ნიგერიის უმსხვილესი ქალაქის ლაგოსის პოლიციამ ე.წ. ბავშვების ქარხნებში“ ჩატარებული რეიდების შედეგად 19 ორსული ქალი გაათავისუფლა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, 15-28 წლის ქალებთან ერთად კიდევ 4 ბავშვი გადაარჩინეს.
როგორც ირკვევა „ქარხნების“ მფლობელი გოგოებს და ქალებს იტაცებდა, მათი დაორსულების შემდეგ კი ბავშვებს ყიდდა. ბავშვების ფასი სქესზე იყო დამოკიდებული. ბიჭი $1 400 დოლარი ღირდა, გოგო კი $830.
მთავარმა ეჭვმიტანილმა მიმალვა შეძლო, თუმცა პოლიციამ მისი 2 თანამზრახველის დააკავა.
რამდენიმე დღით ადრე ნიგერიის ქალაქ კადუნაში პოლიციის რეიდის შედეგად ე.წ. წამების სახლიდან 500-მდე კაცი და ბიჭი გადაარჩინეს.