აშშ-ში, ლუიზიანაში სამხედრო ბაზაზე ვერტმფრენი ჩამოვარდა. სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნისას სამი ადამიანი დაშავდა, ერთი დაიღუპა.
რამ გამოიწვია უბედური შემთხვევა, ჯერ უცნობია. ამის დასადგენად გამოძიება დაიწყო.
„დღეს დილით, სამხედრო ვერტმფრენი სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. საგანგებო სამსახურის თანამშრომლები დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე. ბორტზე ეკიპაჟის 4 წევრი იყო, დაშავდა სამი ჯარისკაცი, ერთი კი დაიღუპა. მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს“, - აღნიშნულია სასწავლო ცენტრის ინფორმაციაში.
გუბერნატორმა ჯონ ბელ ედვარდსმა ჯარისკაცის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა.