პერუში მთავრობამ და პრეზიდენტმა ერთმანეთი გადააყენეს

პერუში მთავრობამ და პრეზიდენტმა ერთმანეთი გადააყენეს

პერუში პოლიტიკური კრიზისი მძვინვარებს. ქვეყნის პრეზიდენტმა მარტინ ვისკარამ პარლამენტი დაითხოვა, საკანონმდებლო ორგანომ კი, თავის მხრივ, პრეზიდენტი გადააყენა და მას შემცვლელიც მოუძებნა. ამის შესახებ გამოცემა El Comercio წერს.

დაპირისპირების მიზეზი ვისკარას მიერ წარდგენილი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცედურის შეცვლის საკითხები გახდა.

პრეზიდენტმა აცხადებდა, რომ თუ პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ მოსამართლეებს მთავრობის დამტკიცებამდე აირჩევდა, ის საკანონმდებლო ორგანოს დაითხოვდა. დეპუტატებმა კი პრეზიდენტის მოსაზრება არ გაითვალისწინეს.

მას შემდეგ რაც ვისკარამ პარლამენტი დაითხოვა, კონგრესმენებმა რიგგარეშე პლენარული სხდომა მოიწვიეს და ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც მოქმედ პრეზიდენტს საკონსტიტუციო მოწყობის დარღვევაში ადანაშაულებდა.

დეპუტატებმა პრეზიდენტის პოსტზე ვიცეპრეზიდენტის მერსედეს არაოსის კანდიდატურას დაუჭირეს მხარი, რომელიც პრეზიდენტის მოვალეობებს დროებით შეასრულებს.