რუსეთში ძალაში შევიდა მთავრობის დადგენილება, რომლის თანახმადაც საცხოვრებელი სახლების, საერთო საცხოვრებლებისა და სასტუმროების აივნებზე მოწევა აიკრძალა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
აკრძალვა ეხება აგრეთვე აივნებზე მწვადების შეწვასა და მაშხალების გაშვებას. დადგენილება ახალ ხანძარსაწინააღმდეგო ზომებს უკავშირდება, რომელიც ქვეყნის მთავრობამ დაამტკიცა.