მაკრონმა რუსეთს ევროსაბჭოს წინაშე მისი პასუხისმგებელობები შეახსენა

მაკრონმა რუსეთს ევროსაბჭოს წინაშე მისი პასუხისმგებელობები შეახსენა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დაბრუნებას მიესალმება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა რუსეთის მოქალაქეებს ევროპული სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობა დაეკარგათ. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

ამასთან, როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, სანაცვლოდ რუსეთმა მის მიერ აღებული პასუხისმგებლობები უნდა შეასრულოს. მაკრონის თქმით, უახლოეს კვირებში შესაძლოა „ნორმანდიული ოთხეულის“ შეხვედრა გაიმართოს, სადაც დონბასის კონფლიქტის მოგვარების ახალ ეტაპებზე იმსჯელებენ.

„ჩვენ არ ვართ გულუბრყვილოები, არ ვართ კმაყოფილები და ვიცით, რომ რუსეთმა უკრაინაში თავისი ქმედებებით წითელი ხაზი გადაკვეთა", - განაცხადა მაკრონმა.

ევროსაბჭოში რუსეთს ხმის უფლება 2014 წლიდან, ყირიმის ანექსიის გამო ჰქონდა ჩამორთმეული. ამის გამო, რუსეთი წლების განმავლობაში ევროსაბჭოში საწევრო გადასახადსაც კი არ იხდიდა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ კი მიმდინარე წლის 26 ივნისს რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილება აღიარა. კენჭისყრის შედეგების თანახმად, რომელსაც 116 მომხრე და 16 წინააღმდეგი ჰყავდა,  რუსეთის სათათბიროს წევრები საპარლამენტო ასამბლეაზე სრულფასოვან მუშაობას დაუბრუნდნენ. დელეგაცია ასევე მონიტორინგის და ასამბლეის სხვა კომიტეტების მუშაობაში ჩაერთო.