ავსტრალიელმა ბლოგერმა ჯოლი კინგმა და მისმა პარტნიორმა მარკ ფირკინმა ირანის ციხე დატოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ ავსტრალიის მთავრობაზე დაყრდნობით BBC ავრცელებს.
ჯოლი კინგი და მარკ ფირკინი თეირანში დაახლოებით ერთი წლის წინ დააკავეს, თუმცა ინფორმაცია ამის შესახებ მხოლოდ 12 სექტემბერს გახდა ცნობილი. მათ ბრალი შესაბამისი ნებართვის გარეშე დრონით ფოტოგადაღებაში ედებოდათ. მათთან ერთად დაკავებული კიდევ ერთი ავსტრალიელი კაილი მურ-გილბერტი, რომელსაც ასევე დიდი ბრიტანეთის მოქალაქეობა აქვს, კვლავ ციხეში რჩება.
ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრის მერის პეინის განცხადებით, მის გასათავისუფლებლად მოლაპარაკებები გრძელდება. არსებული ინფორმაციით, კაილი მურ-გილბერტს, რომელიც მელბურნის უნივერსიტეტში ისლამის შესახებ ლექციებს კითხულობს, ჯაშუშობისთვის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.