ტრამპმა დემოკრატი კონგრესმენი ადამ შიფი სახელმწიფოს ღალატში დაადანაშაულა

ტრამპმა დემოკრატი კონგრესმენი ადამ შიფი სახელმწიფოს ღალატში დაადანაშაულა

დონალდ ტრამპმა დემოკრატი კონგრესმენი ადამ შიფი სახელმწიფოს ღალატში დაადანაშაულა. აშშ-ის პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურების ფარგლებში ტრამპის ქმედებების გამოძიებას სწორედ შიფი ხელმძღვანელობს. ამის შესახებ BBC წერს.

ამ ბრალდების მიზეზი კოგრესმენის წარმომადგენელთა პალატში გამოსვლა გახდა, სადაც მან ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრის შინაარსზე ისაუბრა.

თეთრი სახლის მტკიცებით, შიფმა მისი სიტყვები შეგნებულად დაამახინჯა და მისი დაკავების ინიციატივით გამოვიდა.

29 სექტემბერს ადამ შიფმა განახცადა, რომ კონგრესში წარმოდგენილი დემოკრატები შეეცდებიან გაარკვიონ, ხომ არ მალავს ტრამპი სხვა უცხოელ ლიდერებთან, მათ შორის ვლადიმერ პუტინთან და საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინც მუჰამედ ბინ სალმანთან თავისი საუბრების შინაარსს, რითაც ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს აზარალებს.

გარდა ამისა, ტრამპმა გამოთქვა სურვილი შეხვდეს არა მხოლოდ დაზვერვის თანამშრომელს, არამედ ინფორმატორს, რომელმაც ინფორმატორს მისი და ზელენსკის საუბრის შინაარსი გადასცა.

ამის შემდეგ დაზვერვის თანამშრომლის ადვოკატებმა სენატის სადაზვერვო საკითხთა კომიტეტს წერილით მიმართეს, რომელშიც აღნიშნავენ, რომ მათ კლიენტს სერიოზული საფრთხე ემუქრება.

აშშ-ის დაზვერვის თანამშრომელმა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საჩივარი დაწერა, რომელიც მისი და ერთ-ერთი უცხოელი ლიდერის საუბარს ეხებოდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ეს ლიდერი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი იყო.

ჩანაწერის თანახმად, ტრამპმა სატელეფონო საუბრის დროს აშშ-ის ყოფილი ვიცეპრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და მისი შვილის საკითხი განიხილა. აშშ-ის კონგრესის დემოკრატმა წევრებმა კი გამოთქვეს ვარაუდი, რომ კორუფციასთან ბრძოლის საფარქვეშ ტრამპი უკრაინის ხელისუფლებას თავისი ოპონენტების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას აიძულებდა.

ამის შემდეგ თეთრმა სახლმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის ლიდერ ვოლოდიმერ ზელენსკის შორის 25 სექტემბერს შემდგარი სატელეფონო საუბრის სტენოგრამა გამოქვეყნა. მანამდე კი თავად ზელენსკიმაც დაადასტურა, რომ სატელეფონო საუბრისას ტრამპი მას ბაიდენზე ზემოქმედებისკენ არ უბიძგებდა.

30 სექტემბერს ზელენსკიმ განაცხადა, რომ ტრამპთან სატელეფონო საუბრის უკრაინული ვერსიის გამოქვეყნების წინააღმდეგია.

მიუხედავად ამისა, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ნაწილმა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის ფორმალური პროცედურა დაიწყო. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილებას იმპიჩმენტის შესახებ ამერიკელების 47% მხარს უჭერს.