ავსტრიელმა წყვილმა კაბების ნაცვლად ამანათით 25000 აბი ექსტაზი მიიღო

ავსტრიელმა წყვილმა კაბების ნაცვლად ამანათით 25000 აბი ექსტაზი მიიღო

ავსტრიელმა წყვილმა კაბების ნაცვლად ამანათით 25 000 აბი ექსტაზი მიიღო.

ქალმა მიღებული ნივთი დეკორატიულ ქვებს შეადარა, კაცმა კი სწრაფად გააცნობიერა, რომ ამანათით მიღებული ტვირთი ნარკოტიკული ნივთიერება იყო. 

წყვილმა, რომელიც ავსტრიაში, ქალაქ ლინცში ცხოვრობს, მიღებული ამანათი ისევ საფოსტო განყოფილებაში დააბრუნა. ორგანიზაციაში კი თავის მხრივ, პოლიცია გამოიძახეს.

პოლიციამ განაცხადა, რომ ნარკოტიკული ნივთიერება €500 000-ის ღირებულების იყო.

ავსტრიელმა ქალმა ტანსაცმელი ნიდერლანდებში შეუკვეთა, თუმცა მიღებული ტვირთი შოტლანდიაში ჩასატანად იყო განკუთვნილი.

შოტლანდიის პოლიციამ სავარაუდო მიმღები დააკავა, ჰოლანდიელმა სამართალდამცველებმა კი ამანათის გამგზავნის დასადგენად გამოძიება დაიწყეს.