აშშ-მ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

აშშ-მ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

რუსეთი აშშ-ის მიერ მის წინააღმდეგ დაწესებულ ახალ სანქციებს მიუღებელს უწოდებს. რუსეთის საგარეო უწყება ფაქტს ძველი პოლიტიკის გაგრძელებად აფასებს, რომელიც დაფუძნებულია ცალმხრივ სანქციებზე.

მანამდე აშშ-ს ადმინისტრაციამ შავ სიაში შეიყვანა ხუთი რუსული ხომალდი, ერთ-ერთი კომპანია და მისი თანამშრომლები. მოტივად ის დასახელდა, რომ სწორედ ეს კომპანია უზრუნველყოფს სირიაში მყოფ რუს ჯარისკაცებს საწვავით.

სანქციები რუსეთს ამერიკამ და კანადამ 2018 წელს უკრაინის საზღვაო გემებზე თავდასხმის, ასევე ყირიმის ანექსიის და აღმოსავლეთ უკრაინაში ქმედებების გამო დაუწესა.

გარდა ამისა, აშშ-ის მიერ რუსეთისთვის ე.წ. სკრიპალების საქმის გამო დაწესებული სანქციების მეორე პაკეტი აგვისტოდან ამოქმედდა.

სკრიპალის მოწამვლას თანამედროვე პოლიტიკის ისტორიაში ყველაზე დიდი დიპლომატიური დაპირისპირება მოჰყვა.