებლობა მთავრობას დააკისრა

ირანის უზენაესმა სასულიერო ლიდერმა აიათოლა ალი ალ-სისტანიმ საპროტესტო აქციების მონაწილეებს და სამართალდამცველებს ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, აიათოლამ ქვეყნის მთავრობას დემონსტრანტების მოთხოვნების დაკმაყოფილება უბრძანა.

„სამწუხაროა, რომ ამდენი დაღუპული და დაშავებულია. მთავრობამ და პოლიტიკოსებმა ხალხის მოთხოვნები არ გაიზიარეს, კორუფციას არ ებრძვიან და ვერაფერს მიაღწიეს. ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა მომხდარზე ქვეყნის პარლამენტს აკისრია“, - ნათქვამია ლიდერის წერილში.

თავის მხრივ, ტელემიმართვაში ერაყის პრემიერმინისტრმა ადელ აბდულ მადიმ აღნიშნა, რომ მოსახლეობის ესმის, მაგრამ ქვეყნაში არსებული პრობლემების „ჯადოსნური გადაწყვეტილება“ არ არსებობს.

საპროტესტო აქციები ერაყში 1-ელ ოქტომბერს დაიწყო. ოფიციალური მონაცემებით, დემონსტრანტების და სამართალდამცველების შეტაკებების შედეგად ქვეყნის მასშტაბით დაღუპულთა რიცხვი 46-მდე გაიზარდა. ამოქმედდა კომენდანტის საათი.  მთავრობამ ქვეყნის ტერიტორიის 75%-ს ინტერნეტი გაუთიშა.