თურქეთმა Facebook დააჯარიმა

თურქეთმა Facebook დააჯარიმა

თურქეთმა Facebook-ი 282 ათასი დოლარით დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. საჯარიმო სანქციის მიზეზი სოციალური ქსელის მომხმარებელთა პირადი მონაცემების კონფიდენციალობის დარღვევა გახდა, რამაც საერთო ჯამში 300 ათასამდე მომხმარებელი დააზარალა.

მაისში თურქეთმა Facebook-ი ანალოგიური ბრალდებით 270 ათასი დოლარით დააჯარიმა.