ვალების ხაფანგი საქართველოსთვის - რა ეშველება მომავალ თაობას?

ვალების ხაფანგი საქართველოსთვის - რა ეშველება მომავალ თაობას?

საგარეო ვალი უკვე დიდი საფრთხეს უქმნის ქვეყანას. იგი არათუ არ ემსახურება ქვეყნის ეკონომიკას და ბიზნესს, არამედ პირიქით, უკან სწევს მას.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2019 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 18.2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 113.2 პროცენტია.

2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 385.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო 421.7 მლნ აშშ დოლარით, ფასის ცვლილებების გამო - 24.3 მლნ აშშ დოლარით და სხვა ცვლილებების გამო - 8.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. იმავდროულად, საკურსო ცვლილებების გამო ვალი 69.5 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 7.5 მლრდ აშშ დოლარი, რაც მშპ-ს 46.9 პროცენტია, აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 5.4 მლრდ აშშ დოლარი, ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 415.5 მლნ აშშ დოლარი, ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 826.4 მლნ აშშ დოლარი.

საბანკო სექტორის საგარეო ვალი 4.4 მლრდ აშშ დოლარზე ფიქსირდება. სხვა სექტორების საგარეო ვალი - 4.7 მლრდ აშშ დოლარი და კომპანიათაშორისო ვალმა - 3.3 მლრდ აშშ დოლარი.

საგარეო ვალი მკვეთრად იზრდება მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვითაც. 2020 წლის ბიუჯეტის პროექტით ქვეყანის საგარეო ვალი ისტორიულ მაქსიმუმზე იქნება. გაისად სახელმწიფო ვალის ზღვრული მოცულობა 22 681 700 000 ლარის ოდენობით განისაზღვრება.

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ეს არ ემსახურება ქვეყნის ეკონომიკის და ბიზნესის განვითარების მიზანს. შესაბამისად, ქვეყანა არ ვითარდება და წინ არ მიდის.

„წარმოდგენილ ბიუჯეტში ქვეყნის ვალი გაიზარდა 2,5 -ჯერ. ციფრებში ეს ასე გამოიყურება: თუ 2012 წელს ჩვენი საგარეო ვალი იყო 9,1 მლრდ ლარი, 2020 წელს ეს ვალი იქნება 22,5 მლრდ ლარი. ეს არის ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ისტორიული მაქსიმუმი, როცა ჩვენი ქვეყნის მშპ-ს თითქმის ნახევარი, 45% არის ვალი.

ერთი მხრივ, ვალის აღება უნდა ემსახურებოდეს ქვეყნის ბიზნესის განვითარებას და ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ თუ მშპ 2012 წლიდან 2020 წლამდე საერთოდ არ იცვლება და დგას იგივე ნიშნულზე, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა არათუ წინ მიდის, არამედ მიდის უკან, რადგან გაჩერება იმ სიტუაციაში, რაც მსოფლიოში ხდება, თუნდაც ჩვენს რეგიონში, ნიშნავს უკან წასვლას.

მშპ-თან მიმართებით ერთ სულ მოსახლეზე სახელმწიფო ვალი 2012 წელს იყო 2500 ლარი, 2019 წელს იყო 5500 ლარი და 2020 წელს იქნება 6000 ლარი. ეს ხელისუფლება თითოეულ ჩვენთაგანს გვიზრდის ვალს.

ეს ბიუჯეტი თამამად შეიძლება ითქვას, რომ არის მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ დაწერილი, რომ „ოცნებამ“ კიდევ ერთხელ შეინარჩუნოს ძალაუფლება და ქვეყანა ამყოფოს გაუბედურებელ მდგომარეობაში“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ეკონომიკის დოქტორი იოსებ არჩვაძეც გაზრდილ საგარეო და საშინაო ვალს გამოეხმაურა. საგარეო ვალის აღება საქართველოს მძიმე ტვირთად აწვება, ამიტომ ხელისუფლებაში მოსულმა ძალამ მის მიერ აღებული საგარეო ვალის მოცულობა მთლიანად უნდა დაფაროს.

„საქართველო არ არის გამონაკლისი იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომლებიც სახელმწიფო ვალს იღებენ. ბუნებრივია, აღნიშნული ვალი მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწვება. შესაბამისად, ქვეყნის სათავეში მყოფ ხელისუფლებას მის მიერ აღებული ვალის დაფარვის ვალდებულება უნდა გააჩნდეს. ხელისუფლებას აღებული ვალის გარდა, მასზე დარიცხული პროცენტების გადახდაც უწევს, რაც დამატებითი ტვირთია.

საქართველოს ვალზე საუბრისას უნდა გამოვყოთ ორი მომენტი. ის, რაც სახელმწიფოს აქვს აღებული, ეროვნულ ბანკთან ერთად და მერე - საქართველოს ბიზნესტრუქტურებისა და კომერციული ბანკების მიერ აღებული ვალი. თუ ამ თანაფარდობას ავიღებთ, მთელი ქვეყნის ვალში სახელმწიფოს წილი, დაახლოებით, 41%-ია, დანარჩენი კერძო სტრუქტურებზე მოდის“, - განაცხადა იოსებ არჩვაძემ.

Katana :
ვინც შენ ახლა სესხებს გაძლევს,
იგი გეტყვის მომავალში:
- თუ არ გინდა სული გაგძვრეს,
საქართველო მომე ვალში!
5 წლის უკან
სოციალისტი ნაღდია!!! სპეციალურად დაგვაკაბალეს! ამიტომ უნდა გადავაგდოთ!
5 წლის უკან
Maverick ბიჭებო, ხომ არ აჯობებდა მათი ქონების ნაციონალიზაციით გადავახდევინოთ მათ მიერვე აღებული საგარეო ვალები მოქკავშირის, ნაცბოზბანდის და ქოცების ყველა ხაზინის ქურდებს და უსაშველო ხელფას-დანამატების მოყვარულებს!
5 წლის უკან