პეკინში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსებიდან 70-ე წლისთავთან დაკავშირებით ქვეყნის ისტორიაში უდიდესი სამხედრო აღლუმი გაიმართა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
ცერემონიაში 15 000 ჯარისკაცი, 150-ზე მეტი თვითმფრინავი, 580 ტანკი და სხვა სამხედრო ტექნიკა მონაწილეობდა. აღლუმი ჩინეთის ლიდერმა სი ცზინპინმა ჩაიბარა.