აზორის კუნძლებს ქარიშხალი „ლორენცო“ მიუახლოვდა

აზორის კუნძლებს ქარიშხალი „ლორენცო“ მიუახლოვდა

აზორის კუნძლებს ქარიშხალი „ლორენცო“ მიუახლოვდა. ძლიერმა ქარმა მცირე მასშტაბის რამდენიმე ინციდენტი უკვე გამოიწვია. ქარიშხალმა სტიქიის ზონაში ხეები ფესვებიანად მოგლიჯა. ქარიშხალს თან ძლიერი წვიმაც ახლავს. ქარის სიჩქარე საათში 160-დან დან 240 კილომეტრამდე მერყეობს.

სინოპტიკოსებმა სტიქიას მეორე კატეგორია მიანიჭეს, თუმცა ვარაუდობენ, რომ ის პირველამდე შემცირდება. უსაფრთოების მიზნით სტიქიის ზონაში ავტოსაგზაო მოძრაობა შეიზღუდა.

რამდენიმე დღის წინ სპეციალისტებმა საზოგადოება გააფრთხილეს, რომ „ლორენცო“ პორტუგალიის იურისდიქციაში მყოფ აზორის კუნძულებს მიუახლოვდებოდა.