ჩრდილოეთ კორეამ სავარაუდოდ, ამოუცნობი ტიპის რამდენიმე რაკეტა გამოსცადა. მათ იაპონიის ზღვის მიმართულებით 450 კილომეტრი იფრინეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც სამხრეთ კორეის უშიშროების საბჭოში განაცხადეს, ფხენიანმა შესაძლოა, ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. მომხდარს უკვე გამოეხმაურა იაპონია. პრემიერმინისტრი სინძო აბე აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეის ქმედება გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის უხეში დარღვევაა.
რაკეტების გაშვებამდე ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ ჩრდილოეთ კორეასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკებები განახლდება. ჯერ უცნობია, თუ სად გაიმართება სამუშაო ფორმატის შეხვედრა მხარეებს შორის, თუმცა ცნობილია, რომ მოლაპარაკებები 5 ოქტომბერს შედგება.